სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    11.09.2013

    რუსეთის მიმართულებით ექსპორტი მეთოდურად იზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე უკვე 7 მილიონი ბოთლი ალკოჰოლური და მინერალური სასმელია შეტანილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ბაზარზე დაფნის პირველი პარტიაც გავიდა.

    ელზა წიკლაური
    11.09.2013

    "მსოფლიო გამოცდილება და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი. ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიწვიონ საზოგადოებრივი აქტივობა სოფლის მეურნეობის იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის", - აცხადებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი და ხელისუფლებას კოოპერატივების ჩამოყალიბების დასავლური გამოცდილების გაზიარებას ურჩევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.09.2013

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შარშანდელ მაჩვენებელზე გავიდა. მე-2 კვარტალში ქვეყანამ 232 დოლარის ინვესტიცია მიიღო. წლის ბოლომდე კი მთავრობამ კიდევ 1,541 მილიარდი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა 2 მილიარდინი გეგმა წარმატებით შეასრულოს. მომდევნო თვეებში ექსპერტების საინვესტიცი მოლოდინი გაცილებით ოპტიმისტურია, თუმცა არც ისეთი, რომ სულ რაღაც 6 თვეში საინვესტიციო მონაგარი 2 მილიარდ დოლარამდე ავიდეს.

    მარი ჩიტაია
    10.09.2013

    საკანცელარიო კომპანიებისა და მაღაზიების ნაწილში ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, რეალიზაციამ მკვეთრად იმატა. რადგანაც სასწავლო წიგნები უფასო გახდა და შეღავათი აქვთ, მშობლები საკანცელარიო ნაწარმში ფულის ხარჯვას არ ერიდებიან. სკოლისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთების ფასმა ცოტათი მაინც მოიმატა. ცვლილება, სავარაუდოდ, მხოლოდ სეზონური ხასიათისაა და არსებული მდგომარეობა სექტემბრის ბოლოდან შეიცვლება.

    ელზა წიკლაური
    10.09.2013

     ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ირწმუნება, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღმავლობის პროცესი დაიწყო. ნოდარ ხადური ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად საგადასახადო შემოსავლების ზრდას ასახელებს. ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმს ექსპერტთა ერთი ნაწილი იზიარებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეკონომიკური პარამეტრები ოპტიმისტური განწყობის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.09.2013

    მეცხვარეები საქართველოდან ცხვრის ექსპორტის ჩავარდნაზე საუბრობენ. აზიელი და არაბი ვაჭრებისთვის ქართული ცხვარი უკვე აღარ არის მიმზიდველი. უცხოელმა ვაჭრებმა იგი მაღალი ფასის გამო დაიწუნეს. ახლა მეცხვარეებს, დაახლოებით, 120 ათასი ცხვარი შერჩათ გასაყიდი.

    ელზა წიკლაური
    10.09.2013

    სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების შეჩერებისა და მათთვის სტატუსის შეცვლის აკრძალვის შემდეგ, პარლამენტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესაბამისი მითითებით გაყიდვის დაკანონებაზე იწყებს მუშაობას. ამის შემდეგ კი კანონმდებლებს ანტიმონოპოლიურ კანონზე, პროდუქციის სტანდარტიზაციისა და ხარისხის უსაფრთხოების კონტროლზე, სურსათის უსაფრთხოებაზე და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ საკანონმდებლო ინიციატივებზე განხილვა მოუწევთ.

    თათია ჩაფიჩაძე
    09.09.2013

     კარასინ-აბაშიძის მომდევნო, რიგით მეოთხე შეხვედრა პრაღაში 20 სექტემბრამდე გაიმართება, შეხვედრის მთავარი თემა კი კვლავ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო საკითხების მოგვარება იქნება. როგორც "მთელ კვირას" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უთხრა, წლის ბოლომდე რუსულ ბაზარზე 100 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციის შეტანა იგეგმება.

    ელზა წიკლაური
    07.09.2013

    საქართველო ზამთრის საკურორტო სეზონს სრულად მომზადებული ხვდება. გუდაურს, ბაკურიანს და სვანეთს ტურისტების მიღება სეზონის დაწყებისთანავე შეეძლებათ, გოდერძის უღელტეხილი კი ოფიციალურად 2014 წლის იანვარში გაიხსნება.

    მარი ჩიტაია
    06.09.2013

    ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების შემდეგ, რუსეთში ხილ-ბოსტენეულის ექსპორტიც განახლდება. მხარეებს შორის პრინციპული თანხმობა მიღებულია და უახლოეს მომავალში ქართული პროდუქციის ექსპორტი დაიწყება.

    ელზა წიკლაური
    06.09.2013

    ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წლის ივლისში კომერციული ბანკების ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით სებ-ში სულ 265 საჩივარი შევიდა, რაც 43-ით მეტია ივნისის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე მონაცემების მიხედვით, წლეულს ყველაზე მეტი საჩივარი საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დაფიქსირდა და პრეტენზიების საერთო მაჩვენებელის 27% შეადგინა.

    ნატა გიორგაძე
    05.09.2013

    უმუშევრობის მაჩვენებელი ისევ იზრდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში საწარმოებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 5%-ით შემცირდა. თუ 2012 წლის ბოლოს დასაქმებულთა მაჩვენებელი 527 828-ს შეადგენდა, 2013 წლის მეორე კვარტალში იგი 503 456-მდე შემცირდა. ერთადერთი სფერო, სადაც დასაქმებულთა მაჩვენებელი გაიზარდა, სოფლის მეურენობის სექტორია, რასაც ექსპერტები ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროგრამას უკავშირებენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×