მაკა ხარაზიშვილი
12.06.2014

საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი მსოფლიო ბანკმაც დაკარგა. მისი პროგნოზი 5%-მდე შემცირდა (6,3%-დან), ევრობანკი მხოლოდ 4%-იან ზრდას წინასწარმეტყველებს, სავალუტო ფონდის ხედვა ჯერ 5%-ზეა შეჩერებული, მთავრობას კი მშპ-ს დაგეგმილზე მეტად გაზრდაც კი ეიმედება.

მაკა ხარაზიშვილი
11.06.2014

წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკაში მხოლოდ 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ასეთი ჩავარდნა, თუნდაც პირველ კვარტალში, ენერგეტიკულ სექტორს კარგა ხანია არ ჰქონია. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა ათობით ჰესის მშენებლობას აანონსებს. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები და წლის ბოლოს სრულიად განსხვავებული სურათი იქნება.

ელზა წიკლაური
10.06.2014

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უკვე პრობლემები აქვს. მართალია, 2014 წლის 5 თვის მთლიანი საბიუჯეტო გეგმა დავით სერგეენკოს უწყებამ 97,3%-ით შეასრულა, თუმცა ზოგიერთ პროგრამაში თანხის 50%-ის ათვისებაც ვერ მოხდა. ხუთი თვის საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანად 1 058 793 333 ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 1 030 080 835 ლარის დახარჯვა მოახერხა, რაც 6 თვის საბიუჯეტო გეგმის 81,07%-ს, 5 თვის კი 97,3%-ს შეადგენს.

მაკა ხარაზიშვილი
10.06.2014

2014 წლის პირველ კვარტალში შარშანდელზე 34 მილიონი დოლარით მეტი და შარშანწინდელზე 1 მილიონი დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა. პირველი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, ყველაზე მეტი ფული კი საფინანსო სექტორში ჩაიდო. სხვათა შორის, უკვე მეორე კვარტალია, ინვესტორებისთვის გადამამუშავებელი მრეწველობაც მიმზიდველი გახდა. ბოლო დროს ინვესტიციების სიმწირეს განიცდის ენერგეტიკული სექტორი.

ელზა წიკლაური
10.06.2014

ყირიმის ფაქტორის გამო წელს აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს. როგორც ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში იაფი მომსახურების გამო ჩადიოდნენ, დიდი ალბათობით ყირიმში გადაინაცვლებენ, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ყირიმში დასვენების მსურველებს რუსეთის ხელისუფლება სპეციალურ ფასდაკლების საგზურებს სთავაზობს. სუბსიდირებული ტურისტული პაკეტები კი საშუალოშემოსავლიანი რუსისთვის საკმაოდ მიმზიდველია.

იაგო ნაცვლიშვილი
09.06.2014

"სახელმწიფომ კომპანია "არ-ემ-ჯი გოლდს" 7 ტონა ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია ერთი წლით უფასოდ გაუგრძელა, რაც კორუფციის ნიშნებს აჩენს", - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ "შერატონ მეტეხი პალასში" კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მარი ჩიტაია
07.06.2014

თხილი ერთბაშად 2 ლარით გაძვირდა, მაგრამ გასაყიდი პროდუქტი აღარსადაა. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 კგ-ის ფასმა 8 ლარს მიაღწია. არ არის გამორიცხული, გაისად თხილი 10 ლარამდე გაძვირდეს.

ელზა წიკლაური
06.06.2014

საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა ისევ შემცირდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ბიზნესში სამუშაო ადგილები 23,3 ათასით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 10 ათასით გაიზარდა. იმის გამო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა, ძირითადად, სამშენებლო სექტორში შემცირდა, ექსპერტთა ნაწილი ამას სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხებას უკავშირებს.

ელზა წიკლაური
06.06.2014

სახელმწიფო სტრუქტურებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით შვაშ-იმ მორიგი მონაცემი გამოაქვეყნა. ამჯერად საქმე შემოსავლების სამსახურში გაცემულ თანხებს ეხება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს ამ უწყების 12-მა თანამდებობის პირმა სახელფასო დანამატის სახით 514 890 ლარი მიიღო. შემოსავლების სამსახურმა შარშან ავტოპარკიც განაახლა და 148 მანქანის შესაძენადაც 6,6 მლნ ლარი დახარჯა, ანუ თითოეულში, საშუალოდ, 45 ათასი ლარი გადაიხადა.

მარი ჩიტაია
05.06.2014

აფხაზეთში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ რეგიონში ეკონომიკური პრობლემები შექმნა. უკიდურესად გამკაცრდა მიმოსვლა, რამაც ტვირთის გადატანის საფასური გაზარდა. ცალკე დაძაბულობამ და ცალკე გადაადგილების სიძნელემ ქართული პროდუქტი ერთბაშად გააძვირა.

მაკა ხარაზიშვილი
05.06.2014

"ტანაპის" გაზსადენის მშენებლობა უკვე წლის ბოლოსთვის დაიწყება. აზერბაიჯანში ტენდერების დასრულებას ნოემბრისთვის ვარაუდობენ, რომლის შემდეგაც მშენებლობა სტარტს აიღებს. ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ კი, საქართველოს 1,5 მლრდ კუბ/მ მოცულობის, ანუ მთლიანი მოხმარების დაახლოებით 80% ძალიან იაფი გაზი ექნება.

მარიამ აფციაური
05.06.2014

"რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ ბილეთებზე ყველაზე დაბალი ტარიფი ქუთაისის აეროპორტშია. ამ ფაქტს ავიაკომპანიების ნაწილი და ტურისტული კომპანიებიც ადასტურებენ. მათი განმარტებით, ფასის სხვაობა თბილისსა და ქუთაისს შორის დაახლოებით 60 ლარია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×