სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    02.11.2013

    სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა. მცირედით დაიზოგა თანხა გარკვეულ ხარჯებთან მიმართებაშიც. აღსანიშნავია ის, რომ 9 თვის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასეულ ათასობით ლარი საიდუმლოდ დაიხარჯა, ხოლო 2013 წლის ბიუჯეტს, საგარეო ვალდებულებების მიმართულებით, ყველაზე ძვირი ევრობონდების მომსახურება უჯდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.11.2013

    სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გაცემა აღდგება. ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც მიწების 2015 წლამდე ყიდვა აეკრძალათ, იჯარით სარგებლობა შეეძლებათ. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მიწების დროებით სარგებლობაში გადაცემის მაქსიმალური ზღვარი 49 წელია. იჯარის აღდგენის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.11.2013

    მანგანუმის მოპოვებისთვის მოსაკრებელი გაიზრდება. ამ წიაღირსეულით სარგებლობისთვის კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" სიმბოლურ მოსაკრებელს - 1,2 თეთრს იხდის. ამჯერად მოსაკრებელი 25 თეთრამდე გაიზრდება. მიუხედავად ასეთი მატებისა, ეს იქნება ამ წიაღისეულით სარგებლობის ყველაზე დაბალი გადასახადი. მანგანუმის მოპოვებაზე მოსაკრებელი სპეციალურად მთავრობის მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს შემცირდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    31.10.2013

    9 თვეში მთლიანი შიგა პროდუქტი 1,7%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება მთავრობის 6%-იან პროგნოზს. უკვე ხელისუფლებაშიც აღიარებენ, რომ 3%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი მიღწევა იქნება.

    მარი ჩიტაია
    31.10.2013

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მომხმარებლებს საკომისიოს თვითნებურად აკისრებენ. სათანადო გაფრთხილების გარეშე საკომისიოს დაკისრება არერთი მომხმარებლის უკმაყოფილების საფუძველი მრავალჯერ გახდა. როგორც აღმოჩნდა, მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს ეპიზოდურად, რაც ამ ბიზნესში გაჩენილ ფინანსურ პრობლემაზე მეტყველებს.

    მარიამ აფციაური
    31.10.2013

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახალი აეროპორტის აშენებას არ გამორიცხავს, თუმცა წინა ხელისუფლების მიერ თურქულ კომპანია "ტავთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობას არ აქვს უფლება 150 კილომეტრის რადიუსში ახალი ააშენოს. ამას კომპანიების ნაწილი უარყოფითად აფასებს და არსებული პუნქტის ამოღებას ითხოვს. ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია "ტავს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციასა და ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

    მარი ჩიტაია
    30.10.2013

    რუსეთის სანიტარიული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გენადი ონიშჩენკოს წასვლა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ვერაფერს შეცვლის. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ პერსონების შეცვლა ამ ურთიერთობებს ვერას დააკლებს და ვერც ვერაფერს შესძენს.

    მაკა ხარაზიშვილი
    30.10.2013

    კოაბიტაციის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ზრდის პირველი პროგნოზი უკვე კეთდება. მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალურად "რეზონანსისთვის" მოწოდებული პროგნოზის მიხედვით, გაისად ეკონომიკური ზრდა 5-6%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ასევე, საიმედო გათვლები კეთდება უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით.

    მარი ჩიტაია
    29.10.2013

    თბილისში საცალო ბიზნესს პრობლემები აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, კომპანიებს გაკოტრების საფრთხე სავაჭრო ობიექტების მოზღვავებამ და სექტორში კონკურენციის ზრდამ შეუქმნა. როდესაც ერთ საცხოვრებელ კორპუსზე, ლამის, 3 სასურსათო მაღაზია მოდის, ცხადია, პრობლემის დაძლევა ნებისმიერი კომპანიისთვის რთულია, მათ შორის, ბაზრის მსხვილი მოთამაშეეებისთვისაც.

    ელზა წიკლაური
    28.10.2013

    საქართველოში ნავთობმოპოვებისა და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება დაყადაღებულია, - ასეთ განცხადებას აკეთებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი ენერგეტიკულ და ბიოლოგიურ საკითხებში არჩილ ქავთარაძე და მიაჩნია, რომ ქვეყანამ არსებული ნავთობრესურსების გამოყენება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.10.2013

    საქართველოს ჯანდაცვის სექტორს ნელ-ნელა თურქული კომპანიები იპყრობენ. აგვისტოში თურქმა ინვესტორებმა ჯერ 5 საავადმყოფო შეიძინეს, შემდეგ ახალი სადაზღვევო კომპანია დააარსეს, რომელიც სამედიცინო განხრაზე იქნება ორიენტირებული.

    მარი ჩიტაია
    26.10.2013

    სამომხმარებლო ბაზარზე საფასო ცვლილებებია. გაძვირდა რამდენიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, მათ შორის ისეთიც, რომლის დეფიციტი არ არის. ასეთია ყურძენი, კარტოფილი, კომბოსტო და მწვანილი. მთელი სეზონის განმავლობაში არ გაიაფებულა პომიდორი. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი უხვი იყო, პომიდვრის ფასი 1 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×