სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    24.04.2014

    "რედიქსის" სამშენებლო სამუშაოებმა მოსახლეობა დააზარალა. მშენებლობისთვის დაშვებული დროებითი სამშენებლო ღობე საკადასტრო რუკის საზღვრებს გასცდა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დამონტაჟდა. კომპანიის წარმომადგენლები თავს იმართლებენ იმით, რომ კუთვნილი საზღვრები უსაფრთხოების მიზნით გააფართოვეს. თბილისის მერიაში საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, "რედიქსმა" უსაფრთხოების წესები დაარღვია, რისთვისაც კომპანიას გამოსასწორებელი ვადა დაუწესდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.04.2014

    "თითო საწარმო თითო რაიონში" - ეს ლოზუნგი ახალი მთავრობისთვისაც პოპულარულია. ცოტა ხნის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი დავალებით მზადდება გეგმა რაიონებში ტრადიციული საწარმოების აღდგენასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გეგმა დამუშავების პროცესშია და პრეზენტაციას მალე გამართავენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.04.2014

    საქართველოში სასმელი წყლის დანაკარგი საერთაშორისო სტანდარტებს რამდენჯერმე აჭარბებს. ამის მიზეზი წლების განმავლობაში მოწესრიგებელი გამრიცხველიანება და ხშირი ავარიებია, რაც დანაკარგის მაჩვენებელს ზრდის. მაღალი დანაკარგების გამო, კომპანიები ბევრს არაფერს ზარალობენ, ვინაიდან ყველა ხარჯს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან ფარავს. საყურადღებოა, რომ სასმელი წყლის ყველაზე მცირე ტარიფი საჩხერეშია, ვინაიდან "საჩხერის წყალკანალს" ყველაზე მოწესრიგებული ქსელი აქვს და დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი.

    მარი ჩიტაია
    22.04.2014

    სააღდგომო ვაჭრობა დასრულდა. დატვირთული სამუშაო რეჟიმის შემდეგ, სავაჭრო ობიექტების უმრავლესობამ 2 დღით დაისვენა. მაღაზიების ადმინისტრატორები და და აგრარული ბაზრების მოვაჭრეები ნავაჭრით დიდად კმაყოფილი არ არიან, რადგან გაყიდვის საერთო მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიუმჯობესეს. მათ უმრავლესობას შედეგი ჯერ არ დაუთვლია, განსაკუთრებით დიდ სავაჭრო ობიექტებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.04.2014

    ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანა, შარშანდელთან შედარებით არც განსაკუთრებული ეკონომიკური აქტივობით გამოირჩევა. შესაბამისად, სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ოპტიმისტურად დაგეგმილი 2014 წლის ბიუჯეტი ისევ პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

    მარი ჩიტაია
    22.04.2014

    სულ რამდენიმე დღეა, რაც ბელორუსის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიწოდება განახლდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებას დადებითი შედეგი მოჰყვა და ექსპორტი ბელორუსის მიმართულებით შეუფერხებლად გაგრძელდება.

    ელზა წიკლაური
    22.04.2014

    "კავკასუს-ონლაინს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, - "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ ბაზარზე ახალი პაკეტები გამოიტანა და მომსახურება გააძვირა. ფინანსურ პრობლემებს კატეგორიულად უარყოფენ "კავკასუს ონლაინში". რაც შეეხება პაკეტების განახლებას, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა.

    ელზა წიკლაური
    22.04.2014

    ქართველ ავტოდილერებს მორიგი "სიურპრიზი" ელით. უახლოეს მომავალში საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

    მარი ჩიტაია
    19.04.2014

    შარშანდელთან შედარებით, სააღდგომო ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ზოგიერთი დასახელების პროდუქტი მცირედით გაიაფდა კიდეც. ასეთია ხორცის ნაწარმი და თევზეული. ბოსტნეულის ფასი კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, მოვაჭრეები სააღდგომო ვაჭრობით მაინც უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, მყიდველის ნაწილმა სუპერმარკეტებში გადაინაცვლა.

    ელზა წიკლაური
    19.04.2014

    გაზსადენი "სამხრეთ ნაკადი", შესაძლოა, აღარ აშენდეს. აღნიშნული პროექტის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უკვე მიიღო. ევროპელი კანონმდებლების პოზიციით, "სამხრეთის ნაკადი" არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ერთად, როგორც "სამხრეთ ნაკადის" დაწყების სიმბოლო, ისე დამონტაჟდა.

    მარი ჩიტაია
    18.04.2014

    უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება. ანალიტიკოსები ფასების შემცირებას მოთხოვნის ვარდნას უკავშირებენ. გაიაფების ტენდენცია წინა კვირას აღინიშნა ჩინეთში, რომელიც ძვირფასი ლითონის უმსხვილესი მომხმარებელია.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.04.2014

    ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ მკვეთრად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო რჩება უარყოფითი მიგრაციული სალდოს მქონე ქვეყნად. მძიმე სოციალური ფონის გამო, ემიგრანტები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, გასვლის სურვილი კი ისევ ბევრს აქვს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×