ელზა წიკლაური
14.01.2014

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული ლარი 5,4%-ით გაუფასურდა, დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა თურქული ლირის კურსიც (იგი 23,3%-ით გაუფასურდა). ერთი წლის განმავლობაში 9,2%-ით დაეცა რუსული რუბლიც. რაც შეეხება აზერბაჯანულ მანათს, მისი კურსი ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, დოლართან მიმართებაში 0,1%-ით დაეცა სომხური დრამი. რაც შეეხება უკრაინას, იქაც ეროვნული ვალუტა, მიუხედავად არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა, ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუფასურებულა. დღესაც ისევე, როგორც 2013 წლის იანვარში, ერთი დოლარი 7,9 გრივნა ღირს.

მარი ჩიტაია
14.01.2014

ამას წინათ ერთი უცნაური შემთხვევა შევიტყვეთ. თბილისელი კაცი, რომელსაც აფხაზეთში არასდროს უცხოვრია, ახლობლების შუამდგომლობით, დროებით დასახლდა სოხუმში, სადაც ერთ-ერთ მშენებლობაზე უფროს მუშად, ე.წ. "პრარაბად" მუშაობს.

მაკა ხარაზიშვილი
14.01.2014

უახლოეს მომავალში სადაზღვევო ბაზარს კიდევ რამდენიმე კომპანია გამოეთიშება. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობამ სამი კომპანია - "ვესტი", "იმედი ელი" და "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" უკვე შეიწირა.

მაკა ხარაზიშვილი
14.01.2014

2013 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტი ეკონომიკის განვითარების შეფერხებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. გარდა ამისა, მკვეთრად არის დაკლებული ელექტროენერგიის ექსპორტი. თუ 2011 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 930 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, 2013 წელს ამის ნახევარის გაყიდვაც კი ვერ შეძლო.

მარი ჩიტაია
14.01.2014

საახალწლოდ საკონდიტრო კომპანიებში რეალიზაციამ იკლო. ბიზნესმენები გაყიდვის შემცირებას მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მიაწერენ და ამბობენ, რომ წინა წლის ეს პერიოდი გაცილებით მომგებიანი იყო. გაყიდვის შემცირებაზე გარკვეული გავლენა ზოგადად სურსათის გაძვირებამაც მოახდინა.

მაკა ხარაზიშვილი
11.01.2014

2014 წელს ნავთობის ფასი არ შეიცვლება. საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით, 1 ბარელი ნავთობის ფასი 100-115 დოლარის დიაპაზონში იმერყევებს. შესაბამისად, საქართველოს სანავთობო ბაზარზეც საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა გამყარდა, ბენზინი და დიზელი კიდევ 5 თეთრით უნდა გაიაფდეს.

მარი ჩიტაია
11.01.2014

სწრაფი გადახდის ბიზნესმა 2013 წელი ზარალით დაასრულა. კომპანიები კონკრეტულ ციფრებს ამ ეტაპზე არ ასახელებენ, თუმცა არ მალავენ, რომ აქვთ ფინანსური დანაკარგი. ეს ყველაფერი ბაზარზე გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომპანიებსა და მობილურ ოპერატორებს შორის მედიატორის როლი იკისრა, ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა.

მაკა ხარაზიშვილი
10.01.2014

ფინანსთა სამინისტრო იანვარში 125 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებსა და ობლიგაციებს გამოუშვებს. პირველად საქართველოს საფინანსო ისტორიაში, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 4,8%-იანი 50 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულება მიჰყიდა. ფასიანი ქაღალდების მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს ყველაზე ძვირი უჯდება.

მარი ჩიტაია
10.01.2014

სახელმწიფო ბიუჯეტს "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დაზღვეულების მომსახურება დაახლოებით 64,2 მილიონი ლარი დაუჯდება. გაკოტრებული კომპანიის დაზღვეულები საყოველთაო დაზღვევის ერთიან სერვისში ჩაერთვნენ. სადაზღვევო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულების აღება პრობლემებს დიდწილად მოაგვარებს, მაგრამ არ გამორიცხავენ, ამ ვალდებულებების შესრულება გარკვეული დროის განმავლობაში გაიწელოს.

მარი ჩიტაია
09.01.2014

ციტრუსი სეზონს დანაკარგით ასრულებს. მოსალოდნელი 100 ათასი ტონის ნაცვლად, ქვეყანამ დაახლოებით 70-75 ათას ტონამდე მოსავალი მიიღო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაადრევი თოვლის გამო ციტრუსის მოსავალი 25 პროცენტით შემცირდა.

მაკა ხარაზიშვილი
09.01.2014

"ხუდონჰესის" მშენებლობაზე ნებართვა კომპანია "ტრანსელექტრიკამ" ზაფხულში უნდა მიიღოს. თუმცა ნებართვის მიღება გარემოს დაცვის სამინისტროს ვერდიქტზეა დამოკიდებული, მშენებლობის დაწყება კი სვანების აზრის შეცვლაზე. გარდა ამისა, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებიც მიუღებელია. კერძოდ, "ხუდონჰესის" მშენებლობით სახელმწიფო მინიმალურ სარგებელს იღებს. მაგალითად, საკუთარ ქვეყანაში გამომუშავებულ ენერგიას 10 თეთრად იყიდის, ხოლო 20 წლის განმავლობაში ბიუჯეტი მხოლოდ 410 მილიონ ლარს მიიღებს.

მაკა ხარაზიშვილი
08.01.2014

ლარი უფასურდება, პროდუქტი ძვირდება, დასაქმების მაჩვენებელი არ იცვლება. ხელფასი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებს გაეზარდათ. ეკონომისტების ნაწილი ლარის გაუფასურებას გეგმაზომიერს უწოდებს და ამბობს, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მყარი ლარი დამღუპველია. მოსახლეობას კი დამღუპველად ფასების ზრდა და სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუარესება მიაჩნია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×