სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ აფციაური
    17.10.2013

    ქუთაისის აეროპორტში რეისების ინტენსივობა იმატებს. მიზეზად ბილეთზე დაბალი ფასი სახელდება. გაიზარდა ფრენის სიხშირე დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით, რამდენიმე თვეში ავიაკომპანია "ვიზ ეარის" მიერ მოხდება ახალი ავიაბაზრის - ლვოვისა და ვილნიუსის - ათვისება. რეისების ზრდასთან ერთად, მგზავრთა ნაკადიც მატულობს. აეროპორტი ყოველდღიურად 700-ზე მეტ ადამიანს ემსახურება.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.10.2013

    საქართველოს ბიუჯეტმა 4 წელიწადში 2 მილიარდამდე საგარეო ვალი უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ქვეყანა 3 მილიარდამდე ახალ ვალს აიღებს. ექსპერტების განცხადებით, მთავარია, რომ საგარეო ვალმა მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვარს - 30%-ს არ გადააჭარბოს.

    მარი ჩიტაია
    16.10.2013

    ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის რუსული ბაზარი 14 ოქტომბრიდან გაიხსნა. პირველ ეტაპზე ექსპორტზე მსხალი, ვაშლი და კომში გავა. მათ რიგს ნოემბრის პირველი ნახევრიდან ქართული ციტრუსი და თხილი დაემატება.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.10.2013

    პირველად ხდება, რომ არჩევნები ბიზნესის აქტიურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მიზეზი რამდენიმეა - პრეზიდენტის დაკნინებული როლის გამო არჩევნების მიმართ გამოჩენილი უინტერესობა, "ქართული ოცნების" ლიდერობა და რაც მთავარია, წლეულს პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება ბიზნესმენებისთვის აღარ მოუთხოვიათ.

    მარი ჩიტაია
    15.10.2013

    ნებისმიერი ბიზნესწამოწყებისთვის სოციალური ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი საშუალებაა. ამ მხრივ უპირობო ლიდერი "ფეისბუკია", რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავისი საქმიანობის წარმოჩენა და გარკვეული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება ხელთნაკეთი ნივთები, ანტიკვარი, ახალი და მეორადი წარმოების ნებისმიერი ნივთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და უამრავის სხვა, რისი შეძენაც შეიძლება.

    მარი ჩიტაია
    15.10.2013

    საქართველოს უმეტეს რეგიონში სეზონური მუშახელის ანაზღაურება ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა. შარშანდელთან შედარებით, ერთი ადამიანის დღიური გასამრჯელო, დაახლოებით, 10-15 პროცენტის ფარგლებშია გაძვირებული.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.10.2013

    ყაზახი ინვესტორები "სილქროუდ ჯგუფს" ამჯერად საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. საქართველოში ყაზახეთის ელჩი ერმუხამეტ ერტისბაევი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება მათ დარჩებათ. "სილქროუდ ჯგუფის" ერთ-ერთი მფლობლი "ზარალად" წოდებული გიორგი რამიშვილია, რომელიც ნიკა რურუასა და მის ძმასთან მეგობრობის გამო, წინა ხელისუფლების განსაკუთრებული "მფარველობით" გამოირჩეოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.10.2013

    ხელისუფლებაში სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზების არ სჯერათ. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრი ფონდის გათვლებით გაკვირვებულიც კი დარჩა. ექსპერტები კი ეკონომიკური შენელების ძირითად მიზეზებს ეგრეთ წოდებულ "კოაბიტაციასა" და გლობალურ პროცესებში ხედავენ.

    მარი ჩიტაია
    11.10.2013

    წინასაარჩევნო პერიოდმა სარეკლამო ბიზნესი გამოაცოცხლა. ცვლილებები განსაკუთრებით სატელევიზიო სფეროს შეეხება. რეკლამის განთავსების მაშტაბები გაიზარდა ინტერნეტსა და პრესაშიც.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.10.2013

    ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა ისევ გაზარდა. ექსპერტების განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ კომერციულ ბანკს ლიკვიდობის პრობლემა აქვს. მეორე მხრივ, ბანკების ნაწილი ამ სესხებს უცხოურ ბირჟებზე "სათამაშოდ" და ფულის საშოვნელად იყენებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.10.2013

    შიდა ქართლში, დაახლოებით, 120 ათას ტონა ვაშლის მოსავალს ელიან. ფერმერები ამბობენ, რომ ვაშლის რეალიზაციის პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია. შიდა ქართლში 6 გადამმუშავებელი ქარხანა მუშაობს, რომლებიც 1 კგ ვაშლს 7-10 თეთრად იბარებენ.

    მარი ჩიტაია
    10.10.2013

    კლინიკებთან დაკავშირებული ვითარება რთულია, რის გამოც სახელმწიფოს რამდენიმე მათგანის გამოსყიდვა მოუწევს. ამ ეტაპზე საუბარი ეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომლის კანადელ ინვესტორებთან ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემა აქვს. უკვე მოგვარდა ურთიერთობა იაშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკასთან.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×