სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    19.09.2013

    დედაქალაქსა და რეგიონებში ვადაგასული და უხარისხო საკვების რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონტროლი გააძლიერა, პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სურსათის ექსპერტები კვების ობიექტებში არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, პრობლემა იარსებებს, სანამ არ მიიღებენ კანონს მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელშიც მკაცრად იქნება განსაზღვრული მეწარმის პასუხისმგებლობა.

    ელზა წიკლაური
    18.09.2013

    ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება წარმოუდგენლად იჭიმება. შემუშავებული კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს პარლამენტში ჯერ ისევ არ შეუტანია. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ამბობენ, კვირიკაშვილის უწყებისგან მიიღეს დაპირება, რომ საბოლოო ვარიანტს პარლამენტში საშემოდგომო სესიების მიმდინარეობისას შეიტანენ. ექსპერტების აზრით, კანონპროექტის განხილვა ვერც შემოდგომისთვის მოესწრება და საერთოდ, ქვეყანა 2013 წელს ანტიმონოპოლიური სამსახურის გარეშე ჩაამთავრებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.09.2013

    2 წელიწადში საქართველოს დამატებით 300-350 მეგავატი ელექტროენერგია ექნება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუკი უახლოეს პერიოდში, რამედენიმე მსხვილი და საშუალო ჰესის მშენებლობა დასრულდება. ჯერჯერობით კი დღემდე გაურკვეველია, ენგურჰესის შემდეგ ყველაზე დიდი ჰესის - "ხუდონის" ბედი, ნამახვანის კასკადისთვის კი ჯერ ინვესტორიც ვერ მოიძებნა.

    მარი ჩიტაია
    17.09.2013

    სასკოლო სახელმძღვანელოები არ გაძვირებულა. კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნები იმ გამომცელობებმა დაბეჭდეს, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტენდერში არ მონაწილეობენ. გამომცემლობების წარმომადგენელთა ინფორმაციით, შეკვეთები, ძირითადად, კერძო სკოლებისგან ჰქონდათ, თუმცა ამ სკოლების ზოგიერთმა მოსწავლემ წიგნები, პედაგოგების მითითებით, დამოუკიდებლადაც შეიძინა.

    ელზა წიკლაური
    14.09.2013

    ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, მოლდოვურ ღვინოს კი გენადი ონიშჩენკომ ისევ ემბარგო დაუწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მთავარმა სანიტარმა ორიოდე დღის წინ მიიღო და ამის მიზეზად ისევ სანიტარიული ნორმების დარღვევა დაასახელა. რუსული ბაზრის 10-12%, რომელიც მოლდოვურ ღვინოს ეკავა, გამოთავისუფლდა. მისი ადგილი, გამორიცხული არ არის, რომ ემბარგომოხსნილმა ქართულმა ღვინომ დაიკავოს.

    მარი ჩიტაია
    14.09.2013

    "ფლაი ჯორჯია" საქმიანობას არ შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თვითმფრინავის გარეშე დარჩა, "ფლაი ჯორჯია" დამატებითი რესურსების გამოყენებას შეეცდება და ამისთვის მაქსიმუმს გააკეთებს. იმ მოსაზრებით, რომ ხელოვნური ბარიერი კვლავაც არ შეუქმნან, კომპანიაში სხვა დეტალებზე წინასწარ არ საუბრობენ.

    მარი ჩიტაია
    13.09.2013

    საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაცია გრძელდება. ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არც ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი არ განხორციელებულა. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პროცესები პოლიტიკური მდგომარეობის გამო ჭიანურდება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის განცხადებამ კიდევ უფრო გააღრმავა.

    მარი ჩიტაია
    12.09.2013

    თბილისში ისევ ხურდა ფულის პრობლემაა, სამაგიეროდ, მომრავლდა მსხვილი კუპიურები, რომლის "დაშლაზე" შეიძლება მომხმარებელს ბანკმაც კი უარი უთხრან. ასეთ შემთხვევას დედაქალაქის მოსახლეობა ხნირას აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ფაქტებს ბანკები უარყოფენ და არც ეროვნული ბანკი ადასტურებს, პრობლემა ბოლო დროს მასშტაბურიც კი გახდა.

    მარი ჩიტაია
    11.09.2013

    წლეულს ციტრუსის მოსავალი 70 ათას ტონას გადააჭარბებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს პირველი შემთხვევაა, როცა მოსავლის მიღება-გადამუშავება მოხდება თანამედროვე სტანდარტით. სიახლეა ისიც, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ ციტრუსი რუსეთის ბაზარზე პირველად გავა, თუმცა, ანალოგიურად, ახალი ბაზრების ათვისებაც მოხდება. ციტრუსის ექსპორტისთვის ერთ-ერთ წარმატებულ ბაზრად მოიაზრება შუა აზიაც, სადაც ქართული ნაწარმის მიმართ დიდი ინტერესია.

    მარი ჩიტაია
    11.09.2013

    რუსეთის მიმართულებით ექსპორტი მეთოდურად იზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე უკვე 7 მილიონი ბოთლი ალკოჰოლური და მინერალური სასმელია შეტანილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ბაზარზე დაფნის პირველი პარტიაც გავიდა.

    ელზა წიკლაური
    11.09.2013

    "მსოფლიო გამოცდილება და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი. ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიწვიონ საზოგადოებრივი აქტივობა სოფლის მეურნეობის იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის", - აცხადებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი და ხელისუფლებას კოოპერატივების ჩამოყალიბების დასავლური გამოცდილების გაზიარებას ურჩევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.09.2013

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შარშანდელ მაჩვენებელზე გავიდა. მე-2 კვარტალში ქვეყანამ 232 დოლარის ინვესტიცია მიიღო. წლის ბოლომდე კი მთავრობამ კიდევ 1,541 მილიარდი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა 2 მილიარდინი გეგმა წარმატებით შეასრულოს. მომდევნო თვეებში ექსპერტების საინვესტიცი მოლოდინი გაცილებით ოპტიმისტურია, თუმცა არც ისეთი, რომ სულ რაღაც 6 თვეში საინვესტიციო მონაგარი 2 მილიარდ დოლარამდე ავიდეს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved