მარიამ აფციაური
28.08.2014

უკრაინასა და ისრაელში, კერძოდ კი, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებმა ქართული ავიაბაზარი გაააქტიურა. ავიარეისების სიხშირესთან ერთად მგზავრთა ნაკადმაც იმატა. მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანია "გასამ" ისრაელის მიმართულებით ფრენის სიხშირე ორჯერ გაზარდა, ხოლო მათ მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 9 975-დან 13 495-მდე გაიზარდა. რაც შეეხება უკრაინას, მგზავრთა ნაკადი ამ მიმართულებითაც მზარდია. უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩევლის, გიორგი ზაქარიშვილის მიერ გავრცელებული 2014 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უკრაინელი ვიზიტორების რიცხვმა 23%-ით მოიმატა.

მაკა ხარაზიშვილი
27.08.2014

გაზსაცავების მშენებლობა ისევ იდეის დონეზეა. ამ პროექტების განხორციელებისთვის კი სახელმწიფო ობლიგაციებით აღებულ ვალს ბიუჯეტი დღემდე იხდის. გაზსაცავების საკითხი წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშივე დასამარდა. ერთია, რომ ხელისუფლებაში, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, გაზსაცავების აუცილებლობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ დაფინანსების საკითხს თავი ვერავინ მოაბა.

ელზა წიკლაური
27.08.2014

ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილ-ბოსტნეულის შემდეგ რუსულ ბაზარზე, შესაძლოა, ქართული თაფლი, ცხვარი და თევზი გავიდეს. რუსეთმა საქართველოდან ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი უკვე მოითხოვა. აღნიშნული პროდუქტებისთვის ჩრდილოეთის ბაზრის გახსნას მნიშვნელოვანს უწოდებენ სპეციალისტები, თუმცა თვლიან, რომ ჩრდილოეთში ცხვრის გარდა, კონკურენტუნარიანი ვერც თევზი და ვერც თაფლი ვერ იქნება, მიზეზად კი ადგილობრივ წარმოებას და დაბალ ფასს ასახელებენ.

მაკა ხარაზიშვილი
27.08.2014

მთავრობამ "განვითარების ბანკს" "ფინანსური კორპორაცია" დაარქვა და პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. კორპორაცია საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება. მას თითქმის იგივე ფუნქციები დარჩება, რომელიც განვითარების ბანკისთვის განისაზღვრა.

მაკა ხარაზიშვილი
26.08.2014

საქართველოს ინვესტორები ისევ არ სწყალობენ. მერვე თვე მიიწურა და ქვეყანაში, დაანონსებული, არც ერთი დიდი ფინანსური ჯგუფი და კომპანია არ შემოსულა. გრძელვადიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა რამდენიმე ენერგეტიკულ პროექტში, შენდება ერთი ორი სასტუმრო. ექსპერტები, წლის ბოლოსთვის 1 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციის შემოსვლასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მაკა ხარაზიშვილი
26.08.2014

ჩინეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა. სავაჭრო ბრუნვის მოცულობით, ჩინეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ უკვე მესამე ადგილზეა. ამ ქვეყანაში გაედინება სპილენძის მადანი და ღვინო. აღსანიშნავია, რომ 32 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთანაც.

მარი ჩიტაია
26.08.2014

აფხაზეთს ტურისტები აღარ წყალობენ. ოკუპირებულ რეგიონში ამ სექტორის წარუმატებლობა რუსი ტურისტების ყირიმში გადანაცვლებამ განსაზღვრა. რუსეთის ხელისუფლებამ თადარიგი სეზონის დაწყებამდეც დაიჭირა და ყირიმის მიმართულებით იაფიანი საგზურების გაცემა ჯერ კიდევ აპრილიდან დაიწყო.

მარიამ აფციაური
26.08.2014

ავტომობილების ექსპორტი 50-70%-ით შემცირდა. მცირეა რეალიზაცია შიდა ბაზარზეც. ავტოდილერების ნაწილი გამოსავალს მაღალი ძრავის მანქანების მაგივრად 1.6-1.8 ძრავის მქონე ავტომობილების ჩანაცვლებაში ხედავს. ხოლო მათ, ვინც ამ ხერხს უკვე მიმართეს, ამბობენ, რომ მცირე მასშტაბის ქართულ ბაზარზე, მსგავსი ტიპის ცვლილებები, მძიმე ფინანსურ ვითარებას ვერ დაარეგულირებს. რამდენიმე ავტოდილერი ბიზნესის შეჩერებას აპირებს.

ელზა წიკლაური
23.08.2014

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 144,7 ლარს შეადგენს, ოთხსულიანი ოჯახის კი - 256,3 ლარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა დღეში 4,8 ლარი, ოჯახმა კი 8,5 ლარი უნდა იმყოფინოს.

მაკა ხარაზიშვილი
22.08.2014

ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულებას 1,8 მილიარდი ლარი სჭირდება. ბუნებრივია, ამ რაოდენობის თანხის 2 თვეში მობილიზება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, 9-თვიანი გეგმის ჩავარდნა უკვე გარდაუვალია. ბიუჯეტის გარღვევაში "ლომის წილი" ისევ გრანტებსა და საგარეო ვალდებულებებზე მოდის.

მაკა ხარაზიშვილი
21.08.2014

მსოფლიოში მზის ენერგიაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მზის პანელების წარმოება კი უკვე ერთ-ერთი სარფიანი ბიზნესი გახდა. ალტერნატიული ენერგიის ეს მიმართულება განსაკუთრებით კარგად ვითარდება აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მზის პანელები უკვე საქართველოშიც გამოჩნდა, ბათუმში მზის ენერგიით წყალს არაერთი სასტუმრო აცხელებს. სპეციალისტების ინფორმაციით, იმისთვის, რომ ოჯახმა დღეში 250 ლიტრი ცხელი წყალი მიიღოს, მზის კოლექტორების დამონტაჟება 800-დან 1000 დოლარამდე დაუჯდება. ენერგეტიკის სამინისტროში, მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზეც საუბრობენ, თუმცა ეს ჯერ შორეული პერსპექტივაა.

მაკა ხარაზიშვილი
20.08.2014

2014 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხორცის წარმოება 17,3%-ით შემცირდა. 2007 წლიდან მოყოლებული ადგილობრივი ხორცის წარმოების მაჩვენებელი მუდმივად ქვევით მოიწევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ წელს სტატისტიკამ მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის ზრდა დააფიქსირა. ამასთანავე, შემცირებულია ღორის სულადობრივი მაჩვენებელი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×