სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    05.09.2013

    მეფრინველეობა ერთ-ერთი იშვიათი დარგია, სადაც სიტუაცია გაუმჯობესდა და შედეგზე თამამად შეიძლება საუბარი. ამ ეტაპზე ფრინველის ხორცით ბაზრის 40 პროცენტს სწორედ ადგილობრივი წარმოება უზრუნველყოფს, ხოლო წლიურად კვერცხის წარმოება 0,5 მილიარდს აღწევს, რაც ბაზრის 70 პროცენტის ტოლია.

    მარიამ აფციაური
    05.09.2013

    "ჯორჯიან ეარვეისის", იგივე "აირზენას" გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უცხოური ავიაკომპანიები, ქართულთან შედარებით მეტი პრივილეგიით სარგებლობენ. განსაკუთრებით ეს პროცესი მწვავე იყო რამდენიმე წლის წინათ. ხელისუფლება "აირზენას" გასაკოტრებლად სხვადსხვა ზომას მიმართავდა, ერთ-ერთი იარაღი უცხოური კომპანიები იყო, რომლებიც ე.წ. დეპინგურ პოლიტიკას, ფასების ხელოვნურ დაწევას ახორციელებდნენ.

    მარი ჩიტაია
    04.09.2013

    რუსეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდამ სამომხმარებლო ბაზარზე საფასო ცვლილებები გამოიწვია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტმა გაძვირება დაიწყო. მართალია, ამ პროცესის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისა და ზოგადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დიდია, მაგრამ მომხმარებლის ჯიბეზე უარყოფითად აისახა. პრობლემა განსაკუთრებით შეეხო ქალაქად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც შემოსავალი არ გაზრდია, ხოლო ხარჯი მოემატა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.09.2013

    საქართველოში 1 ტომარა ფქვილი 7-8 ლარით გაიაფდა. შესაბამისად, საცალო ქსელში პური 5-10 თეთრით იაფი უნდა ღირდეს. მეპურეები კი წისქვილკომბინატებთან არსებულ ვალებს იმიზეზებენ და პურის გაიაფებას არ ჩქარობენ.

    ელზა წიკლაური
    03.09.2013

    "საქართველოს რკინიგზას" ტვირთბრუნვა მკვეთრად შეუმცირდა. 2013 წლის იანვარ-ივლისში "საქართველოს რკინიგზა" 10 267 777 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,37 მლნ ტონით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში რკინიგზის ტვირთბრუნვამ დაახლოებით 13%-ით დაიკლო.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.09.2013

    კახეთში ყურძნის დიდი მოსავლის მიუხედავად, ქარხნები 1 კილოგრამ რქაწითელს 1-1,10 ლარად იბარებენ. 1,20-ლარის ფარგლებში მერყეობს საფერავის ფასი. კახელებს ფასი მოსწონთ, მაგრამ შიშობენ, რომ ყურძნის ჩაბარება გაჭირდება. გლეხების ინფორმაციით, რამდენიმე ქარხანამ ყურძნის შესყიდვაზე უკვე უარი თქვა. წლევანდელ სეზონზე, ჯამში, 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

    მარი ჩიტაია
    03.09.2013

    საცალო ქსელში თამბაქოს პროდუქციის ნაწილი უკვე 20 თეთრით გაძვირდა. კომპანიების დისტრიბუტორებმა მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებში სიგარეტი მაღალ ფასად შეიტანეს. მწეველებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი - "ვინსტონი" - 2 ლარის ნაცვლად, უკვე 2,2 ლარად იყიდება. თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

    მარი ჩიტაია
    03.09.2013

      ავტომობილების გაქირავების სერვისი განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით ტურისტულ სეზონზე სარგებლობს. ქართულ საიტებზე ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებებს კარგა ხანია გაქირავების სერვისიც დაემატა, რომელიც ტურისტებში ძალიან პოპულარულია.

    ელზა წიკლაური
    31.08.2013

    "რთველი-2013" უკვე დაიწყო. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სოფელ სამთაწყაროში უკვე პირველი ვენახიც დაიკრიფა. ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, რომ წელს რაიონში 7 ათასზე მეტ ტონა მოსავალს ელოდებიან, რასაც ამ ეპატზე ჯერჯერობით მხოლოდ 2 კომპანია იბარებს. რაც შეეხება კახეთის სხვა რაიონებს, იქ რთველი 10 სექტემბრიდან დაიწყება, ყურძენს კი 73 საწარმო ერთ ლარად ჩაიბარებს.

    მარი ჩიტაია
    31.08.2013

     2013 წლის ივლისში მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ) 0,6%-ით გაიზარდა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების ნიშნები გამოიკვეთა, რასაც ეკონომიკის სფეროს ექსპერტებიც ეთანხმებიან. მათი აზრით, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება დამოუკიდებელი ფაქტორებითაა გამოწვეული, რომელთანაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთო არ აქვს.

    ელზა წიკლაური
    30.08.2013

    საქართველოში მედიკამენტების გაიაფების პროცესი შეჩერდა. წამლის ღირებულება 20-50%-ით მხოლოდ არჩევნების შემდეგ 2 თვის განმავლობაში შემცირდა და მას შემდეგ პრეპარატებზე ფასის კლება არ მომხდარა. ფასების გაყინვის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ ექსპერტებს, თუმცა მათი ერთი ნაწილი წამლების გაიაფებას ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს. მეორე ნაწილი არჩევნებთან კავშირს გამორიცხავს. ისინი მიიჩნევენ, რომ საცალო ქსელში მედიკამენტების გაიაფებით კომპანიებს მოგება არ შემცირებიათ, რადგან კომპანიებმა მედიკამენტები თავად სამედიცინო სექტორს გაუძვირეს და ამით შემოსავლების დაბალანსება მოახერხეს.

    მარი ჩიტაია
    30.08.2013

    ადგილობრივ ბაზარზე საწვავი, შესაძლოა, ისევ გაძვირდეს, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მოსალოდნელ საფასო ცვლილებებს ჯერჯერობით გამორიცხავენ. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ქართველი იმპორტიორები დღემდე დაკვირვების რეჟიმში არიან და არ ჩქარობენ. ტენდენცია მომავალშიც თუ შენარჩუნდება, საწვავის ფასი ჩვენთანაც მოიმატებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×