მაია აბაიაძე
15.01.2015

"რიქსოს ბორჯომი" პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა რეგიონში, რომელიც საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით ლიკანში აშენდა და მისი ჯამური ღირებულება 48 მილიონი დოლარია.

მარიამ აფციაური
15.01.2015

შარშანდელთან შედარებით წელს ავიასაწვავის ფასი 300-400 დოლარის ფარგლებში შემცირდა. რესპონდენტთა უმეტესობა, ასეთი სხვაობის ფონზე, ბილეთის ღირებულების კლების აუცილებლობაზე საუბრობს. თავად კომპანიები საწვავზე ფასის კლებას არ იმჩნევენ და ბილეთის გაიაფებას არც გეგმავენ.

მაკა ხარაზიშვილი
14.01.2015

როგორც "რეზონანსი" ვარაუდობდა, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა ვადებში ვერც 2014 წლის ბოლოს ჩაეტია. ავტობანი ფრონის ხიდამდე უწყვეტად უნდა გახსნილიყო. სინამდვილეში კი 19-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება უკვე მესამე წელია ვერაფრით ხერხდება.

ელზა წიკლაური
14.01.2015

 რუსული რუბლი რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ გუშინ ისევ გაუფასურდა. მიუხედავად ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული 1,3 მლრდ-იანი სავალუტო ინტერვენციისა, ერთმა დოლარმა 64 რუბლს, ევრომ კი 76 რუბლს გადააჭარბა. პარალელურად მსოფლიო ბაზარზე დაეცა ნავთობის ფასიც. გუშინ ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობი უკვე 46,2 დოლარი ღირდა, "ლაითის" მარკისა კი - 45,2 დოლარი. ამის ფონზე, "ფიჩმა" რუსეთის საკრედიტო რეიტინგი უკვე ყველაზე დაბალ საფეხურამდე, "სანაგვემდე" შეამცირა.

მარი ჩიტაია
14.01.2015

საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია 2015 წელსაც შენარჩუნდება. საბანკო სექტორისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საპროცენტო განაკვეთი სამომავლოდ უფრო დაიწევს. საამისო საფუძველი ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს რეალურად აქვთ.

ელზა წიკლაური
13.01.2015

 რეექსპორტის კლების მიუხედავად, საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი 31%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ქვეყანაში სულ 67 099 ავტომობილი შემოვიდა, 2014 წლის 11 თვეში საქართველოში შემოყვანილი მანქანების საერთო რაოდენობამ 87 987 ერთეული შეადგინა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ავტოტრანსპორტის რაოდენობა დაახლოებით ერთ მლნ-ს შეადგენს.

მარი ჩიტაია
13.01.2015

ქართული საოჯახო პროდუქტი აფხაზეთის გავლით რუსეთში ბოლო დროს ინტენსიურად გადის. ზუსტი სტატისტიკა, ოკუპირებული ტერიტორიიდან თუ რა რაოდენობის პროდუქტი ხვდება რუსეთის ბაზარზე, უცნობია. ფაქტია, რომ არალეგალურ ბიზნესს ხელს არაფერი უშლის და ის რუსეთში ყოფითი პრობლემებით შეჭირვებული ემიგრანტებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

მაკა ხარაზიშვილი
13.01.2015

ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს. დღეისათვის ეროვნული ბანკის კურსით 1 დოლარი 1,9185 ლარია. ექსპერტების აზრით, ლარი მცოცავ რეჟიმში გაუფასურებას გაგრძელებს და ამ პროცესს მოქმედებს როგორც გარე ფაქტორები, ისე ქვეყნის სუსტი ეკონომიკა.

მარი ჩიტაია
13.01.2015

ცხვრის საკვებით მომარაგება წელსაც პრობლემაა. მეცხვარეები შიშობენ, რომ ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ბატკნის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ვერ ხერხდება ზამთრის საძოვრებისთვის წყლის მიწოდებაც, ხოლო სიძვირის გამო, საკვებზე ხელმისაწვდომობაც გაჭირდა.

მაკა ხარაზიშვილი
13.01.2015

"სენტა პეტროლიუმსა" და "გალფს" (იგივე "სან პეტროლიუმ ჯორჯია") შორის არსებული ქონებრივი დავა თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. სასამართლო სხდომა სულ ცოტა ხანში გაიმართება და "სანტა პეტროლიუმში" იმედი აქვთ, რომ "გალფის" მიერ "წართმეულ" 65 ობიექტს საბოლოოდ დაიბრუნებენ.

ელზა წიკლაური
10.01.2015

 ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შემდეგ აზერბაიჯანმა ახალ მანქანებზე აქციზის გადასახადი გაზარდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2000 კბ/სმ-მდე მოცულობის ძრავის მქონე მანქანებზე აქციზი თითოეულ კბ/სმ-ზე 0,2 მანათი იქნება, რაც ამ მოცულობის ძრავის ავტომობილების ფასს დაახლოებით 520 დოლარით გაზრდის. აქციზის ზრდა უარყოფით გავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესზეც და როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, საქართველო ავტომობილების რეექსპორტი ქვეყნის სტატუსსაც საბოლოოდ დაკარგავს.

მარი ჩიტაია
10.01.2015

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-7%-ით გაიაფდა. ცვლილება განსაკუთრებით მეორად საცხოვრებელ ბინებს შეეხო. დეველოპერთა ინფორმაციით, ცენტრალურ უბნებში მოთხოვნა განსაკუთრებით ახალაშენებულ ბინებზეა. ამ შემთხვევაში ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. საპირისპირო ტენდენციაა გარეუბნებში, სადაც მოთხოვნა ძირითადად მეორად ბინებზე სჭარბობს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×