მაკა ხარაზიშვილი
10.04.2014

ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტული დარგი გახდა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო სხვადასხვა პროექტის შექმნა, რომელმაც ამ დარგის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. შეიქმნა "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი", შემუშავდა "შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი", უკვე მეორე წელია მცირემიწიანი ფერმერებისთვის ხორციელდება სპციალური დახმარების პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს სარწყავი და სადრენჟე არხებზე სამუშაოები, გაიზარდა სურსათის უვნებლობის კუთხით ინსპექტირების რიცხვი.

მარიამ აფციაური
10.04.2014

სამკურნალო ტურიზმის პოტენციალი მზარდია. წინა წლებთან შედარებით, 2014 წელს დამსვენებელთა რაოდენობამ, საშუალოდ, 23%-ით მოიმატა. ვიზიტორების ზრდასთან ერთად იწყება სასტუმროების მშენებლობაც. ამჟამად გრიგოლეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 3 ობიექტზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, 2015 წელს დასრულდება. ასევე დაწყებულია მშენებლობები წყალტუბოში, ლიკანსა და ბორჯომში.

მარი ჩიტაია
09.04.2014

საქართველოში უკრაინული ინვესტიციების მოცულობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს 2013 წელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა რჩება საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად, საინვესტიციო მონაცემები არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება. სავარაუდოდ, 2014 წლისთვის ამ ქვეყნიდან ინვესტიციებიც შემცირდება და სავაჭრო ურთიერთობებიც კლებისკენ წავა.

მარი ჩიტაია
09.04.2014

წლის ბოლომდე საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად "სახელმწიფო ბანკი" ჩამოყალიბდება. პროექტი მთავრობის მიერაა ინიცირებული. ახალი ფინანსური უწყების მისია იქნება ისეთივე, რაც საპარტნიორო ფონდს აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
09.04.2014

ხუდონჰესის მშენებლობა კიდევ ერთხელ გადაიდო. როგორც ჩანს, მთავრობა წინასაარჩევნოდ სვანების გაღიზიანებასა და აზომვითი სამუშაოების იძულებით ჩატარებას მოერიდა. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკისთვის" მშენებლობის ნებართვის მიღების ვადები გადაეწია.

ელზა წიკლაური
08.04.2014

თბილისის შემოვლითი რკინიგზა, მუსიკისა და დრამის თეატრი რიყეზე, "ძთელი თბილისის ახალი სიცოცხლე", იაფი ბაზრობები ყველა უბანში - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წინა ხელისუფლებამ დედაქალაქში დაიწყო, თუმცა ნაწილი თავად შეაჩერა, ნაწილი კი ახალმა ხელისუფლებამ დროებით "დააკონსერვა". არადა, ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით, 550 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მაკა ხარაზიშვილი
08.04.2014

რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს დანიშნავს. მონოპოლია თითქმის ყველა სფეროშია, განსაკუთრებით, - ხორბლის ბაზარზე, ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტულ და კვების სფეროებში. სპეციალისტების აზრით, სააგენტოს პროფესიონალებით დაკომპლექტებისა და გამართული მუშაობისთვის კარგი დაფინანსებაა საჭირო. სახელმწიფო ბიუჯეტში კი სააგენტოსთვის თითქმის იმდენივეა გაწერილი, რამდენიც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის 2 წლის ანაზღაურებაა.

ელზა წიკლაური
08.04.2014

საქართველოში საშემოსავლო გადასახადი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მცირეა, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითად, თუ ჩვენთან საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, რუსეთში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, უკრაინაში - 15%-ს და ა.შ. თანაც, თითქმის ყველგან აღნიშნული გადასახადი დიფერენცირებულია და პროცენტული მაჩვენებელი იმის მიხედვით დგინდება, თვეში ხელფასის სახით ვინ რა შემოსავალს იღებს.

მაკა ხარაზიშვილი
08.04.2014

იმპორტიორებს, არაკეთილსაიმედო ქვეყნებში, ინსპექტორების გამგზავრების დაფინანსება უძვირდებათ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აქამდე არსებული დაბალი ტარიფები, ინსპექტორების მივლინების ხარჯებს ვერ ფარავდა, ამიტომ მათი გაზრდა გახდა საჭირო.

ელზა წიკლაური
08.04.2014

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და მთავრობას დაზარალებული ბიზნესმენების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. "ასე პირში წყლის ჩაგუბება და წაყრუება წელიწადნახევრის განმავლობაში როგორ შეიძლება? - მიმართავს ბიზნესმენი ხელისუფლებას და სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ვასაძე ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთ ბიზნესმენისთვის წართმეული ქონების დაბრუნება არ მომხდარა.

მარიამ ხიდაშელი
08.04.2014

ქართულ ცხვარს უცხოელები აღარ სწყალობენ, მიზეზი კი მაღალი ფასია. 2010 წელს ცხვრის გაზრდილი ექსპორტით გახარებულმა მეცხვარეებმა ფასიც გაზარდეს, ახლა კი ექსპორტის ჩავარდნაზე საუბრობენ.

მაკა ხარაზიშვილი
05.04.2014

არაბების შემდეგ ფოთის ინდუსტრიული ზონა ირანელებმაც დატოვეს. ექსპერტების განცხადებით, ამგვარ ზონებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვინაიდან უფუნქციო ზონა, რომელიც ბიზნეს აქტივობის კერად უნდა ქცეულიყო, ქვეყნის იმეჯზეც ცუდად მოქმედებს. ეს კი, თავის მხრივ, ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×