გიორგი კოდუა: "სუბსიდირება ან ყველასათვის უნდა იყოს, ან არავისათვის"
თამარ მუკბანიანი
04.02.2020

 ავიაკომპანია "აირზენამ" რამდენიმე მიმართულებით ფრენა შეწყვიტა. მიზეზი არაკონკურენტული გარემო და სახელმწიფოს მხირდან, ორი ბიუჯეტური კომპანიისათვის დაწესებული შეღავათებია. რატომ უწესდებათ კონკრეტულ ავიაკომპანიებს შეღავათები და რატომ ზარალდება ამით ქართული კომპანია?

,,არიზენას” გენერალური  დირექტორი  ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის რუსეთის რეისების აკრძალვიდან გამომდინარე მიღებული ფინანსური ზარალი, რაც 26 მილიონამდე აშშ დოლარს აღწევს. ასევე ის, რომ კონკურენტი ავიაკომპანიები, "ვიზეარი" და "რაინეარი" ფინანსდებიან სახელმწიფოსგან და ქართული ავიაკომპანია მათთან კონკურენციაში აგებს.

"როგორ შეიძლება გამოვასწორო ფინანსური მდგომარეობა, თუკი დღევანდელი ჩემი ფინანსური მდგომარეობით არაკონკურენტულ გარემოში ვარ?! როგორ უნდა მივიღო მოგება, როცა ჩემს მიერ გარეკლამებულ რეისებზე დაფრინავს უცხო ქვეყნის კომპანიები, რომელსაც ჩემივე სახსრებით აფინანსებს ჩემი მთავრობა და მე მანადგურებს?!" - განაცახადა რომან ბოკერიამ.

მან ეკონომიკის მინისტრის განცხადების იმ ნაწილსაც უპასუხა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ კომპანია "ვიზ ეარს" ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა, თუმცა მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის გამოყენებული და პირიქით, დავალიანება ისე გადაუნაწილდა, როგორც მისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.

"მე რეისები წამართვეს, მგზავრები წამართვეს და ზუსტად მთავრობის ქმედებების გამო დამიგროვდა ვალები. ვითომ ტურისტები ჩამოყავთ და მეორეს მხრივ, ეროვნულ ავიახაზებს ანადგურებენ. არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო? არ მინდა სასამართლოში წავიდე, მე მაქვს პატრიოტული გრძნობა, მათ - არა, მაგრამ ბოლო-ბოლო იძულებული გავხდები. დემაგოგები არიან და მეტი არაფერი", - განაცხადა ბოკერია "ბიზნეს მედიასთან" საუბრისას.

სახელმწიფოსა და ამ ეტაპზე ერთადერთ ქართულ ავიაკომპანიას შორის, სუბსიდირების საკითხის განხილვა 20 ივნისის შედეგ რუსეთის ავიაემბარგომ გამოიწვია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს თემა დღის წესრიგში აღარ დგას და ,,ჯორჯიან ეარვეიზს” ეფექტური მართვის პირობებში, ბევრად უფრო მძლავრად შეუძლია ოპერირება. 

„ამ ეტაპზე, მისი სუბსიდირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს განიხილებოდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთთან შეწყდა პირდაპირი ფრენა. მაშინ დაზარალდა არა მხოლოდ ,,ჯორჯიან ეარვეიზს”, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკა და ტურიზმი. იმ ეტაპზე ჩვენ ვიხილავდით სუბსიდირების თემას, თუმცა ახლა აღარ ვიხილავთ. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ სერიოზულად ვუდგავართ გვერდით ქართულ ავიაციას. მაგალითად, ,,ჯორჯიან ეარვეიზს” წლების განმავლობაში დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანების და "საქაერონავიგაციის" მიმართ და ჩვენ ამის გამო არ ვიყენებთ რაიმე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება“, - განაცხადა თურნავამ.

რეალურად, როგორი მდომარეობაა ავიასფეროში და რამდენად ლახავს სახლემწიფო ჯანსაღი კონკურენციის პირობებს ,,რეზონანსი” ,,ჰაბ ჯორჯიას” თანადამფუძნებელ გიორგი კოდუას ესაუბრა. 

"არ არსებობს საქართველოში  ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ არ გვაქვს ხედვა და გეგმა, ამის შედეგია დღეს ეს გაურკვევლობა, უნდა ხდებოდეს თუ არა საერთოდ დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და თუ ხდება რატომ მხოლოდ უცხოურ კომპანიაზე და არა ქართულზე? 

ყველა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა მიდის ჯანსაღი კონკურენციის შექმნისაკენ. არ უნდა არსებობდეს აქ პრეფერენციები. ერთი კომპანიის მხარდაჭერა ბუნებრივად იწვევს იმის დაზარალებას ვისაც არ ეხმარებიან. სუბსიდირება ან ყველასათვის უნდა იყოს, ან არავისათვის. 

თუ ფინანსდება ,,ვიზიარის” ქუთაისი-ვენა, რატომ არა ,,აირზენას” თბილისი-ვენა? მით უფრო, რომ აქ საქმეში "ტავ ჯორჯიაცაა", სადაც უამრავი კითხვის ნიშნებია. დღეს დედაქალაქის აეროპორტი არის ძალიან ძვირი. ამდენად ,,აირზენას” გულისწუხილი ამ კუთხით მართებულია. თუ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, იქ აკრძალულია ნებიმისმიერი კომპანიის სუბსიდირება. ამისათვის კარგი შემთხვევაა ,,ეარ ფრანსის” მიერ მოგებული საქმე, როცა ,,რაინეარს” 20 მლნს დაბრუნება მოუწია საფრანგეთის ხაზინაში, სწორედ დაფინანსების ამ უხეში ფორმის გამო. იგივე მოხდა ,,ეარ ესტონიას” შემთხვევაშიც“, - აღნიშნა "რეზონანსთან" კოდუამ. 

მისივე თქმით, თუ ,,ტავ ჯორჯიას” შემოსვლამდე თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულება ავიაკომპანიას 1 500 უჯდებოდა, დღეს მისი ღირებულება 7 000 დოლარია, ქუთაისიდან კი პირიქით, სახელმწიფო უხდის ,,ვიზიარს” მგზავრთა გადაყვანისათვსს თანხას.

"აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, დაფინანსებას გასცემს თუ არა ,,არზენაზე” მას გვერდში უდგას, როცა დავალინების გადანაწილება სჭირდება, ეს ნამდვილად ასეა და საერთაშორისო არბიტრაჟიც მგონია, რომ არასოდეს იტყვის, სახელმწიფომ ვინმე დააფინანსოსო. ეს არ არის ევროპული მიდგომა, შორს დგას მათი მსოფლმხედველობისაგან. 

რაც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მე პოზიტიური მესიჯები დავინახე ,,აირზენას” მიმართ, მაგრამ ეს ვერ იქნება საკამირისი რადგან ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება რატომღაც ფრთხილობს და ეშინია რეფორმების გატარება, რაც სისტემურ და მტკივნეულ ცვლელებებს ეხება, არადა ეს აუცილებელია”, - განუცხადა კოდუამ ,,რეზონანსს”.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×