"6 წელზე ძველი, რაც არ უნდა კარგ მდგომარეობაში იყოს, უკვე აღარ არის ვარგისი"
გვანცა წულაია
05.02.2020

თბილისის მერია დედაქალაქში მეორადი საბურავების რეალიზაციაზე კონტროლს იწყებს. ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზე, ამიტომ უცნობია კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე შეიზღუდება მეორადი საბურავების გაყიდვა. ჩნდება ეჭვი, ზოგადად, რომ მალე მეორადი საბურავების გამოყენებას საერთოდ აკრძალავენ.

2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმადაც 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით მანქანები ტექდათავლიერებას ვეღარ გაივლიან. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ მეორადი საბურავების გაყიდვა ჯერ ვერ აიკრძალება, მაგრამ მომავლში შეიძლება ეს საკითხიც წამოიჭრას. საერთოდ კი, მისი გამოყენება 6 ან 7 წლის შემდეგ აღარც კი შეიძლება. 

ექსპერტი შალვა ბუაჩიძე პირდაპირ ამობოს, რომ საბურავი რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს, თუ ის 6 ან 7 წელზე მეტისაა, უკვე ვადაგასულად ითვლება და გამოსაყენებლად უვარგისია. 

“ზოგადად, საბურავის ასაკი განისაზღვრება გაკვეული დროით. 6 და 7 წელზე ძველი, რაც არ უნდა კარგ მდგომარეობაში იყოს და როგორი კარგი პროტექტორიც არ უნდა ჰქონდეს, აღარ არის ვარგისი. ასეა მიჩნეული საერთაშორისო სტანდარტებით. საქართველოში რა საბურავებიც შემოდის, აბსოლუტური უმრავლესობა არის ძველი - 10, 11 წლის. პროტქეტორი კი კარგი აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ძველია. შესაბამისად, ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ასეთი საბურავით მანქანას არ უშვებენ და ტექდათვალიერებას არ აძლევენ. ამიტომ საერთოდ ეს მიმართულება გასაკონტროლებელია. საბურავის ასაკის მიხედვით, შეზღუდვა არის აუცილებლად შემოსაღები. 

10 წელი კი არა ზღვარი უფრო ქვევით უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ საბურავები აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაითვალოს. ის არის ერთადერთი რამ, რითაც მანქანა უკავშირდება გზის საფარს. 

ზოგადად მეორადი საურავები გამოყენება ვერ აიკრძალება. ასეთი რამ არსად არ არის, უბრალოდ, უნდა ჯდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებში, ის უნდა იყოს უსაფრთხო. გერმანიაში და ავსტრიაშიც მეორადი საბურავები იყიდება, მაგრამ მისი ხანდაზმულობა არის ჩარჩოებში, არ არის ძველი და ცხადია პროტექრორიც კარგი აქვს”, - განუცხადა “რეზონანსს” შალვა ბუაჩიძემ. 

თბილისში, რომ მეორადი საბურავების გაყიდვა საერთოდ არ შეიზღუდება, ამას მრბოლელი მევლუდ მელაძეც ადასტურებს. რამდენადაც საქართველო ეკონომიურად ძლიერი ქვეყანა არ არის, ტექდათვალიერებაში 10 წელი განისაზღვრა, ისე კი საბურავი 6 წლის შემდეგ თავის ფუნქციას კარგად ვეღარ ასრულებს

“საბურავების გაყიდვა, რა თქმა უნდა, არ აიკრძალება, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო საქართველოში არ იყიდება მეორადი საბურავები, ევროპაშიც გვხვდება. უბრალოდ, აქ უსაფრთხოების ელემენტებზეა კამათი. სანამ ინფორმაცია გახმოვანდება, იქამდე მსჯელობა მიდის, სპეციალისტებს ეძახიან და საკითხს ერთად განიხილავენ.

მწარმოებელს მაქსიმუმ 6-წლიანი გარანტია უნდა ჰქონდეს. ევროპაში სწორედ ასეთ რეკომენდაციას იძლევიან, რომ ამ ხნის განმავლობაში აუცილებლად კარგი იქნება. შემდეგ კი, საბურავი თვისებას კარგავს. იმდენად კარგი აღარ არის, თუნდაც მთელი ამ ხნის განმავლობაში საწყობში იყოს შენახული.

ჩვენს შემთხვევაში, დიდი კამათის შემდეგ ბოლოს გადაწყდა, რომ ტექდათვალიერებაში 10-წლიანი ვადა განისაზღვროს, რადგან ეკონომიურად ძლიერები არ ვართ. ამას კიდევ არა უშავს, თუმცაღა ავტოსაგაზო შემთხვევები მაინც ხდება. პირველი აპრილიდან მანქანები ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან, თუ მათ 10 წელზე მეტი ასაკის საბურავი უყენიათ. შესაბამისად, "ვადაგასული საქონლის" შემოტანაზეც პრობლემა შეიქმნება. 

ზოგადად კი, მეორადი საბურავები, თუ ის 6 წელზე ნაკლებისაა, მისი პროტექტორის სიმაღლე თუ შეესაბამება სტანდარტს, ანუ 1,6 მილიმეტრს, გამოყენებადია და მუშაობს. თუ პროტექტორი 1.6 მილიმეტრს ჩაცდა, ანდა წლოვანება გადასცდა 6 წელს, საბურავს, რა თქმა უნდა ეკარგება თავისი თვისება და სამუხრუჭე მანძილი იზრდება და მოსახვევშიც ავტომობილის მდგრადობა მცირდება”, - განაცხადა “რეზონანსთან” მევლუდ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×