"ბიუჯეტიდან მხოლოდ 300 მლნ ეკონომია კეთდება. ეს ნიშნავს, რომ უსარგებლო ხარჯები ბიუროკრატიისათვის კვლავ გაგრძელდება"
ნინა გარდაფხაძე
27.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისა და ეკონომიკის სტიმულირებისათვის საქართველო 1.4 მლრდ აშშ დოლარს ისესხებს და ამით ვალის მოცულობას გაზრდის. შიგა რესურსი რომ საკმარისი არ იქნებოდა ამას ყველა ხედავდა, ამგრამ რა ეფექტი ექნება ვალს ეკონომიკაზე და კონკრეტულად ეროვნულ ვალუტაზე და საით მიმართავს ხელისუფლება? სპეციალისტები ამბობენ, რომ  ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რაში დახარჯავს მთავრობა მიღებულ ფულს და სწორედ ამის მიხედვით შეიძლება საუბარი გავლენაზეც.

31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას 4.5 მილიარდი დოლარის საგარეო სახელმწიფო ვალი აქვს. აქედან 3.3 მილიარდი დოლარი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე არსებული ვალია, 500 მლნ დოლარი ევროობლიგაციებით აღებული ვალია, ხოლო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიმართ პირდაპირ დავალიანებაზე 750 მლნ დოლარის ვალი მოდის.

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარიდან, რომელსაც საქართველო პარტნიორებისგან მოიზიდავს, დიდი ნაწილი, დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარამდე, საგარეო ვალია.

„ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდ-ნახევარ დოლარზე, რომელსაც ვვარაუდობთ, რომ პარტნიორებისგან მოვიზიდავთ. აქ შედარებით მცირე არის გრანტის კომპონენტი, ძირითადი ნაწილი 1.3-1.4 მილიარდი, რასაკვირველია, გაზრდის ჩვენს ვალს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენ, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ვალის დაბალი ნიშნულით დავიწყეთ და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ შემდგომ წლებში განვაგრძოთ მდგრადი განვითარება, შევძლოთ სახსრების მოზიდვა პოსტკრიზისული პერიოდისთვის და ეკონომიკა დავასტიმულიროთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ.

დონორებთან დახმარების თაობაზე მოლაპარაკებები ინდივიდუალურად ხდება და ერთ-ერთი პირველი, საიდანაც საქართველო დახმარებას ელოდება, არის მსოფლიო ბანკი. უკვე გადაწყვეტილია სახსრების გამოყოფა საერთაშორისოსავალუტო ფონდიდან და აზიის განვითარების ბანკიდან.

„ჩვენ ჩვენი ფულადი ნაკადების პროგნოზი გაკეთებული გვაქვს და მერწმუნეთ, რომ საგანგაშო არაფერი არ იქნება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ვალი ამ პირობებში რომ აუცილებელი იყო, სპეციალისტები თახნმდებიან, თუმცა ეკონომისტი, გოჩა თუთბერიძე ,,ბინზეს-რეზონანსთან” მიღებული თანხის მიზნობრივ გადანაწილებას აყენებს ეჭვქვეშ. იმედია, მიღებული თანხა, პოზიტიურ როლს მოახდენს, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე ზოგადად, ისევე ეროვნულ ვალუტაზეც. 

,,ეს არის უცხოურ ვალუტაში მიღებული ფული, რომლის კონვერტაციაც მოხდება ლარში და აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურების კუთხით პირველ ეტაპზე მას პოზიტიური გავლენა ექნება. რაც შეეხება, უკვე შემდეგ, როცა ის დარიგდება სოციალური პაკეტებისათვის და გაიცემა მოსახლეობისათვის ეს გაზრდის შემცირებულ მოთხოვნას და აქაც, ეფექტი იქნება დადებითი. ახლა არის ეტაპი, როცა მოთხოვნაც და მიწოდებაც ძალიან შემცირებულია. 

საქმე სხვა რამაა, ჩვენ არ ვიცით ზუსტად მთავრობა როგორ დახარჯავს ამ ფულს, რადგან პრემიერის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია არ იყო ამომწურავი და ბევრი კითხვაც გააჩინა - რას და როგორ დააფინანსებენ, რა კრიტერიუმით და რამდენ ადამიანს შეეხება. ზოგადად დიდი პრობლემაა ისიც, რომ მთელ ამ პროექტში, მხოლოდ 300 მლნ-ს ეკონომიაზეა საუბარი ბიუჯეტიდან. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ უსარგებლო ხარჯები ბიუროკრატიისათვის კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა თუთბერიძემ. 

ხარჯვის პრიორიტეტები უჩენს კითხვის ნიშანს უჩენს საბანკო სფეროს სპაციალისტ ლია ელიავასაც.  მისი აზრით, სავალუტო რყევა მიმდინარეობს საქართველოდან გასული სავალუტო ნაკადების გამოისობით და არავითარი ზეგავლენა ლარზე შემოდინებულ მყარ ვალუტას არ აქვს 

,,ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ საგარეო ვალს მაინც მოსახლეობა იხდის. გამოდის, ერთი ხელით აძლევ და მეორეთი - ართმევ. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს გონივრული და გააზრებული ნაბიჯია, როცა მთავრობა ფლობს ერთბაშად ამ ოდენობის თანხას. ყველაზე გონივრული იქნებოდა ამ თანხის განაწილება რეალურ სექტორში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  

ეს სოციალური დახმარება კარგია, მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ ფაქტობრივად, ნულოვანი ეფექტის მქონეა. არის კიდევ ერთი მომენტი. მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, რომ მთავრობა გამოყოფილი თანხიდან 600 მლნ-ს მიმართავს კომერციული ბანკების  მხარდასაჭერად და მათთვის გრძელვადიანი ფულის მისაცემად. 

რაც შეეხება, გავლენას კურსზე, ის დგინდება ერთადერთი ფორმულით და მასთან არავითარი კავშირი არ აქვს  შემოსულ თანხებს. სავალუტო რყევები ხდება საქართველოდან გასული სავალუტო ნაკადების შედეგად. ამიტომ, რა თანხაც უნდა შემოიტანონ საქართველოში, მას მთლიანად შეისრუტავს ეკონომიკა", - უთხრა ელიავამ ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

აღსანიშანვია ისიც, რომ 2020 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს (18,683 მლრდ ლარი) გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 14,662 მლნ დოლარით მეტია. საგარეო ვალი ბუნებრივია, მკვეთრად გაიზრდება 1.4 მლრდ დოლარის სესხის  მიღების შემდეგ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეორლეონე   (27.04.2020)
შენი დედის თვალის კაკალი მოვტყან. ეხლა გადაითვალე იმ 9 წელში უფრო ბევრი ვალი აიკიდა ქვეყანამ თუ მერე. რამდენი ლარითაც მეტი, იმდენჯერ მოგიტყან დედის ლაჯები, შენი ოთხივე თვალი მოვტყან და ჩაგაჯვი მაგ ფუტურო თავში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×