სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    18.02.2014

     2014 წელს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება თითქმის განახევრებულია, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რისკი იმისა, რომ აღნიშნული თანხა პროგრამას არ ეყოფა, პრაქტიკულად, არ არსებობს. მეტიც, 2013 წელს სწორი ადმინისტრირების შედეგად ფინანსების დაზოგვა და მისი სხვა პრიორიტეტული მიმართულებით გადანაწილება მოხდა. შესაბამისად, შარშან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არც ერთ კომპონენტს ფინანსური პრობლემები არ შექმნია.

    მარი ჩიტაია
    15.02.2014

    საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 70 000-ს აჭარბებს. აქედან, რეალურად მხოლოდ 10-15 პროცენტი მუშაობს. დანარჩენი ფორმალურადაა რეგისტრირებული. მათ დახურვას ადმინისტრაციული ბარიერი ხელს უშლის. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.02.2014

    პროფკავშირები კაზრეთის საბადოს ოპერატორი კომპანიის - კქპ პკწგზ-ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. საჩივრის შეტანის მოტივი კაზრეთში დასაქმებულთა უკანონოდ გათავისუფლებაა. პროფკავშირები ამტკიცებენ, რომ სამსახური იმ პირებს დაატოვებინეს, რომლებმაც სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვა. კომპანიაში კი კადრების შემცირებას ფინანსური პრობლემებით ხსნიან.

    მარი ჩიტაია
    14.02.2014

    ლარის კურსის გამყარება ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს. მოვაჭრეებს ეშიანათ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისევ განმეორდება, რის გამოც პროდუქციის გაიაფებას არ აპირებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    14.02.2014

    ექსპერტები კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვას მოითხოვენ. მათი აზრით, ბანკების მიზანია მომგებიან დარგში დასაქმებული კომპანიების გაკოტრება და დაპატრონება. ექსპერტების შენიშვნებს საბანკო სექტორში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ბაზარზე წარმატებულ საქმიანობას კონკურენტული ბიზნესგარემო განსაზღვრავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    13.02.2014

     "ტობარიჰესი", "ხაიში ჰესი" და "ხუდონჰესი-2" - სამი ჰიდროელექტროსადგური ერთი "ხუდონჰესის" ნაცვლად. ასევე უფრო მეტი ელექტროენერგია და სვანეთში შენარჩუნებული სოფლები და კულტურული მემკვიდრეობა. ენერგეტიკოსები მთავრობას "ხუდონჰესის" ალტერნატიულ პროექტს სთავაზობენ. "რეზონანსი" უფრო დეტალურად ამ პროექტებზე ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, მირონ ფირცხელანს ესაუბრა, რომელიც ასაბუთებს, რომ "ტრანს ელექტრიკას" უკან რუსეთის ინტერესი დგას.

    მარი ჩიტაია
    13.02.2014

    სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგია "საქართველო - 2020" ექსპერტთა ფართო ნაწილისთვის ჯერჯერობით უცნობია. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტის შემუშავებას სპეციალისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პირველ შეფასებებს აკეთებენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დოკუმენტმა სწორად უნდა განსაზღვროს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას დაეფუძნოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.02.2014

    ენერგოტარიფების კიდევ უფრო შემცირება გადაიდო. ექსპერტების განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების რესურსი აღარ არსებობს, თუმცა ბუნებრივი აირის მცირედით გაიაფება კიდევ შეიძლებოდა.

    მარი ჩიტაია
    12.02.2014

    თხილის ფასმა მკვეთრად მოიმატა. წლევანდელი ზამთარი ამ მხრივ, წინა წლებთან შედარებით, საუკეთესოა. მოსახლეობის დიდი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, თხილმა გაძვირება დაიწყო, თუმცა დასავლეთ საქართველოში თხილის მარაგი უკვე ამოიწურა. ერთი მხრივ, ფასი მატულობს, მეორე მხრივ კი, პროდუქტის დეფიციტია.

    ელზა წიკლაური
    11.02.2014

    საქართველოს მაღალი ენერგოტარიფებით არა მარტო სამეზობლოში, არამედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ლიდერია. როგორც ექსპერტები ამბობენ, იმის რესურსი, რომ მოსახლეობას სატარიფო ტვირთი მეტ-ნაკლებად კიდევ შეუმსუბუქდეს, ქვეყანას რეალურად გააჩნია და ეს ტარიფის სუბსიდირებაა. ასეთ ხერხს არა მარტო ენერგომწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები, არამედ სატრანზიტო ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა და ბელორუსიც მიმართავენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.02.2014

    ლარი დიდი სისწრაფით მყარდება. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკვე განმარტა, საგარეო ფაქტორი და ხარჯების შემოსავლებთან დაბალანსება. ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, კი დიდი რაოდენობის ხარჯებთან ერთად, ლარის გაუფასურების მიზეზი რეფინანსირების სესხები იყო, რომელსაც ეროვნული ბანკი უხვად გასცემდა. ცნობილი ფაქტია, რომ მოკლე პერიოდში კურსის ძლიერი რყევა გარკვეულ ჯგუფებს სპეკულაციისა და დიდი ფულის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

    ელზა წიკლაური
    11.02.2014

    აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირდა, თუ 2012 წელს აუქციონზე 1 228 უძრავი ქონების გასხვისება მოხდა, 2013 წელს ამ ციფრმა 1 171 შეადგინა. მიუხედავად ამისა, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერები ისევ ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის მოვალეთა რეესტრში, საკმაოდ ბევრი, 111 550 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, რამდენიმე ათასი ისევ ბინის დაკარგვის მოლოდინშია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved