მაკა ხარაზიშვილი
19.02.2014

 სახელმწიფო დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მყოფ ადამიანებს საშემოსავლო გადასახადს მე-2 მე-3 კვარტალში დაუბრუნებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარი გამოიყოფა. დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოექცევიან ის ადამიანები, რომელთა წლიური ხელფასი 6000 ლარს არ აჭარბებს. თუმცა მათ საშემოსავლო გადასახადი არა 6000 ლარიდან, არამედ 1800 ლარიდან დაუანგარიშდებათ. ყველა, ვისაც თვეში 500 ლარამდე აქვს ხელფასი, 2014 წლის დასაწყისში 1800 ლარის 20%-ს (360 ლარს) მიიღებს.

მარი ჩიტაია
19.02.2014

ამინდმა ქართველ გლეხებს შესაძლებლობა მისცა, საგაზაფხულო სამუშაოები წელს ადრე დაიწყონ. იმის გამო, რომ შარშან სოფლის მეურნეობის სექტორი საგრძნობლად გამოცოცხლდა და ხალხს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ გასჭირვებია, წელს თითქმის ყველა აპირებს მეურნეობის გაფართოებას.

მაკა ხარაზიშვილი
18.02.2014

საქართველოს რეგიონებმა სიღარიბეს თავი 7 წელიწადში უნდა დაღწიონ. მთავრობის განკარგულებით რეგიონების განვითარების სტრატეგია უკვე გაწერილია. წინა ხელისუფლება მხარეების განვითარებას სახელმწიფო უწყებების თბილისიდან რეგიონებში გადატანითა და თავისუფალი ინდუსტრიული თუ სავაჭრო ზონების შექმნით ცდილობდა. ახალი ხელისუფლება ამ უწყებებს ისევ თბილისში აბრუნებს და რეგიონებში სიღარიბის დაძლევას კერძო ინვესტიციებით გეგმავს. ამ ეტაპზე კი, რეგიონებში ისევ საინვესტიციო შიმშილია.

მარი ჩიტაია
18.02.2014

უცხოეთში ქართულ თაფლზე მოთხოვნა მატულობს, ხოლო წარმოება - მცირდება. ეს ოფიციალური მონაცემებია, მაგრამ მეწარმეები ამტკიცებენ, რომ თაფლის წარმოება გაზრდილია. რადგანაც სერტიფიკატთან დაკავშირებით პრობლემებია, აბსოლუტურ უმრავლესობას პროდუქციის წარმოება არალეგალურად უწევს.

მაკა ხარაზიშვილი
18.02.2014

"სენტა პეტროლიუმი" "გალფ ჯორჯიას" 65-მდე აქტივის დაბრუნებას სთხოვს. ამ დროისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "გალფის" მმართველობაში მყოფი სადავო ობიექტები დაყადაღებულია. "სენტა პეტროლიუმში" იმედოვნებენ, რომ წართმეულ აქტივებს, დაკარგულ შემოსავალთან ერთად, დაიბრუნებენ.

ელზა წიკლაური
18.02.2014

 2014 წელს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება თითქმის განახევრებულია, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რისკი იმისა, რომ აღნიშნული თანხა პროგრამას არ ეყოფა, პრაქტიკულად, არ არსებობს. მეტიც, 2013 წელს სწორი ადმინისტრირების შედეგად ფინანსების დაზოგვა და მისი სხვა პრიორიტეტული მიმართულებით გადანაწილება მოხდა. შესაბამისად, შარშან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არც ერთ კომპონენტს ფინანსური პრობლემები არ შექმნია.

მარი ჩიტაია
15.02.2014

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 70 000-ს აჭარბებს. აქედან, რეალურად მხოლოდ 10-15 პროცენტი მუშაობს. დანარჩენი ფორმალურადაა რეგისტრირებული. მათ დახურვას ადმინისტრაციული ბარიერი ხელს უშლის. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.

მაკა ხარაზიშვილი
15.02.2014

პროფკავშირები კაზრეთის საბადოს ოპერატორი კომპანიის - კქპ პკწგზ-ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. საჩივრის შეტანის მოტივი კაზრეთში დასაქმებულთა უკანონოდ გათავისუფლებაა. პროფკავშირები ამტკიცებენ, რომ სამსახური იმ პირებს დაატოვებინეს, რომლებმაც სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვა. კომპანიაში კი კადრების შემცირებას ფინანსური პრობლემებით ხსნიან.

მარი ჩიტაია
14.02.2014

ლარის კურსის გამყარება ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს. მოვაჭრეებს ეშიანათ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისევ განმეორდება, რის გამოც პროდუქციის გაიაფებას არ აპირებენ.

მაკა ხარაზიშვილი
14.02.2014

ექსპერტები კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვას მოითხოვენ. მათი აზრით, ბანკების მიზანია მომგებიან დარგში დასაქმებული კომპანიების გაკოტრება და დაპატრონება. ექსპერტების შენიშვნებს საბანკო სექტორში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ბაზარზე წარმატებულ საქმიანობას კონკურენტული ბიზნესგარემო განსაზღვრავს.

მაკა ხარაზიშვილი
13.02.2014

 "ტობარიჰესი", "ხაიში ჰესი" და "ხუდონჰესი-2" - სამი ჰიდროელექტროსადგური ერთი "ხუდონჰესის" ნაცვლად. ასევე უფრო მეტი ელექტროენერგია და სვანეთში შენარჩუნებული სოფლები და კულტურული მემკვიდრეობა. ენერგეტიკოსები მთავრობას "ხუდონჰესის" ალტერნატიულ პროექტს სთავაზობენ. "რეზონანსი" უფრო დეტალურად ამ პროექტებზე ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, მირონ ფირცხელანს ესაუბრა, რომელიც ასაბუთებს, რომ "ტრანს ელექტრიკას" უკან რუსეთის ინტერესი დგას.

მარი ჩიტაია
13.02.2014

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგია "საქართველო - 2020" ექსპერტთა ფართო ნაწილისთვის ჯერჯერობით უცნობია. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტის შემუშავებას სპეციალისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პირველ შეფასებებს აკეთებენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დოკუმენტმა სწორად უნდა განსაზღვროს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას დაეფუძნოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×