მაკა ხარაზიშვილი
13.08.2014

ივლისში ელექტროენერგიის გამომუშავება, შარშანდელთან შედარებით, 226 მილიონი კვტ/სთ-ით გაიზარდა. გვალვების მიუხედავად, წყალსაცავებში წყლის დონე არ შემცირებულა. უფრო მეტიც, ენერგოკომპანიებში აცხადებენ, რომ წარმოების თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობაც კია.

მაკა ხარაზიშვილი
12.08.2014

 სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი ზაფხულის მიწურულსაც კი საგრძნობლად ძვირია. მომხმარებელი უკვე ნერვიულობს, რომ სურსათი მომარაგების თვალსაზრისით, მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო რთული გაზაფხული ელის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ასეთი ძვირი ზაფხული მომხმარებელს არ ახსოვს. პროდუქტის გაძვირება რუსეთის ბაზრის გახსნასა და გვალვას უკავშირდება.

მაკა ხარაზიშვილი
12.08.2014

ქართული ცხვარი ექსპორტზე ვეღარ გადის. მეცხვარეთა ასოციაციის განცხადებით, ცხვრის ექსპორტირებისთვის აქტიური სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცხოეთში ერთი ცხვარიც კი არ გაყიდულა. სამაგიეროდ, დიდი მოთხოვნაა სომხურ ცხვარზე, რომლის ყიდვაც არაბული ქვეყნებისთვის უფრო სარფიანი გამოდგა.

მარი ჩიტაია
12.08.2014

ზაფხულის ცხელი დღეების გავლენა ნაყინის რეალიზაციასაც დაეტყო. წინა სეზონისგან განსხვავებით, ნაყინის გაყიდვის მაჩვენებელმა სავაჭრო ქსელებში 10-15%-ით მოიმატა, ხოლო კომპანიებში ნაყინის ბაზრის 7%-იან ზრდაზე საუბრობენ.

მაკა ხარაზიშვილი
09.08.2014

რუსული საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, უკრაინის მიმართულებით თვითმფრინავით მგზავრობა არ გაძვირდება. თუმცა, გაიზარდა ფრენის ხანგრძლივობა და მომატებულია საწვავის ხარჯიც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ უკრაინულმა ავიაკომპანიებმა, 1 თვის წინ, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვამდე, შეცვალეს მარშრუტი და უკრაინაში თურქეთის გავლით დაფრინავენ.

მაკა ხარაზიშვილი
08.08.2014

კახეთში ყურძნის მინიმალური ფასი ისევ 1 ლარი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რქაწითელთან ერთად, საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაც გადაწყვიტა. რთველი სტარტს 20 აგვისტოდან აიღებს. ამ დროისთვის გურჯაანში გაიხსნება სპეციალური შტაბი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სავარაუდოდ, გლეხებს ერთი მტევანიც არ უნდა დარჩეთ ჩაუბარებელი.

მარი ჩიტაია
07.08.2014

საბანკო მომხმარებლების უმეტესობა საკრედიტო ბარათებს არასწორად იყენებს. ყველაზე ხშირად ეს ბარათი ბანკომატებიდან თანხის გასანაღდებლად გამოიყენება, რაშიც ბანკები დამატებით 4-5%-ს იღებენ, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთები 36%-მდეა. მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათები ერთ-ერთი ძვირი პროდუქტია, მომხმარებლისთვის მაინც მიმზიდველია.

მაკა ხარაზიშვილი
07.08.2014

არაბრენდირებულ სადგურებზე რუსული ბენზინი გამოჩნდა. 1 ლიტრის ღირებულება 2 ლარია. საბითუმო ფასი კი 1,9 ლარის ფარგლებში მერყეობს. რუსული ბენზინი საქართველოში ფედერაციის ქალაქ ტუაფსედან შემოდის. ჯერჯერობით საქართველოში რუსული საწვავის წილი უმნიშვნელოა, თუმცა დაბალი ფასიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მისი მასშტაბი გაიზარდოს.

მაკა ხარაზიშვილი
06.08.2014

საავტომობილო გაზი 5 თეთრით გაძვირდა. ამის მიზეზი, გაზგასამართი სადგურების მშენებლობაში ჩადებული დიდი ინვესტიციაა. სპეციალისტები მოკლე პერიოდში საავტომობილო აირის კიდევ უფრო გაძვირებას გამორიცხავენ, ვინაიდან ავტომფლობელებისთვის ეს პროდუქტი, სწორედ, დაბალი ფასის გამოა მიმზიდველი.

მარი ჩიტაია
05.08.2014

"კაზანტიპის" ფესტივალის გამო, ანაკლიაში დასვენების საფასურმა ერთბაშად 400 პროცენტით მოიმატა. 20 აგვისტოდან, როგორც კი ფესტივალი დაიწყება, შარშანდელთან შედარებით, მომსახურების ღირებულება 800-1000 პროცენტით გაიზრდება.

მაკა ხარაზიშვილი
05.08.2014

ლარი დოლართან მიმართებაში პოზიციების სწრაფად გამყარებას განაგრძობს. ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის კურსით 1 დოლარი 1,7353 ლარი ღირს. სპეციალისტები ლარის კურსთან დაკავშირებით გრძელვადიან პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სეზონურობიდან გამომდინარე, ზაფხულში ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდება, პირიქით, სექტემბრამდე ლარის პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდება.

მაკა ხარაზიშვილი
05.08.2014

ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის 31 ივლისისთვის 1,8 მილიარდ ლარამდე შიდა ვალი აღნუსხა. ეს ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან შიდა ვალი 450 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ვალი, ძირითადად, ძვირადღირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მატულობს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×