სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    06.08.2013

    დასავლეთ საქართველოში სტიქიამ სიმინდის ყანების დიდი ნაწილი ძლიერ დააზიანა. მოსახლეობის ვარაუდით, მოსავალი შეუმცირდებათ, რამდენიმე რაიონში, შეიძლება, განახევრდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამინდი თავდაპირველად საუკეთესო იყო და დიდ მოსავალსაც ელოდნენ, თუმცა, სტიქიის გამო, ყანების ნაწილი განადგურდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.08.2013

    ქართველი ექსპორტიორები ამერიკაში პროდუქტის გატანისას GSPსისტემით ვეღარ ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკაში ქართული ნაწარმი გაძვირდება და მათი კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება.

    მარი ჩიტაია
    03.08.2013

    აჭარაში ციტრუსის რუსეთში გასატანად სამზადისი დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტრანსპორტირებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მალე ქართული ციტრუსი ახალი ტექნოლოგიებით დახარისხდება და დაფასოვდება.

    მარი ჩიტაია
    02.08.2013

    დასავლეთ საქართველოში თხილის დიდ მოსავალს ელოდებიან. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეზონზე 20-30 პროცენტით მეტ მოსავალს მიიღებენ. ზუსტად ასეთია ქართველი მეწარმეების მოლოდინიც. მათი თქმით, თუ ამინდი გაამართლებს და მოსავალი ხარისხიანი იქნება, ფასზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს.

    ელზა წიკლაური
    02.08.2013

    საგარეო ვალის შემცირება დაიწყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში მთავრობამ 87 მლნ დოლარის ვალდებულება გაისტუმრა. თუ 2012 წლის დეკემბერში მთლიანი სამთავრობო ვალი 3,997 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2013 წლის ივნისის მონაცემებით, მისი მოცულობა 3,910 მლრდ-მდე ჩამოვიდა. ვალის ნაწილი გაისტუმრა ეროვნულმა ბანკმაც, ბოლო 6 თვეში სებ-ის საგარეო ვალის მოცულობა 142 მლნ ლარით შემცირდა. საერთო ჯამში, 2013 წლის 6 თვეში სახელმწიფოს მთლიანი საგარეო ვალიდან უკვე 230 მლნ ლარამდეა აქვს გასტუმრებული.

    მარი ჩიტაია
    02.08.2013

    წლის პირველი ნახევარი უძრავი ქონების ბაზრისთვის მეტად რთული აღმოჩნდა. ექსპერტებისა და დეველოპერების განცხადებით, მოთხოვნა შემცირდა როგორც ახალი, ასევე მეორადი საცხოვრებელი ფართების მიმართ. ბოლო დროს ხშირად კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელიც რეალურ საბაზრო ტენდენციას მანცდამაინც არ შეესაბამება.

    მარი ჩიტაია
    01.08.2013

    რუსეთში ქართული მინერალური წყლებისა და ღვინის მიმართ მოთხოვნა მაღალია. ემბარგოს შემდეგ რუსულ ბაზარზე 1 800 000 ბოთლამდე მინერალური წყლის და ამავე რაოდენობის ღვინის ექსპორტია განხორციელებული.

    ნატა გიორგაძე
    01.08.2013

    კახეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა უკვე რამდენიმე დღეა, ერთიმეორის მიყოლებით ისეტყვება. ხანგრძლივმა უამინდობამ მძიმე შედეგი მოიტანა. ოთხივე რეგიონში განადგურებულია სასოფლო სავარგულები, ვენახები, დატბორილია სახლები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. წინასწარი მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 4 მლნ ლარს აღემატება. აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.08.2013

    ივნისში მთლიანი შიგა პროდუქტი 0,8%-ით შემცირდა, თუმცა 6 თვის მონაცემებით მშპ 1,8%-ითაა გაზრდილი. ექსპერტების ნაწილი, ეკონომიკურ უკუსვლაში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს, ვინაიდან ინფლაციის წასახალისებლად სებ-ი ეფექტურ გადაწყვეტილებას არ იღებს. უფრო მეტიც, ექსპერტებს იმის ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ სებ-ის უმოქმედობა მიზანმიმართულია. ნაცმოძრაობა კი ივნისში ეკონომიკურ ვარდნას მთავრობის უნიათობით ხსნის.

    ელზა წიკლაური
    01.08.2013

    აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ზაფხულის სეზონზე ტურისტების რაოდენობამ იმატა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სეზონის გახსნიდან 2 თვეში "რესპუბლიკაში" უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი უკვე 25%-ით გაიზარდა. ტურისტების ზრდის ერთ-ერთ არგუმენტად ტუროპერატორები ახალი დაწესებულებების გახსნას და იაფ ფასებს ასახელებენ. აფხაზეთში დასვენება დღე-ღამეში 300 რუბლიდან (15-16 ლარი) იწყება და 4 ათას რუბლამდე (220-230 ლარი) ადის, თუმცა ამ ფასად მხოლოდ ბიზნეს-ნომრებია და იქ რიგითი ტურისტი არ ბინავდება.

    ელზა წიკლაური
    31.07.2013

    სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტმა მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და მიწების სტატუსის შეცვლა გაამკაცრა. თუ აქამდე მიწის სტატუსის შეცვლა რიგით მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლო, ამიერიდან მთავრობა გამოსცემს სპეციალურ დადგენილებას, სადაც გაიწერება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიწის სტატუსის შეცვლა. ამ გადაწყვეტილებამდე პარლამენტი ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა მიიყვანა, როდესაც მორატორიუმის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის სტატუსის შეცვლა და შემდგომ მისი გაყიდვა ხდებოდა.

    ელზა წიკლაური
    30.07.2013

    კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა დიდი სისწრაფით იზრდება. 2013 წლის პირველ კვარტალში იმ ბანკებმა, რომლებსაც ასეთი ქონების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებული აქვთ, სულ 79,8 მლნ ლარი დაისაკუთრეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4 მლნ ლარით მეტია. 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 10-მა კომერციულმა ბანკმა სულ 71,4 მლნ ლარის უძრავ-მოძრავი ქონება ჩაიგდო ხელში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved