მარი ჩიტაია
02.12.2014

საკანცელარიო ბიზნესს პრობლემები აქვს. კომპანიებსა და საკანცელარიო საქონლის მაღაზიებში რეალიზაციის კლებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი აქტიური სეგმენტი, რაც ამ ბიზნესს მეტ-ნაკლებად ამუშავებს, საოფისე საქონლის გაყიდვაა, თუმცა რეალიზაციამ ამ მიმართულებითაც იკლო. რაც შეეხება სასკოლო საკანცელარიო ნივთების რეალიზაციას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40-50%-ით არის შემცირებული.

მარიამ ხიდაშელი
29.11.2014

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა არ შეფერხებულა. აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმცია მშენებლობის შესახებ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი ექსპლოატაციაში დაგეგმილ დროს შევა.

მაკა ხარაზიშვილი
29.11.2014

1 ბარელი ნავთობის ღირებულება 70 დოლარამდე ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის გავლენით, ოპეკი მოპოვების შემცირებას არ აპირებს. ამასობაში რუსეთი რეცესიის ზღვარს მიუახლოვდა. კრიზისის თავიდან ასაცილებლად "როსნეფტმა" თავად გადაწყვიტა მოპოვების შემცირება, რაც რუსეთს ასევე ძვირად დაუჯდება.

მაკა ხარაზიშვილი
28.11.2014

გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო. ლარის მიმართ ნდობა ისევ იკარგება. გასაკუთრებით ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. გარდა ამისა, უკვე პროდუქტის გაძვირების მოლოდინიც გაჩნდა.

ელზა წიკლაური
27.11.2014

ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო კოდექსის პროექტის კორექტირება მოახდინა. იანვრიდან ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინის ერთიან სისტემაში ჩართვა ისევ მოხდება, თუმცა მათ ჭარბი ფულის კომერციულ ბანკში განთავსება და გარკვეული სარგებლის მიღება შეეძლებათ. ამასთან, ერთიან სახაზინო მომსახურებაზე აღარ გადავლენ მარეგულირებელი კომისიები და წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ები. გადაწყვეტილების მიზეზი ცვლილებებთან დაკავშირებული შენიშვნები გახდა.

მაკა ხარაზიშვილი
26.11.2014

ეროვნულ ბანკს ლარის უმნიშვნელო გამყარება 40 მილიონი დოლარი დაუჯდა. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 4%-მდე გაუფასურდა. ჯერჯერობით ამგვარ რყევას სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება არ მოჰყოლია, თუმცა სპეციალისტები ინფლაციურ პროცესს უკვე ელიან. კურსის 5%-ზე მეტით დაცემის შემთხვევაში იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი გაიზრდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძალისხმევა კურსის დასაჭერად მნიშვნელოვანია.

მაკა ხარაზიშვილი
25.11.2014

ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა, რუისი-აგარას ავტომაგისტრალი ვადაში ისევ ვერ ეტევა. მიზეზი ამჯერად ჩინური კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გახდა. უკვე მერამდენე წელია ქვეყნის მთავარი სატრასტპორტო არტერიის მშენებლობა დიდი შეფერხებით მიმდინარეობს და უხილავი ჯადო ვერაფრით მოეხსნა.

მაკა ხარაზიშვილი
25.11.2014

ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. დღეიდან სამომხმარებლო ბაზარზე მსუბუქი პანიკაა მოსალოდნელი. სპეციალისტების განცხადებით, ინფლაციური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა განმარტოს - რატომ დაეცა კურსი და რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას. "ბიზნეს-რეზონანსმა" საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა, თუმცა სებ-ში კომანტარი საჭიროდ არ ჩათვალეს.

მაკა ხარაზიშვილი
25.11.2014

  საქართველოს ბიუჯეტი ისევ გარღვევის ზღვარზეა. იმისთვის, რომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა შესრულდეს, ფინანსთა სამინისტრომ 2 თვეში 2 მილიარდ ლარამდე თანხის მობილიზება უნდა შეძლოს. ოქტომბერში ბიუჯეტში მხოლოდ 670 მილიონი ლარი შევიდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმისტური გათვლბით, ბიუჯეტის შესრულებას 300 მილიონ ლარამდე დააკლდება.

ელზა წიკლაური
25.11.2014

იმპორტიორები აქციზის ზრდას არ დაელოდნენ და თამბაქოს ნაწარმი უკვე 20-40 თეთრით გააძვირეს. ფასის მატება, ძირითადად, "ომეგას" ქსელის სიგარეტებს შეეხო: "ელემი", "ესე", "მარლბორო", "პარლამენტი", "კომეტი", "ბონდი" და სხვა. არადა, "საგადასახადო კოდესში" შესატანი ცვლილების თანახმად, თამბაქოზე აქციზი მხოლოდ 1-ლი იანვრიდან იზრდება.

მაკა ხარაზიშვილი
22.11.2014

"აირზენა" "აეროფლოტისგან" მიყენებულ ზარალს ითვლის. საქართველოში რუსული გიგანტის დაბრუნებამ ქართულ ავიაკომპანიას მოსკოვის რეისებზე მგზავრთა რაოდენობა 70%-ით შეუმცირა. დეკემბრის ბოლოდან საქართველოში შემოსვლას კიდევ ერთი რუსული კომპანია "ტრანსაერო" გეგმავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, "აირზენას" რუსეთის მიმართულებაზე საერთოდ უარის თქმა მოუხდეს.

ელზა წიკლაური
22.11.2014

ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში უპირატესობა მიენიჭოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს. ქართული კომპანიების პრივილეგირებულობას აკრიტიკებენ სპეციალისტები და აცხადებენ, რომ იგი მსო-ს რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ეს გამოიწვევს ბიუროკრატიის ზრდას თანმდევი ნეგატიური შედეგებით, რაც დაკავშირებულია კორუფციულ რისკთან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×