სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    08.10.2013

    საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სასტიკი დაპირისპირება გრძელდება. ჯერჯერობით, მთავრობა გარემოს დამცველებს ჯაბნის და მსხვილი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციას იკავებს. უკვე ცხადი ხდება, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ენერგეტიკის სამინისტრო დარჩება, ვინაიდან ენერგეტიკაში თავად პრემიერ-მინისტრის ბიზნესინტერესებიც გამოიკვეთა. სავარაუდოა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თავისი ბიზნესის გასაფართოებლად სწორედ ენერგეტიკულ მიმართულებას აირჩევს. ამისთვის კი ნიადგის შემზადება აქედანვე მიმდინარეობს.

    ელზა წიკლაური
    08.10.2013

    პრემიერ ივანიშვილის შემდეგ საწვავის გაიაფებაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ალაპარაკდა. მინისტრის განცხადების შესაბამისად, ცნობილი ხდება, რომ მთავრობა საწვავის გაიაფებას თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ხელშეწყობით გეგმავს.

    ელზა წიკლაური
    08.10.2013

    ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ისინი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს - ბუნებრივი მონოპოლიების ნაციონალიზაცია - ასეთია ექსპერტთა ერთი ნაწილის პოზიცია, რომელთაც არგუმენტად ნორვეგიის მაგალითი მოჰყავთ, სადაც ჰიდრორესურსების უდიდესი ნაწილი დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია. ნორვეგიის კანონმდებლობით ქვეყნის ჰიდროენერგორესურსები ნაციონალურ სიმდიდრედ არის გამოცხადებული და უცხოელ კომპანიებს ამ სფეროში მოღვაწეობა ეკრძალებათ. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში ბუნებრივი რესურსების მართვის თვალსაზრისით.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.10.2013

    ტვირთების გადაზიდვების თვალსაზრისით ყველაზე მაჩანჩალა "საქართველოს რკინიგზაა". საზღვაო გადაზიდვები გაიზარდა, სახმელეთო გადაზიდვებიდან საავტომობილო გადაზიდვებიც გაიზარდა. თუმცა მატება სატრანზიტო გადაზიდვებზე მოდის, ქვეყნის შიგნით შემომავალი ტვირთების მაჩვენებელი კი შემცირებულია.

    მარი ჩიტაია
    08.10.2013

    ნაადრევმა აციჰებამ რეგიონებში შეშის პრობლემა შექმნა. მოსახლეობა ამბობს, რომ დამზადებული შეშის დეფიციტია, რის გამოც ბევრი ოჯახი სათბობის გარეშეა დარჩენილი. ცალკე პრობლემა ხალხს შეშის დამუშავებასთან დაკავშირებითაც აქვს. მათი უმრავლესობა ტყიდან საშეშე მასალის გამოტანას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს და მუშების დაქირავება უწევს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება.

    ელზა წიკლაური
    05.10.2013

    ამერიკაში მთავრობის საბიუჯეტო კრიზისი საფონდო ბირჟებზე უკვე აისახა - ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნაც შემცირდა და ფასიც. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი პოლიტიკოსები დეფოლტს თავიდან ვერ აიცილებენ, მაშინ გლობალურ ეკონომიკას, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიადგეს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქნება საგრძნობი და მტკივნეულად აისახება როგორც რიგით ამერიკელებზე, ისე ბიზნესზე და უფრო სერიოზულ რეცესიას გამოიწვევს, ვიდრე 2007-2009 წლებში.

    მარი ჩიტაია
    04.10.2013

    ტანსაცმლის ქართული ბაზრისთვის შემოდგომის სეზონი დიდი აქტიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა. იშვიათი შემთხვევის გარდა, ტანსაცმლის მაღაზიებს ზაფხულის ტემპის შენარჩუნება უჭირთ. მომხმარებელი ზამთრის კოლექციის შეძენას ჯერ კიდევ არ ჩქარობს და მორიგი გაიაფების მოლოდინშია, რადგან ფასდაკლებისა და სხვა წამახალსიებელი აქციები ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში სეზონურ მასშტაბებს გასცდა და უკვე ყოველდღიურადაც ხორციელდება. სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტანსაცმელი არ გაუძვირებიათ, თუმცა სტატისტიკა საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

    მარი ჩიტაია
    04.10.2013

    ავტომობილების რეალიზაციის მხრივ კვლავ პრობლემებია. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, წელიწადზე მეტია, რაც მოთხოვნა შეუმცირდათ და მდგომარეობის გაუმჯობესებას დღემდე ვერ ახერხებენ. მიზეზად ქართული კომპანიების წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული გაურკვეველი სიტუაცია ავტომობილების ბიზნესსაც აზარალებს. მათი ნაწილი წამახალისებელ აქციებსაც გეგმავს, თუმცა ამით რეალიზაციის მნიშვნელოვან ზრდას არ ელოდება.

    ნატა გიორგაძე
    03.10.2013

    2014 წელს პენსია, სავარაუდოდ, აღარ გაიზარდება. მიუხედავად იმისა, რომ საგაისო ბიუჯეტის პროექტი უკვე არსებობს, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საპენსიო განაკვეთების ეტაპობრივი ზრდა 2014-17 წლებზეა გათვლილი და მისი მომატებაც მომავალი 4 წლის განმავლობაში მოხდება.

    მარიამ აფციაური
    03.10.2013

    ავიაკომპანია "პეგასუსმა" 2013 წელი სიახლეებით დაიწყო - ახალი მიმართულებები, ფრენა ერაყში, მოსკოვსა და ათენში. ძალიან მალე "გასა" აპირებს სრულიად ახალი უცხოური ტურისტული კომპანიის შემოყვანას. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ექნება, ონლაინ სისტემის გამოყენებით, მსოფლიოში მიმდინარე დიდ ღონისძიებებში მონაწილეობა ადგილზე დაგეგმოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.10.2013

    2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 263 მილიონი ლარით იზრდება და 9 მილიარდ ლარს აჭარბებს. მთავრობის პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლებაა, შესაბამისად, ამ პროფილის სამინისტროების გარდა, თითქმის ყველა სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელის მსგავსად, 2014 წლის ბიუჯეტშიც სოციალური ვალდებულებების დაფინანსება რეკორდულად იზრდება.

    მარი ჩიტაია
    02.10.2013

    საწვავის ფასი მოულოდნელად შემცირდა. საფასო ცვლილება დაფიქსირდა ბრენდირებულ სადგურებში, სადაც რამდენიმე დღის წინ ასევე მოულოდნელად ფასი გაიზარდა. ზუსტად ერთი კვირის წინ, სპეციალისტებზე დაყრდნობით, "რეზონანსი" წერდა, რომ კომპანიებს საწვავის გაიაფების რეალური შესაძლებლობა აქვთ, რასაც შეგნებულად არ აკეთებენ. ჩვენს ვარაუდს ამყარებს ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი დაბლა ეშვება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved