მარი ჩიტაია
27.03.2014

ხე-ტყის დამზადების ხუთწლიან ლიცენზიებს ვადა წლის ბოლოს ეწურება. ასეთი, ქვეყნის მასშტაბით, სულ 25 ლიცენზიაა. მეწარმეების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სალიცენზიო პირობებთან მათ შესაბამისობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეისწავლის. დეტალური შემოწმება მაისიდან დაიწყება.

ელზა წიკლაური
27.03.2014

საქართველომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მტკნარი წყლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ერთ-ერთი პირველი, სადაც დიდი რაოდენობით წყლის გატანა მოხდება, ირანი იქნება. ეს საკითხი სამთავრობოთაშორისი უწყებების დონეზე უკვე გადაწყვეტილია. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას 18 მლრდ კბ/მ მტკნარი წყლის მარაგი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5%-ია ათვისებული.

მაკა ხარაზიშვილი
27.03.2014

სულ ტყუილი გამოდგა მთავრობის პროგნოზი, რომ ინფლაციის ზრდა ექსპორტის დიდ სტიმულირებას მოახდენდა, პირიქით, ექსპორტის ნაცვლად, იმპორტი წახალისდა და შთამბეჭდავადაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაუარესდა. სპეციალისტების განცხადებით, მონაცემების ასეთი მერყეობა კარგა ხანს გაგრძელდება.

მარიამ აფციაური
27.03.2014

ავიაკომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინის მოვლენებმა მგზავრთა ნაკადზე უარყოფითად იმოქმედა. სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ 10-15%-ით მაინც არის შემცირებული. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, იგივეა შენარჩუნებული. ამ ინფორმაციას გარკვეულწილად ადასტურებენ ტურიზმის ასოციაციაშიც.

მაკა ხარაზიშვილი
26.03.2014

"პანორამა - თბილისი", "მტკვარიჰესი", ცხენისწყლის კასკადი, რძის გადამამუშავებელი საწარმო - ეს ის პროექტებია, რომელიც თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტების ღირებულება 1,3 მილიარდი დოლარია. აქედან, ყველაზე მასშტაბური თანხა - ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი - "პანორამა თბილისისთვის" დაიხარჯება.

ელზა წიკლაური
25.03.2014

2013 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85%-ით გაიზარდა. თუ შარშან იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 42,3 მლნ ლარი იყო, წელს ამ ციფრმა 78,09 მლნ ლარი შეადგინა. კომერციული ბანკების თითქმის გაორმაგებულ მოგებას ექსპერტთა ერთი ნაწილი ბანკების პორტფელის რაციონალურად მოწყობას უკავშირებს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბანკების მოგების გაზრდა ინფლაციამ და სავალუტო რყევებმა გამოიწვია.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2014

ბოლო ერთ წელიწადში კახეთში ვენახების ფასი გაორმაგდა. 1 ჰექტარი ვენახი 10-12 ათასი ლარი ღირს. 5 წლის წინ 1 ჰა ვენახის ღირებულება 2800-3200 ლარი იყო. ვენახის გაძვირება შარშან ყურძნის მაღალმა ფასმა გამოიწვია.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2014

წელს საქართველოს მთავრობა ყველაზე ძვირადღირებულ არჩევნებს ჩაატარებს. პირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54,5 მილიონი ლარი გაიწერა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების საკითხები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.

მარი ჩიტაია
25.03.2014

ბოლო ერთი თვეა, დედაქალაქის გარეუბნებში, კერძოდ კი, იმ ტერიტორიაზე, სადაც "ხრუშჩოვკებია", ბინები ძვირდება, მათ შორის, "ხრუშჩოვკებიც". ერთ-ერთი ვერსიით, საფასო ცვლილების მიზეზი გახდა საკრებულოს ახალი ინიციატივა, რომელიც ამ შენობების ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2014

თბილისელების უმეტესობა ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილებს სახიფათოდ მიიჩნევს. სპეციალისტების აზრით კი, თუკი უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ბენზინისძრავიანი ავტომობილების გაზზე გადაყვანა საფრთხის შემცველი არ არის. პრობლემაა უფრო ისაა, რომ საქართველოში უსაფრთხოებას არად დაგიდევენ, ავტომფლობელები რისკზე მიდიან.

ელზა წიკლაური
22.03.2014

რუსეთზე წნეხი იზრდება და ამ ქვეყნის ეკონომიკაც უკვე რყევას იწყებს. რამდენს გაუძლებს ეს ქვეყანა თუ კი ამერიკა და ევროპა სანქციებს გაამკაცრებენ და საბოლოოდ ჯამში ემბარგოსაც დაუწესებენ? ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ მოსკოვს საკმაო რესურსი აქვს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დიდხანს შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში, რუსეთის "მოთვინიერებას" 5-7 წელი მაინც დასჭირდება.

მარი ჩიტაია
22.03.2014

არჩევნებიდან არჩევნებამდე სარეკლამო ბაზარზე ვითარება უცვლელია. ამჯერადაც ყველაზე მეტი მოლოდინი სწორედ არჩევნებს უკავშირდება, თუმცა ბოლო დროს სარეკლამო ბიზნესს არც ამ მხრივ უმართლებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×