კიდევ ერთი თვით გაჩერება ნიშნავს, რომ სასტარტო პოზიციასთან დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება
ნინა გარდაფხაძე
17.04.2020

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, მინიმუმ 10 მაისამდე გახანგრძლივდა და თუ ბოლო დღეების ტენდენციას მივიღებთ მხედველობაში, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს. ბიზნესისთვის კი შეზღუდვები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. ამ ფონზე მეწარმეები ამბობენ, რომ კიდევ 1 თვით გაჩერებას ვეღარ გაუძლებენ და სასტარტო პოზიციასთან დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.

ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები მეტ-ნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა საქართველო ვირუსის გავრცელების წინმსწრებად და მეტ შეზღუდვას აწესებს, ვიდრე ეს სხვა ქვეყანებში მოხდა. ჩვენთან შეზღუდულია ის დარგებიც კი, რომელზეც არანაირი დასაბუთება არ არსებობს, თუ რატომაა აუცილებელი ანტივირუსული პრევენცია. 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაბეჯითებით აცხადებს, რომ საჭიროების შემთხევაში სრული კარანტინიც იქნება დაწესდება, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც  იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ეს მეტ შეზღუდვებს გამოიწვევს ეკონომიკისათვისაც, რომელიც უკვე უფსრულისკენ მიექანება.

ბიზნესმენის და ეკონომისტის ზურაბ ტყემალაძის მოსაზრებით, დღეს ყველა ბიზნესს ერთნაირად უჭირს და რთული სათქმელია, საიდან უნდა დაიწყოს შეზღუდვების მოხსნა, თუმცა ეს რომ აუცილებელია, აშკარაა.

"ახლა საკითხი ასე არ დგას, რომელ ბიზნესს უფრო უჭირს და რომელს - ნაკლებად. ყველა სექტორს, აბსოლუტურად ყველას ექმნება უდიდესი პრობლემები, თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესი კეთილსინდისიერია და არ ცდილობს უკანონო გამდიდრების გზების პოვნას. ახლა არასტანდარტული ვითარებაა. აქამდე სხვადასხვა ტიპის პრობლემის დროს, ერთი ან რამდენიმე სექტორი ხეირობდა, დღესდღეობით ეს გამორიცხულია.  

კერძო სექტორი რომ ცუდ დღეშია, ყველა ხედავს. ძალიან ძნელია ითქვას, საიდან უნდა დაიწყოს შეზღუდვების მოხსნა, ფუფუნების საგნებს არ ვგულისხმობ, მაგრამ სხვა ყველაფრის წარმოება და გაყიდვა უკვე საჩქაროდ დასაბრუნებელია. კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, სამშენებლო მასალები, ყველაფერი ერთიმეორეზეა გადაბმული. სამშენებლო მასალების დეფიციტი, გამოიწვევს მშენებლობის შეფერხებას და ა.შ. 

მე პირადად არ მგონია, შეზღუდვები 10 მაისს მოიხსნას. ჩვენი სურვილი რასაკვირველია ესაა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ძალიან რთულია ითქვას, რამდენხანს გაგრძელდება  და რა ვადით გაუძლებს ბიზნესი წნეხს“, - განუცხადა ტყემალაძემ ,,რეზონანსს“. 

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმლძღვანელი, მიხეილ ჭელიძე პირდაპირ ამბობს, რომ საჭიროა ყველა შეღავათის ამოქმედება ბიზნესასთვის, რათა ხანგრძლივი სტაგნაციის პირობებში, გადარჩენა მოხერხდეს. 

„ვერ გეტყვით რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიის ხანგრძლივობაზე და ეფექტურ მუშაობაზე. ბიზნესისთვის ვადის კიდევ გახანგრძლივება ძალიან ცუდი იქნება. თანაც ასამოქმედებელია ბევრი სახის შეღავათი. ბიზნესიდან ფულის ამოღება უნდა შეწყდეს, გადავადდეს. მაგალითად, დაგროვებითი საპენსიო სისტემაში გადარიცხვა უნდა გაჩერდეს, ნებისმიერი ის ვალდებულება, რომლის გრაფიკით გაწერა შესაძლებელია უნდა "დაგრაფიკდეს". 

გარდა ამისა, საჭიროა სახელმწიფომ დაიწყოს შეზღუდვების გაუქმება იმ სექტორებზე, სადაც  სოციალური დისტანციის დაცვა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. საოფისე მუშაობის აღდგენა ნამდვილად შესაძლებელია“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ჭელიძემ. 

ბიზნესისთვის 3-4-თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოუნდებიან პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“. „შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორის  ნუცა აბრამიშვილის აზრით, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აკრძალვა აუცილებელია, თუმცა ზოგიერთი წარმოების სრულად გაჩერება, საქართველოს ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის.

"სასტუმრო და სარესტორნო მიმართულების შეზრუდვა გასახანგრძლივებელია, რადგან სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე. ჯერჯერობით, საზღვრების გახსნაზე, ძალიან ადრეა საუბარი. ჩვენ ვართ ტურიზმზე მიბმული ეკონომიკა, ძირითადად, სარესტორნო და სასტუმრო მიმართულება, ამიტომ აქ ცალსახად საჭიროა შეზღუდვები. თუმცა, სხვადასხვა მიმართულებები უნდა გადაიხედოს, რათა ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ შეფერხდეს. 

ჩვენ გვიწევს პანდემიასთან და ეკონომიკის გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა, ამიტომ ძალიან სწორად უნდა შეფასდეს, რომელი ბიზნეს საქმიანობების დაშვება შეიძლება. ვფიქრობ, საწარმოების სრულად გაჩერება საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის. კომპანიისთვის 3-4 თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოვუნდებით პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“,- განუცხადა "ბიპიენს" ნუცა აბრამიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (19.04.2020)
ჩემი ძმა მუშაობდა ამ ყლისთავას დაცვაში. უფრო სწორად სახლს იცავდა. მრიცხველში ჟუჩოკი ქონდა გაყრილი და გაზს იპარავდა ეს დედამოტყნული მილიონერი. მე ამის გვამი მოვტყან.

status quo   (19.04.2020)
ვააა,გამოჩნდა კაცი სახელით ,,გავძეხი".

SIROPIAS GOGO   (19.04.2020)
egi mkvdari megona es deda motknuli ras gavxar hen dedas heveci

😠   (18.04.2020)
ასეთი რთულ ვითარებაში კიდევ ბიზნესი და ფულის კეთება გინდა?რით ვერ გაძეხი შე გაუმაძრარო ტომარა!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×