სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    09.11.2013

    ფინანსური სექტორი ლარის კურსის გაუფასურების საფრთხეს ვერ ხედავს. ეროვნულ ბანკში ირწმუნებიან, სავალუტო ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება და კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა ჩვეულებრივი მომენტია. ფინანსსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ არათუ პანიკის, მოსახლეობას ოდნავი შეშფოთების საფუძველიც არ აქვს. ასეთი რწმენის საბაბს მათ ლარის კურსის სულ რაღაც ორიოდე პუნქტით გაზრდა აძლევს.

    მარი ჩიტაია
    09.11.2013

    ციტრუსის მოსავლის აღებას დასავლეთ საქართველოში მასობრივად 15 ნოემბრიდან შეუდგებიან. ქართველი მეციტრუსეების ინფორმაციით, გლეხებს უკმაყოფილების საბაბი არ აქვთ, რადგან რეალიზაციისთვის ყველა პირობაა, აჭარასა და გურიაში ციტრუსის მიმღები პუნქტები მზადაა.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.11.2013

    დეკემბრიდან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ეკონომისტები ელიან, რომ მთავრობა არჩევანს სტატისტიკოსზე, პროფესიონალ და ამ დარგში გამოცდილ ადამიანზე შეაჩერებს. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე საპარტნიორო ფონდის ანალიტიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.11.2013

    დოლარი ისევ გაძვირდა. თითქმის სამი წელია, ლარი ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა. ეკონომისტები ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის კუთხით ამ პროცესს დადებითად აფასებენ, თუმცა ამასთანვე აღნიშნავენ, რომ კურსის მკვეთრი ვარდნა არ უნდა მოხდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ლარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლადაც დაეცა. კურსის მერყეობის შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური პროცესები ფასების ზრდას გამოიწვევს, ეს კი, გარკვეულწილად, საბიუჯეტო შემოსავლების მატებას შეუწყობს ხელს. სხვათა შორის, ბიუჯეტში შემოსავლების გასაზრდელად ამ ბერკეტს ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა.

    მარი ჩიტაია
    08.11.2013

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ქართული პროდუქტით მარაგდება. რუსულთან ერთად, ადგილობრივებში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს როგორც კვების პროდუქტები, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯიც კი. სარეალიზაციო პროდუქციის შესაძენად აფხაზებიც ე.წ. საზღვარზე უპრობლემოდ გადმოდიან. ამისთვის აუცილებელია პირადი საბუთების მოწესრიგება და "მცირე გასამრჯელო" სეპარატისტებისა და რუსი მესაზღვრეებისთვის.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.11.2013

    "საქართველოს რკინიგზაში" კრიზისი ღრმავდება. კომპანიამ 6 თვეში მხოლოდ 41,856 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. მკვეთრად არის შემცირებული ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელიც. რას უკავშირდება ასეთი დაღმასვლა "რეზონანსმა" "საქართველოს რკინიგზისგან" პასუხი ვერ მიიღო.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.11.2013

    ნაციონალურ მოძრაობას წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის ჩავარდნის ისევ "ეიმედება". პარტიაში აცხადებენ, რომ 2 თვეში ფინანსთა სამინისტრომ 1,8 მილიარდი ლარის გადასახადების მოგროვება უნდა შეძლოს, რაც არსებული "ეკონომიკური კრიზისის" პირობებში შეუძლებელია. ექსპერტების ნაწილი ასევე შიშობს, რომ ბიუჯეტის შესრულების მხრივ, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს.

    მარი ჩიტაია
    06.11.2013

    მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ პროექტზე მუშაობს. სპეციალურად ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობას დაემატება ახალი სააგენტო, რომელიც ხელისუფლებას მცირე მეწარმეობის განვითარების გეგმას წარუდგენს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის საკანონმდებლო ცვლილების გატარებას არ აპირებს, მაგრამ აქტიურად მუშაობს დარგის ხელშემწყობ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ახალი სააგენტოს გახსნა იგეგმება.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.11.2013

    ხორბალის ნათესებმა ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბალი 80 ათას ჰექტარზე დაითესა, სავარაუდო მოსავალი კი 210 ათასი ტონა იქნება. ასეთი მაღალი მოსავალი 2003 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ამასთანავე მიმდინარეობს ხორბლის ჯიშების გამოცდის პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.11.2013

    "ხუდონჰესის" აშენების პერსპექტივა მიზერულიც აღარ არის. სასწორის მეორე მხარეს სვანების სიცოცხლე დაიდო. წმინდა გიორგის ხატს სვანეთის გადარჩენა უკვე მეორედ შეჰფიცეს. ამ უზარმაზარი ჰესის აშენების აუცილებლობას ენერგეტიკოსთა ნაწილიც ვერ ხედავს. "ხუდონის" გარეშე, 2020 წლისთვის, ელექტროენერგიის წარმოება მოთხოვნას 8 მლრდ კვტ/სთ-ით გადააჭარბებს. შესაბამისად, ექსპორტზე გასატანი ელექტროენერგია ისედაც უხვად იქნება. მით უმეტეს, როგორც ექსპერტები ასაბუთებენ, "ხუდონისგან" 8 სვანური სოფლის დატბორვის საპირწონედ ქვეყანა ბევრს ისედაც ვერაფერს მიიღებს.

    ელზა წიკლაური
    05.11.2013

    2013 წლის 9 თვეში საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი 1,7%-ით გაიზარდა, მეზობელ სომხეთში კი ეკონომიკურმა ზრდამ 3,3% შეადგინა, აზერბაიჯანში - 5,4%, რუსეთის ეკონომიკა კი 1,8%-ით გაიზარდა. ოთხივე ქვეყანაში მშპ-ს მაჩვენებელი საპროგნოზოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ერთადერთი სამეზობლოში არის თურქეთი, სადაც ეკონომიკის ზრდამ საპროგნოზო 3,5%-ს უკვე გადააჭარბა, თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლეულს მშპ 4,4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა უკრაინას და ბელორუსს, ორივე ქვეყანაში მშპ-ს მაჩვენებელმა 1,1% შეადგინა.

    მარი ჩიტაია
    02.11.2013

    ნავთობიმპორტიორები ქართულ ბაზარზე ფასების გადახედვას არ ჩქარობენ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბირჟებზე საწვავის ფასი დაბლა მოექანება, ქართველი იმპორტიორები საწვავს, შეიძლება ითქვას, პრინციპულად არ აიაფებენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×