სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    05.02.2014

    სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის "ყაზტრანსგაზი", შესაძლოა, 5 ათასი ლარით დაჯარიმდეს. კომპანიამ აბონენტების მრიცხველებიდან ანათვალი გვიან აიღო, რის გამოც აბონენტებს ერთბაშად დიდი გადასახადი დაეკისრა. სემეკში აღნიშნავენ, რომ "ყაზტრანსგაზმა" სალიცენზიო წესები დაარღვია, ამიტომ კომპანიის საკითხს 6 თებერვალს სხდომაზე განიხილავენ.

    მარი ჩიტაია
    05.02.2014

    ტემპერატურის მკვეთრი დაცემა მსხმოიარე მცენარეების ნაწილს დააზიანებს. ამ მხრივ საფრთხე განსაკუთრებით კურკოვნებს ემუქრება. საერთო ჯამში უამინდობისგან მიყენებული ზიანი მოსავლიანობის შემცირებას არ გამოიწვევს. მემცენარეობის სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფრთხე არ არის მასშტაბური და არც იმ დონის, რომ დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდეს.

    ელზა წიკლაური
    04.02.2014

    საქართველოში დაახლოებით 2 500-მდე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ბიუჯეტში მხოლოდ 7 სსიპ-ის დაფინანსებაა გაწერილი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყველა უწყებას ჰყავს და მათ შორის, ზოგიერთ სამინისტროს 3-4 სსიპ ექვემდებარება. მათი დაფინანსება ზედამხედველი სამინისტროს ბიუჯეტიდან, გრანტებიდან და სხვადასხვა მომსახურებაზე, სერვისებზე დაწესებული საფასურიდან ხდება. საბოლოოდ კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, სსიპ-ების მეშვეობით ბიუჯეტის გარეთ დაახლოებით მილიარდი ლარი მოძრაობს.

    მარი ჩიტაია
    04.02.2014

    ტემპერტაურის ვარდნამ რეგიონებში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დასავლეთში საქართველოში ხალხი შეშის დეფიციტზე საუბრობს, განსაკუთრებით ბარში, სადაც შეშის ფასმა უკვე მოიმატა. ზამთრის დადგომამდე ცალკე პრობლემა მათ შეშის დამუშავებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ხალხი ამბობს, რომ ტყიდან საშეშე მასალის გამოტანა დამოუკიდებლად ვერ მოახერხეს და მუშების დაქირავება მოუხდათ, რაც საკმაოდ ძვირი იყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.02.2014

    გაისად ავტომფლობელებს, ტექდათვალიერების ხარჯებთან ერთად, ავტოდაზღვევის ხარჯებიც დაემატება. დღეს, ამგვარი სადაზღვევო პოლისის ღირებულება მინიმუმ 60 ლარია, თუმცა ზუსტი პრემია და ლიმიტები 3-თვიან ვადაში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა განსაზღვროს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს. ზინასწარი მონაცემებით, ახალი გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღეს კერძო მზღვეველების მიერ დადგენილი ტარიფია.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.02.2014

    საქართველოს აზერბაიჯანული შეღავათიანი გაზის მოცულობა შეუმცირდა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ უკვე 2 წელია "შაჰ-დენიზის" გაზსადენით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა იკლებს, შესაბამისად, ქვეყანას ტრანზიტიდან უფრო ნაკლები გაზი ერგება. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ეტაპი არ ამოქმედდება და აზერბაიჯანული გაზის მომხმარებელი ევროპა არ გახდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.02.2014

    "ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და მოსახლეობა დაამშვიდა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსი შეიძლება გამყარდეს კიდეც.

    მაკა ხარაზიშვილი
    31.01.2014

    ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მოცულობის რეფინანსირების სესხი გასცა. პირველად რეფინანსირების სესხების აუქციონზე 530 მილიონი ლარი 2 კომერციულმა ბანკმა ისესხა. თუ რატომ გახდა საჭირო რეფინანსირების სესხის მოცულობის გაზრდა, ეროვნული ბანკს ამაზე განმარტება არ გაუკეთებია.

    მაკა ხარაზიშვილი
    31.01.2014

    საქართველოში შემოსასვლელად ეგვიპტელი ინვესტორები ყამირს ეძებენ. ამ ქვეყნიდან წინა მთავრობამ 2-მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაიბევა, თუმცა 5 წლის განმავლობაში 100 მილიონიც კი არ შემოვიდა. საქართველოში, ძირითადად, ეგვიპტელი მუსლიმებისგან დაშინებული, მართლმადიდებელი კოპტები ჩამოდიან. ესეც იმიტომ, რომ სხვა განვითარებული ქრისტიანული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ვიზის მოპოვება და ამ ქვეყანაში ჩასახლება უფრო მარტივია.

    მარი ჩიტაია
    31.01.2014

     თურქეთსა და რუსეთში ნაციონალური ვალუტის მკვეთრი გაუფასურების რეალური საფრთხეა. სავალუტო პრობლემა ჯერჯერობით არ იგრძნობა აზერბაიჯანში, ხოლო სომხური დრამი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელო რყევას განიცდის.

    მარიამ აფციაური
    30.01.2014

    თურქეთის ტერიტორიაზე მოძრავ 500-მდე სატრანსპორტო საშუალებას სატრანზიტო გადასახადის გადახდა მოუწევს. სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთმა ქართველი სატრანზიტო გადამზიდავებისთვის მოსაკრებელი ქართული მხარის საპასუხოდ შემოიღო. მსგავსი გადასახადი საქართველომ თურქ გადამზიდავებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, 3 წლის წინათ, 200 ლარის ოდენობით დაუდგინა.

    მარიამ აფციაური
    30.01.2014

    ავიაკომპანია "ვიზ ეარი" 2014 წლისთვის მგზავრთა ნაკადის გაორმაგებას, ანუ 340 000-მდე გაზრდას გეგმავს. კომპანია ასევე ახალი მიმართულებების ათვისებასაც აპირებს. კომპანიის პრეზიდენტის, ჯოზეფ ვარადის განმარტებით, ვილნიუსში ფრენა 31 მარტიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ლვოვის მიმართულებით 1-ლი მაისიდან განხორციელდება. ბილეთის ფასი 39 ევროდან იქნება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved