სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    01.08.2013

    ივნისში მთლიანი შიგა პროდუქტი 0,8%-ით შემცირდა, თუმცა 6 თვის მონაცემებით მშპ 1,8%-ითაა გაზრდილი. ექსპერტების ნაწილი, ეკონომიკურ უკუსვლაში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს, ვინაიდან ინფლაციის წასახალისებლად სებ-ი ეფექტურ გადაწყვეტილებას არ იღებს. უფრო მეტიც, ექსპერტებს იმის ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ სებ-ის უმოქმედობა მიზანმიმართულია. ნაცმოძრაობა კი ივნისში ეკონომიკურ ვარდნას მთავრობის უნიათობით ხსნის.

    ელზა წიკლაური
    01.08.2013

    აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ზაფხულის სეზონზე ტურისტების რაოდენობამ იმატა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სეზონის გახსნიდან 2 თვეში "რესპუბლიკაში" უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი უკვე 25%-ით გაიზარდა. ტურისტების ზრდის ერთ-ერთ არგუმენტად ტუროპერატორები ახალი დაწესებულებების გახსნას და იაფ ფასებს ასახელებენ. აფხაზეთში დასვენება დღე-ღამეში 300 რუბლიდან (15-16 ლარი) იწყება და 4 ათას რუბლამდე (220-230 ლარი) ადის, თუმცა ამ ფასად მხოლოდ ბიზნეს-ნომრებია და იქ რიგითი ტურისტი არ ბინავდება.

    ელზა წიკლაური
    31.07.2013

    სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტმა მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და მიწების სტატუსის შეცვლა გაამკაცრა. თუ აქამდე მიწის სტატუსის შეცვლა რიგით მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლო, ამიერიდან მთავრობა გამოსცემს სპეციალურ დადგენილებას, სადაც გაიწერება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიწის სტატუსის შეცვლა. ამ გადაწყვეტილებამდე პარლამენტი ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა მიიყვანა, როდესაც მორატორიუმის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის სტატუსის შეცვლა და შემდგომ მისი გაყიდვა ხდებოდა.

    ელზა წიკლაური
    30.07.2013

    კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა დიდი სისწრაფით იზრდება. 2013 წლის პირველ კვარტალში იმ ბანკებმა, რომლებსაც ასეთი ქონების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებული აქვთ, სულ 79,8 მლნ ლარი დაისაკუთრეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4 მლნ ლარით მეტია. 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 10-მა კომერციულმა ბანკმა სულ 71,4 მლნ ლარის უძრავ-მოძრავი ქონება ჩაიგდო ხელში.

    მარი ჩიტაია
    30.07.2013

    თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს ინდუსტრიასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობისა და შესაბამისად მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესების შესუსტებაზე პირველ განცხადებას აკეთებს. ალიანსში მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობაში დარჩნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი თამბაქოს ბიზნესებს განაგებს, მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან და შედეგად კი, თამბაქოს კონტროლის გამოცხადებული პროცესი შეიძლება ჩიხში მოექცეს.

    მარი ჩიტაია
    30.07.2013

    საზღვაო აქსესუარების შესაძენად დამსვენებელთა უმეტესობა თანხის დაზოგვას ამჯობინებს. ასე ფიქრობენ სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი გაყიდვებით უკმაყოფილოა. ტანსაცმლის მაღაზიებში ამბობენ, რომ სეზონზე ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ საზღვაო აქსესუარებზეა, თუმცა ძვირიან სეგმენტში მომხმარებელი ბევრად პასიურია და მათი უმრავლესობა იაფი საქონლის შეძენითაც კმაყოფილდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    30.07.2013

    წლეულს, შიდა ქართლში განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ვაშლი მოვიდა. მოსავალი სიუხვითაც გამოირჩევა. ახლა ქართლელების სადარდებელი ვაშლის გაყიდვაა, რომლის კრეფაც სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.

    მარი ჩიტაია
    27.07.2013

    იმპორტირებული თევზი გაძვირდა. ადგილობრივი თევზის პროდუქტებს კი ფასთა ცვლილება არ შეხებია. ქართველი მეწარმეების ინფორმაციით, ადგილობრივი თევზი ერთი თვის წინ მცირედით გაიაფდა, მას შემდეგ ფასი არ შეცვლილა.

    მარი ჩიტაია
    27.07.2013

    საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება. მასში გაიწერება ყველა ის საკითხი, რაც ქართული ეკონომიკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. სპეციალისტების განმარტებით, ახალი პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს საინვესტიციო ფონდი, რომელიც ეკონომიკურ პროექტებს დააფინანსებს. სტრატეგიის შექმნა გადაწყდა გუშინ, პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრაზე.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.07.2013

    ქართული ბანკებისთვის ივნისი წარმატებული გამოდგა - მოგების მაჩვენებელი გაიზარდა, ასევე მოიმატა დაკრედიტების მოცულობამ. ამ დროისთვის საქართველოში სულ 20 ბანკია და ამ ბანკებში 74,2% უცხოური კაპიტალია. ბანკები ყველაზე მეტ ფულს ვაჭრობაში დებენ, შემდეგ მოდის მრეწველობა და მშენებლობა.

    ელზა წიკლაური
    26.07.2013

    ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ისევ იზრდება. ეროვნული ბანკის 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების საერთო რაოდენობა 265.97 მლნ ლარს აღემატება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.4%-ით მეტია. ამასთან, წინა წლის ივნისთან შედარებით 30.4%-ითაა გაზრდილი მთლიანი უმოქმედო სესხების მოცულობაც.

    მარი ჩიტაია
    25.07.2013

    საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ნავთობკომპანიები ამ პროცესს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. სპეციალისტების ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფასების ისეთი მკვეთრი ცვლა არ მომხდარა, რომ მას საქართველოში დიზელისა და ბენზინის გაძვირებაზე მოეხდინა გავლენა. 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი, "პლატცის" მიხედვით, დაახლოებით 70-80 დოლარით გაიზარდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved