სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    02.07.2013

    რეგიონული განვითარების სამინისტროს რეორგანიზაცია გადაიდო, სამაგიეროდ, დაიგეგმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირება და უცხოელი ექსპერტების რჩევით, ის შესაძლოა, უახლოეს, მომავალში ერთ-ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. ამასთან, მართალია, დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გაიზარდა საარსებო შემწეობის თანხა, თუმცა დღემდე არ მომხდარა საარსებო მინიმუმის გადახედვა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები სულ უფრო და უფრო ქვემოთ მიიწევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    29.06.2013

    აზერბაიჯანმა ნაბუკო საბოლოოდ უარყო. შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის არჩევანი ტრანსადრიატიკულ გაზსადენზე (ეფზ) შეჩერდა.

    სალომე სარიშვილი
    29.06.2013

    თბილისში მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული გაიმართა, რომლის მიზანიც განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარების ხელშეწყობაა. კვირეული თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.06.2013

    უნგრეთისა და იაპონიის შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობა ინვესტიციებს ისრაელიდან ელის. ჯერჯერობით სოფლის მეურნეობაში უცხოური კაპიტალი ძალიან მცირეა და ამაზე პირველი კვარტალის სტატისტიკაც ცხადად მეტყველებს.

    ელზა წიკლაური
    28.06.2013

    სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. 2015 წლის 1-ელ იანვრამდე უცხოელზე მიწას ვერც ფიზიკური პირი და ვერც სახელმწიფო ვეღარ გაასხვისებს. კანონპროექტს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხიხილავს და როგორც მისი ავტორები ვარაუდობენ, შესაძლოა, სწორედ დღესვე დამტკიცდეს.

    ელზა წიკლაური
    28.06.2013

    ამერიკული "უოლ სთრით ჯორნალის" სტატიაზე, რომელშიც საქართველოსა და ირანის მჭიდრო და სახიფათო ბიზნესკავშირებზე იყო საუბარი, ავიაკომპანია "ფლაი ჯორჯიაში" კომენტარს ისევ არ აკეთებენ. კიდევ ერთი "დადანაშაულებულმა" "ინვესტბანკმა" კი გამორიცხული არ არის, რომ გამოცემას სასამართლოში უჩივლოს. კონკრეტულ კომპანიებზე გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებენ არც იუსტიციის სამინისტროში.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.06.2013

    ეროვნული ბანკი მაღალი ნომინალის ოქროს მონეტებს აღარ ყიდის. ბანკში განმარტავენ, რომ საინვესტიციო ბაზრის განვითარების მიზნით, შარშან ოქროში ინვესტირების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი კლიენტს სთავაზობს ოქროს სერტიფიკატებსა და ზოდებს. ექსპერტები აღნიშნავენ, ეროვნულმა ბანკმა, სავარაუდოდ, გაყიდვაში დატოვა ის მონეტები, რომლებზედაც მეტი მოთხოვნაა.

    ნატა გიორგაძე
    27.06.2013

    ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ მოსკოვის მაღაზიებში ქართული ფალსიფიცირებული ღვინო უკვე გამოჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე ბოთლის ღვინო რამდენიმე მაღაზიაში იყიდებოდა, მათ შორის, საუბარია "საფერავზე", "ქინძმარაულზე", და "ხვანჭკარაზე". ქართული ღვინის ფალსიფიცირებისაგან დაჩაცავად კი, "საქპატენტი" რუსეთში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პროცესს იწყებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.06.2013

    თბილისის გამგეობები ქუჩებში საზამთროს ვაჭრობაზე ნებართვას აღარ გასცემენ, არადა წლების განმავლობაში მერია საზამთროს სეზონზე გამოყოფდა ადგილებს, სადაც მისი რეალიზაცია იყო შესაძლებელი. მერიაში აცხადებენ, რომ ამჯერად აღნიშნული პროცესის გაკონტროლება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო თავის თავზე.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.06.2013

    ბაზრობის მოვაჭრეები სალარო აპარატებს კიდევ რამდენიმე თვე არ გამოიყენებენ. "საგადასახადო კოდექსში" შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2013 წლის 1-ლი ივლისის ნაცვლად, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამის ცვლილებას პარლამენტი 28 ივნისს დაამტკიცებს. მოვაჭრეები კი მთავრობას ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრას და კოდექსიდან აპარატის გამოყენების მუხლის საერთოდ ამოღებას სთხოვენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.06.2013

    საქართველოში ფქვილის ფასებს აზერბაიჯანული კომპანია "კარმენი" ადგენს. მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელსაც 4 დიდი წისქვილკომბინატი აქვს და საწყობების 90%-ს ფლობს, ადგილობრივი ბაზრის 100%-ით მომარაგება შეუძლია. დანარჩენი წისქვილკომბინატები კი გაკოტრების მოლოდინში არიან.

    ელზა წიკლაური
    25.06.2013

    თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება შესაძლოა, შეჩერდეს. "საქართველოს რკინიგზის" მიერ დაქირავებულმა გერმანულმა კომპანიამ "საუკუნის" პროექტი უკვე დაიწუნა და მის "გაკეთილშობილებაზე" მუშაობა დაიწყო. კონკრეტული დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved