მომსახურების ობიექტებში თანამშრომლებს საათობით ფეხზე მდგომებს ამუშავებენ და შესვენების უფლებას არ აძლევენ
თამარ მუკბანიანი
17.02.2020

თუ არ გინდა, წადი - ეს საქართველოში დამსაქმებლის და დასაქმებულის მთავარ დაუწერელ კანონად იქცა და სამჭუხაროდ, ამით რეგულირდება ბაზარიც. ამის გამო კი ახალგაზრდეს უწევთ მონურ პირობებში იმუშაონ, რადგან მათი დამცავი მექანიზმი კანონი ვერ გახდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფკავშირები, დღემდე უშედეგოდ იბრძვიან, რომ მშრომელის უფლება ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს მაინც.

საქართველოში ძალიან ხშირად იღღვევა მომხმარებლის უფლებები, მაგრამ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობეიქტებში ასევე პრობლემურია დასაქმებულთა შრომის პირობებიც. განსაკუთრებით მაინც სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები და ტანსაცმლის მაღაზიები გამოირჩევა დაბალი ანაზღაურებით და შეუსაბამოდ დატვირთული გრაფიკით თუ თანამშრომელთა მიმართ ულმობელი პირობებით.

ამის არაერთი მაგალითი ისეთ დიდ ქსელებში იყო როგრებიცაა "ბიბლუსი", "ფრესკო", "ნიკორა" და სხვა, არაერთი კომპანია. დასაქმებულები, ძირითადად სტუდენტები არიან, რომელთაცსწავლის პარალელურად უწევთ მუშაობდა და სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. დამსაქმებლები კი ნაცვლად კანონის აღსრულებისა, მათ ეუბნებიან - თუ არ გინდა წადი. სწორედ ეს იქცა ქართული ბაზრის მთავარ პრინციპად. 

ღირსეული შრომითი პირობების დადგენისთვის ახალგაზრდებმა 2015 წელს დაიწყეს ბრძოლა ლოზუნგით - "შრომა არ არის იოლი". მომდევნო წლებში მას მოჰყვა სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელების თანამშრომელთა პროტესტი, კომპანია "ბიბლუსის" შრომითი უფლებების დარღვევაში დადანაშაულება, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან 150 თანამშრომლის უფლებების დასაცავი პროტესტი, კომპანია „თბილისის ბიზნეს სახლის“ 30-მდე თარჯიმნის გაფიცვა და სოციალურ ქსელში ახალი კამპანიის "არამონობას" წამოწყება. 

ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოსახლეობის 27% მიიჩნევდა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვეოდა. კიდევ უფრო საგანგაშო იყო "თბილისის სოლიდარობის ქსელის" 2017 წლის მონაცემები, რომელთა თანახმადაც, შემთხვევითი შერჩევის პირინციპით სუპერმარკეტებში დასაქმებული 114 რესპოდენტიდან 98%-ს სამუშაო პირობები არ მოსწონდა. ყოველი 10 დასაქმებულიდან კი 5 მათგანი ფიქსირებულ ხელფასს სრულად არ იღებდა. მას შემდეგ ვითარება არ გაუმჯობესებულა

ლალი დვალიშვილი მეოთხე კურსის სტუდენტია, რომელიც სტაჟირებაზე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიაში 2 კვირა იყო და არაადამიანური შრომითი პირობების გამო წამოსვლა მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერი სულ მალე დასაქმებას ჰპირდებოდა.

,,გალერია თბილისის" ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მაღაზიაში ვიყავი სტაჟირებაზე. პირველი მოთხოვნა ენების ცოდნა იყო, რაც დავაკმაყოფილე. მოთხოვნებთან შედარებით ხელფასი ძალიან სასაცილო - 500 ლარი შემომთავაზეს, მაგრამ რადგან სტუდენტი ვარ დავთანხმდი. ან დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე, ან 15 საათიდან 22 საათამდე უნდა მემუშავა. სკამი, რა თქმა უნდა, არ დგას და ნახევარ საათიანი შესვენების გარდა, არ მქონდა უფლება დავმჯარვიყავი, მაგრამ ხშირად ის დასვენების დროც პროდუქციის გასწორება-ლაგებაში გადიოდა, რასაც მენეჯერი ითხოვდა. მანვე მომცა შენიშვნა, როცა სტენდს ოდნავ  ჩამოვეყრდენი ძალიან დაღლილი. იგივე მენეჯერი დასაქმებას მპირდებოდა, მაგრამ ჯანმრთერლობის ხარჯზე უნდა მემუშავა და ამიტომ წამოსვლა ვარჩიე და მიმაჩნია, რომ სწორადაც მოვიქეცი”, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს” ლალი დვალიშვილმა. 

