სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    25.02.2014

     ტექდათვალიერების შემოღების პერსპექტივამ საქართველოში მეორადი საბურავებისა და ავტონაწილების ბიზნესს პრობლემები უკვე შეუქმნა. უდავოა, რომ ავტომფლობელებს ტექდათვალიერების სამზადისი საკმაოდ ძვირი, ზოგ შემთხვევაში, თვითღირებულებაზე მეტი დაუჯდებათ. სპეციალისტების რჩევასაც თუ გაითვალისწინებენ, მეორად საბურავებზე უარის თქმა ბევრს მოუწევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.02.2014

    საინვესტიციო ფონდებში, ჯერჯერობით, ისევ ვირტუალური პროექტები ტრიალებს. თანაინვესტირების ფონდის მიერ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული, 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების 10 პროექტიდან დღის სინათლე არც ერთს არ უნახავს. ის კი არადა, თურმე ამ პროექტებიდან ჯერჯერობით არც ერთის განხორციელება არ იგეგმება. რამდენიმე მცირე პროექტი განახორციელა საპარტნიორო ფონდმა.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.02.2014

    საქართველო ჯერ კიდევ უხარისხო მედიკამენტების გასაღების ბაზრად რჩება. სპეციალისტების განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამები ეფექტური ვერ იქნება, თუკი მედიკამენტების ხარისხისა და ეფექტურობის კონტროლი არ დაიწყო. საქართველო მედიკამენტების სიძვირით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, თუმცა პაციენტი მაღალ ფასს უხარისხო მედიკამენტში იხდის და ხშირად მისი ჯანმრთელობა, განკურნების ნაცვლად, უარესდება.

    მარი ჩიტაია
    22.02.2014

    საქართველოში შეშის მარაგის შემცირება ობიექტური რეალობაა, რაც მოხმარების მაჩვენებელზეც ადეკვატურად აისახება. მოსახლეობა ჩივის, რომ შეშის დადგენილი ლიმიტი არასაკმარისია. ამას გარემოს დამცველებიც ადასტურებენ, თუმცა არასაკმარისი მარაგის გამო ისედაც მცირე მოცულობის შემცირებაზე საუბრობენ.

    ელზა წიკლაური
    22.02.2014

     სასურსათო მაღაზიებში დაცარიელებული დახლები, რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან და ბანკომატებთან, დახურული რესტორნები და სასტუმროები, შემცირებული საკრედიტო რეიტინგი და დეფოლტის საფრთხე - ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესებმა უკრაინა და განსაკუთრებით კიევი სწორედ ასეთი მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. ხელისუფლება და ოპოზიცია კი კვლავ დაპირისპირებულნი არიან. მართალია, ვიქტორ იანუკოვიჩმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა, მაგრამ ევრომაიდანი დაშლას ჯერჯერობით არ აპირებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.02.2014

    შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებას აქტიურად შეუდგა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის ჯარიმების სახით ბიუჯეტი სოლიდურ შემოსავალს მიიღებს.

    მარი ჩიტაია
    21.02.2014

    ადგილობრივი კვერცხის წარმოებამ კრიზისი არათუ დაძლია, რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა. იმპორტული ნაწარმის მოზღვავების გამო, ადგილობრივ წარმოებას დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა. ამჯერად ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ბაზარზე უცხოური კვერცხი არსად შეინიშნება.

    მარი ჩიტაია
    21.02.2014

    ახალი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ციფრებით მანიპულირებს. ეს კარგად ჩანს ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელშიც, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დაასახელა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.02.2014

     სახელმწიფო დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მყოფ ადამიანებს საშემოსავლო გადასახადს მე-2 მე-3 კვარტალში დაუბრუნებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარი გამოიყოფა. დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოექცევიან ის ადამიანები, რომელთა წლიური ხელფასი 6000 ლარს არ აჭარბებს. თუმცა მათ საშემოსავლო გადასახადი არა 6000 ლარიდან, არამედ 1800 ლარიდან დაუანგარიშდებათ. ყველა, ვისაც თვეში 500 ლარამდე აქვს ხელფასი, 2014 წლის დასაწყისში 1800 ლარის 20%-ს (360 ლარს) მიიღებს.

    მარი ჩიტაია
    19.02.2014

    ამინდმა ქართველ გლეხებს შესაძლებლობა მისცა, საგაზაფხულო სამუშაოები წელს ადრე დაიწყონ. იმის გამო, რომ შარშან სოფლის მეურნეობის სექტორი საგრძნობლად გამოცოცხლდა და ხალხს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ გასჭირვებია, წელს თითქმის ყველა აპირებს მეურნეობის გაფართოებას.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.02.2014

    საქართველოს რეგიონებმა სიღარიბეს თავი 7 წელიწადში უნდა დაღწიონ. მთავრობის განკარგულებით რეგიონების განვითარების სტრატეგია უკვე გაწერილია. წინა ხელისუფლება მხარეების განვითარებას სახელმწიფო უწყებების თბილისიდან რეგიონებში გადატანითა და თავისუფალი ინდუსტრიული თუ სავაჭრო ზონების შექმნით ცდილობდა. ახალი ხელისუფლება ამ უწყებებს ისევ თბილისში აბრუნებს და რეგიონებში სიღარიბის დაძლევას კერძო ინვესტიციებით გეგმავს. ამ ეტაპზე კი, რეგიონებში ისევ საინვესტიციო შიმშილია.

    მარი ჩიტაია
    18.02.2014

    უცხოეთში ქართულ თაფლზე მოთხოვნა მატულობს, ხოლო წარმოება - მცირდება. ეს ოფიციალური მონაცემებია, მაგრამ მეწარმეები ამტკიცებენ, რომ თაფლის წარმოება გაზრდილია. რადგანაც სერტიფიკატთან დაკავშირებით პრობლემებია, აბსოლუტურ უმრავლესობას პროდუქციის წარმოება არალეგალურად უწევს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×