სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    22.10.2013

    ქართული ჩირის მიმართ მოთხოვნა იზრდება. მეწარმეების ინფორმაციით, ჩვენს პროდუქტს უკვე კარგად იცნობენ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ქართული ჩირი ერთ-ერთ წინა პოზიციაზეა იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომელიც რუსეთის ბაზარში უახლოეს პერიოდში შევა. იქ მისი ცნობადობა ძალიან მაღალია, თუმცა ემბარგომდე დაკავებული ადგილის დასაბრუნებლად მეწარმეებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.10.2013

    სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელი კომპანიების მდგომარეობა უფრო მძიმდება. "საქართველოს ბანკის" შემდეგ სწრაფი აპარატებით მობილურზე თანხის უპროცენტოდ ჩარიცხვას "თიბისი ფეიც" სთავაზობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.10.2013

    ხელისუფლებაში დაგროვებით პენსიაზე საუბარი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ხუმრობა ჰგონიათ. მათ მიაჩნიათ, რომ "ეკონომიკა დაქცეული" ქვეყანისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა შორეული პერსპექტივაა. ექსპერტები კი ამ ფაქტში სახუმაროს ვერაფერს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ საპენსიო რეფორმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო, პენსიისთვის გაწეული ხარჯი ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს.

    ელზა წიკლაური
    18.10.2013

    მთავრობის ეკონომიკური გუნდის 2-მილიარდიანი საინვესტიციო პროგნოზი ისევ ვერ მართლდება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უხვ უცხოურ ინვესტიციებს უკვე მომავალი წლისთვის ელოდება. არადა, წლის დასაწყისში როგორც ფინანსთა, ასევე ეკონომიკის მინისტრი ირწმუნებოდა, რომ 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.10.2013

     რუსეთის ეკონომიკას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შენახვა ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარი უჯდება. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 92% კრემლიდან ივსება. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისთვის, ერთ სულზე გაანგარიშებით, გაცილებით მეტი იხარჯება, ვიდრე საქართველოში და თავად რუსეთშიც კი.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.10.2013

    აშშ-ს საგარეო ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით სენატში გუშინ გვიანობამდე შეთანხმება ვერ მოხერხდა. უკვე მესამე კვირაა რესპუბლიკელები მსოფლიოს ფინანსური ბაზრების ნერვებზე თამაშობენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეთანხმება ბოლო წამს, მაგრამ მაინც შედგება. ამ დროისთვის აშშ-ს საგარეო ვალი 16.7-ტრილიონი დოლარია. ქვეყნის წლიური დეფიციტი კი ბოლო 4 წელიწადია, ყოველწლიურად ტრილიონ დოლარს აღემატება.

    მარი ჩიტაია
    17.10.2013

    დაფნის წარმოების მიმართ მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა. დასავლეთ საქართველოში არსებულ საწარმოებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წელია, მოსახლეობა ძალიან არის დაინტერესებული დაფნის მოშენებით და ამ მხრივ მხოლოდ რუსეთის ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. წარმოების ზრდა, ქართველი მეწარმეების განცხადებით, ზოგადად საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნითაა გამოწვეული.

    მარიამ აფციაური
    17.10.2013

    ქვეყანაში ტურისტთა შემოდინებამ მოიმატა, რასაც სასტუმროების, კოტეჯებისა და "გესთჰაუზების" ზრდა მოჰყვა. ამჟამად საქართველოს მასშტაბით სულ 1053 სასტუმრო ობიექტია, რასაც კიდევ 53 დაემატება. ეს მცირე ჩამონათვალია იმ მშენებლობებიდან, რაც ხორციელდება.

    მარიამ აფციაური
    17.10.2013

    ქუთაისის აეროპორტში რეისების ინტენსივობა იმატებს. მიზეზად ბილეთზე დაბალი ფასი სახელდება. გაიზარდა ფრენის სიხშირე დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით, რამდენიმე თვეში ავიაკომპანია "ვიზ ეარის" მიერ მოხდება ახალი ავიაბაზრის - ლვოვისა და ვილნიუსის - ათვისება. რეისების ზრდასთან ერთად, მგზავრთა ნაკადიც მატულობს. აეროპორტი ყოველდღიურად 700-ზე მეტ ადამიანს ემსახურება.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.10.2013

    საქართველოს ბიუჯეტმა 4 წელიწადში 2 მილიარდამდე საგარეო ვალი უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ქვეყანა 3 მილიარდამდე ახალ ვალს აიღებს. ექსპერტების განცხადებით, მთავარია, რომ საგარეო ვალმა მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვარს - 30%-ს არ გადააჭარბოს.

    მარი ჩიტაია
    16.10.2013

    ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის რუსული ბაზარი 14 ოქტომბრიდან გაიხსნა. პირველ ეტაპზე ექსპორტზე მსხალი, ვაშლი და კომში გავა. მათ რიგს ნოემბრის პირველი ნახევრიდან ქართული ციტრუსი და თხილი დაემატება.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.10.2013

    პირველად ხდება, რომ არჩევნები ბიზნესის აქტიურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მიზეზი რამდენიმეა - პრეზიდენტის დაკნინებული როლის გამო არჩევნების მიმართ გამოჩენილი უინტერესობა, "ქართული ოცნების" ლიდერობა და რაც მთავარია, წლეულს პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება ბიზნესმენებისთვის აღარ მოუთხოვიათ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×