იდენტურია მდგომარეობა ,,ბატაშიც”. ერთ-ერთი დასაქმებულის დედა ჰყვება, რომ მისი შვილი 340 ლარად 8 საათის განმავლობაში ფეხზე დგას მაშინაც კი, როცა მაღაზიაში კლიენტი არ არის. 

,,შრომითი ტრეფიკინგი, ასე შემიძლია აღვწერო ჩემი შვილის სამუშაო გარემო, რომელიც 340 ლარის გამო ყოველ დღე 8 საათის განმავლობაში მაშინაც კი ფეხზე დგას, როცა კლიენტები არ ჰყავთ. ჩამოყრდნობის უფლებაც კი არ აქვთ, რადგან კამერებია ჩართული, ასე არიან მოლარეებიც და კონსულტანტებიც. არ ვიცი რა ჰქვია ამას მაშინ, როცა ჩემი შვილის ხელფასზე გაცილებით ძვირი ღირს იმ პროდუქციის დიდი ნაწილი სათითაოდ, რასაც ყიდიან”, - განაცხადა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა. გარდა იმისა, რომ პირობები კაბალურია, მის შვილს პრობლემა შეექმნება სამსახურში, თუ გაიგეს, რომ ამაზე საჯაროდ საუბრობს. 

,,ბიზნეს-რეზონანსი” კიდევ არაერთ დასაქმებულს თუ სტაჟიორს ესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა, რომელიც თითქმის იდენტურია: მცირე ხელფასი, დიდი სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის დაქვითვა სხვადასხვა, ხშირად გაურკვეველი მიზეზით და იმ ფუნქციების შეთავსება, რომელიც საერთოდ არ შედის მათ მოვალეობებში.  

ამ ეტაპზე  ქართულ შრომის ბაზარზე პირობების შეცვლის მიზნით,  პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი "სოლიდარობის ქსელთან" ერთად იბრძვის და ამის მისაღწევად პარლამენტში 17 თებერვალს ახალი კანონპროექტი წარადგინეს. 

პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, რა შეიცვლება დასაქმებულებისათვის და რა კუთხით ირღევევა მათი უფლებები ყველაზე ხშირად, ,,ბინზეს-რეზონანსს” სოლიდარობის ქსელის იურისტი ესაუბრა: 

,,პირველ რიგში, შრომის კოდექსში შევა, სამუშაო დროის შესვენებების დროისა და დასვენების დრის განმარტება, რაც საშუალებას მისცემს დასაქმებულს, რომ დამსაქმებელს აღარ გამოაყენებინოს ბოროტად შესვენებისა და დასვენების დრო. კანონპროეტში გვიწერია ეს პრობლემა როგორ უნდა აღმოიფხვრას და ასევე რამდენი  უნდა იყოს შესვენების დრო. თუ ადამიანი მუშაობს 4 საათზე მეტს, მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს.  

რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ადამიანმა ისარგებლოს 40-საათიანი სამუშაო კვირით და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ზეგანაკვეთური სამუშაო კი ანაზღაურდება ხელფასის 1,5-ჯერადი გაზრდილი ოდენობით მაინც.

სამუშაო კვირის ხანგრძლივობა იქნება 6-დღიანი სამუშაო კვირა და მინიმუმ ერთი დღე დასვენება. ეს ახლა კანონში არ წერია და ხშირად ადამიანებს კვირაში შვიდივე ამუშავებენ. 

ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავრი პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში. რადგან სასამართლოში წავლის შემთხვევაში, დავისას დღევანდელი მოცემულობით მტკიცების ტვირთი დასაქმებულს აქვს, ხოლო პროექტის მიხედვით თუ არ იქნება ზუსტად პროცესი წარმართული, მტკიცების ტვირთი გადავა დამსაქმებელზე. 

კიდევ ერთი სიახლე იქნება, ღამის სამუშაო - 22:00 საათიდან 06:00 საათამდე - ანაზღაურება დღის სამუშაოს ხელფასის 25%-ით გაზრდილი ოდენობით. ცვლებს შორის დასვენება - თუ დასაქმებული ერთ ცვლაში მუშაობს 12 საათზე მეტს (მოქმედ კოდექსში 12 საათი არის უკვე გათვალისწინებული), მან უნდა დაისვენოს მინიმუმ იმდენი ხანი, რამდენიც ცვლაში იმუშავა”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დავით ომსორაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×