სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    20.08.2013

    მარი ჩიტაია

    "ტრაქტორების საქმეზე" გამოძიება გრძელდება. დაკავებული მაღალჩინოსნები და მეცნიერები გირაოთი გაათავისუფლეს. ამჯერად, საზოგადოების დიდი ნაწილი მათთვის ბრალის მოხსნის გადაწყვეტილებას ელოდება. სხვადასხვა დასკვნის საფუძველზე დასტურდება, რომ "ნიუ ჰოლანდის" მიერ წარმოებულ ტრაქტორებს "ზეტორ ფროქსიმას" ტრაქტორები ყველა მახასიათებლის მიხედვით სჯობნის. შესაბამისად, განადგურების პირას მყოფი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის "ზეტორის" წარმოებული მაღალი სიმძლავრის მქონე ტრაქტორების შესყიდვა უმნიშვნელოვანესი იყო.

    ელზა წიკლაური
    20.08.2013

    კახეთი, სამეგრელო, აჭარა და ახლა უკვე გურია - სტიქიამ, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს რამდენჯერმე დაატყდა თავს, მოსახლეობა სერიოზულად აზარალა. ხანგრძლივმა უამინდობამ თავისი მძიმე შედეგები მოიტანა, ოთხივე რეგიონში განადგურდა სასოფლო სავარგულები, ვენახები, დაიტბორა სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. გურიაში კი, სადაც ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, მეწყერსაშიში ზონები წარმოიქმნა, რის გამოც რამდენიმე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

    მარი ჩიტაია
    20.08.2013

    უცხოელი ტურისტების მატება გიდის მომსახურების სერვისსაც დაეტყო, მათზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავის მხრივ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სპეციალური ღონისძიებების გატარებაც დასჭირდა, რომ ტურისტისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც გადაადგილება, ასევე ქვეყნის ღირშესანიშნაობების გაცნობა.

    ელზა წიკლაური
    17.08.2013

    პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, პოლიტრეპრესირებულები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. ასაკით პენსიონერების პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. ასევე 150 ლარამდე გაიზრდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირების პენსია (70 ლარიდან), ბავშვების (70 ლარიდან), მარჩენალდაკარგულებისა (55 ლარიდან) და პოლიტრეპრესირებულების (55 ლარიანი) პენსია 100 ლარამდე მოიმატებს.

    მარი ჩიტაია
    17.08.2013

    "შეღავათიანი აგროკრედიტის" მიმართ მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. დიდი მოცულობის თანხებია გაცემული პროექტის პირველ სამ კომპონენტში. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოთხოვნის ზრდას ვარაუდობენ მეხუთე კომპონენტშიც, რომელიც პროექტს ამ რამდენიმე დღის წინ დაემატა და მეღვინეობის სფეროს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 400 სესხი მეცხოველეობის სექტორში გაიცა.

    ნატა გიორგაძე
    17.08.2013

    საბანკო სექტორის შემდეგ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების შესაძლო, შეჩერებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა აღსრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე. მანამდე მორატორიუმის შესახებ მომზადებული კანონპროექტი კომერციულმა ბანკებმაც გააკრიტიკეს.

    მარი ჩიტაია
    17.08.2013

      საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით - 3.75%-მდე შეემცირებინა, საბანკო სფეროს ექსპერტთა კრიტიკა მოჰყვა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ინფლაციის პროცესს ვერ წაახალისებს, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

    მარი ჩიტაია
    15.08.2013

    საქართველოს მთავრობა რთველი - 2013-ის ჩასატარებლად აქტიური ღონისძიების გატარებას შეუდგა. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ბაზარზე თამაშის ახალი წესების დამკვიდრებას უზრუნველყოფს. ამიტომ წლეულს რთველის სუბსიდირებაც სხვა პრინციპით მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან, გლეხებს მისი რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ.

    ელზა წიკლაური
    15.08.2013

     დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების შემოწმებას იწყებს. შემოწმების პროცესი მიმდინარე კვირას დაიწყება და როგორც აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, სავარუდოდ, ერთი თვის განმავლობაში გასტანს. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული ინიციატივა თავად სადაზღვევოებს ეკუთვნით და საბოლოო დასკვნის შემდეგ, კომპანიებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე უკვე მთავრობა იმსჯელებს.

    მარი ჩიტაია
    14.08.2013

    მეორადი ავტომობილების იმპორტიორებს გაყიდვა შეუმცირდათ. მართალია, ქართული კომპანიების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი რეალიზაციის კლებაზე საუბრობს, მაგრამ არსებობს საპირისპირო ტენდენციაც. ავტოდილერების ნაწილი არსებული მდგომარეობით კმაყოფილია, თუმცა ასეთი, "რეზონანსის" გამოკითხვით, ძალიან ცოტა აღმოჩნდა.

    მარი ჩიტაია
    14.08.2013

    თვის ბოლომდე რუსეთში ქართული ხილი და ბოსტნეული შევა. ექსპორტზე, პირველ ეტაპზე, დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე პროდუქციას, კერძოდ, თხილს, ჩაის და მშრალ ხილს გაიტანენ. მანამდე კი მცენარეული პროდუქტის სერტიფიცირების მექანიზმს "როსსელხოზნადზორის" ექსპერტები შეისწავლიან.

    ელზა წიკლაური
    13.08.2013

    ივლისში მოსულმა ჭარბი რაოდენობით ნალექმა და უამინდობამ აჭარის ტურისტული ობიექტების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. დამსვენებლების დეფიციტი განსაკუთრებით კერძო სექტორზე აისახა. ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ ივლისის უამინდობის გამო, მათი შემოსავალი, 2012 წელთან შედარებით, თითქმის 2-3 ათასით ლარით შემცირდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×