სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    09.01.2014

    ციტრუსი სეზონს დანაკარგით ასრულებს. მოსალოდნელი 100 ათასი ტონის ნაცვლად, ქვეყანამ დაახლოებით 70-75 ათას ტონამდე მოსავალი მიიღო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაადრევი თოვლის გამო ციტრუსის მოსავალი 25 პროცენტით შემცირდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.01.2014

    "ხუდონჰესის" მშენებლობაზე ნებართვა კომპანია "ტრანსელექტრიკამ" ზაფხულში უნდა მიიღოს. თუმცა ნებართვის მიღება გარემოს დაცვის სამინისტროს ვერდიქტზეა დამოკიდებული, მშენებლობის დაწყება კი სვანების აზრის შეცვლაზე. გარდა ამისა, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებიც მიუღებელია. კერძოდ, "ხუდონჰესის" მშენებლობით სახელმწიფო მინიმალურ სარგებელს იღებს. მაგალითად, საკუთარ ქვეყანაში გამომუშავებულ ენერგიას 10 თეთრად იყიდის, ხოლო 20 წლის განმავლობაში ბიუჯეტი მხოლოდ 410 მილიონ ლარს მიიღებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.01.2014

    ლარი უფასურდება, პროდუქტი ძვირდება, დასაქმების მაჩვენებელი არ იცვლება. ხელფასი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებს გაეზარდათ. ეკონომისტების ნაწილი ლარის გაუფასურებას გეგმაზომიერს უწოდებს და ამბობს, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მყარი ლარი დამღუპველია. მოსახლეობას კი დამღუპველად ფასების ზრდა და სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუარესება მიაჩნია.

    მარი ჩიტაია
    08.01.2014

    მშენებელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ 2014 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის კვლავ პრობლემური იქნება. მიზეზი პრობლემის გადაჭრის ერთიანი გეგმის უქონლობაა. უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბიზნესმენები ხელისუფლებისგან საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი პირობაა, რაც სამშენებლო სექტორს გამოაცოცხლებს.

    ელზა წიკლაური
    31.12.2013

    თბილისში 1 კვ/მ ბინის ფასი 400 დოლარიდან იწყება და 1100 დოლარამდე ადის, თითქმის ანალოგიური ფასებია ერევანშიც, სადაც 1 კვ/მ 600-1100 დოლარის ფარგლებშია, ბაქოში - 630-დან და 2300 დოლარამდე, მოსკოვში კი ფასი 4500 დოლარიდან იწყება და 5200 დოლარამდე ადის. რაც შეეხება მეზობელი თურქეთის სიდიდით პირველ ქალაქს - სტამბულს, იქ ერთი 1 კვ/მ-ის ფასი 500-დან 1400 დოლარამდე მერყეობს.

    მარი ჩიტაია
    31.12.2013

    საქართველოში მეცხოველეობის დარგს პრობლემები აქვს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ სფეროში ძნელად მოიძებნება ისეთი სექტორი, სადაც მდგომარეობა გამოსწორდა. სერიოზული პრობლემებია მესაქონლეობაში, რასაც ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში სულადობის შემცირებაც ადასტურებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    31.12.2013

    წლეულს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ლა საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იყო. ამ ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა. სტატისტიკური მაჩვენებელი კი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დასაქმების დონე არ შეცვლილა. აღმოჩნდა, რომ წელს ბიზნესის მხარდასაჭერად სხვადასხვა პროექტები მზადდებოდა და ხალხის დამსაქმებელ ბიზნესს გაისად ეშველება.

    ელზა წიკლაური
    31.12.2013

    2013 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ახალმა მთავრობამ განახორციელა - საყოველთა ჯანდაცვის პროგრამაა. პროგრამის ამოქმედებამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობდნენ, შესაძლებლობა მისცა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში როგორც ამბულატორიული, ასევე გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული მომსახურება მიეღოთ.

    მარი ჩიტაია
    31.12.2013

    საახალწლოდ თბილისურ რესტორნებს მომხმარებელი შემოაკლდათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამჯერად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წინასაახალწლოდ რესტორნების უმეტესობას შეკვეთები შეუმცირდა.

    ელზა წიკლაური
    28.12.2013

    ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გააქტიურება, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, იმპორტის ზრდა, ტურისტული ნაკადის დროებით შემცირება - ეს მიზეზები დაასახელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის დაცემის მთავარ ინდიკატორებად. მისი არგუმენტები სპეციალისტებმა არადამაჯერებლად მიიჩნიეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.12.2013

    ლარი დიდი სისწრაფით ისევ დაბლა დაეშვა. წინასაახალწლოდ მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. გაქცეულ ლარს მიყოლილი ფასები ბევრ ადამიანს დატოვებს საახალწლო სამზადისის გარეშე. არადა, დეკემბერში ლარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, როდესაც ლარი ამ მოთხოვნის პირობებშიც კი უფასურდება, რაღა იქნება იანვარში? გამოდის, რომ 2014 წლიდან კურსის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას უნდა ველოდოთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.12.2013

    საერთაშორისო აეროპორტი, ფოთის ნაცვლად, ანაკლიაში აშენდება. მდებარეობის შეცვლის მიზეზი ჭაობი გახდა, ამასთანავე ფოთის ინდუსტრიულმა ზონამაც არ გაამართლა და იქ აეროპორტმა ფუნქცია დაკარგა. ანაკლიაში კი საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო პორტის გვერდით აშენდება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved