მაკა ხარაზიშვილი
11.12.2013

რუსეთის ბაზრის გახსნამ ქართველი მომხმარებელი დააზარალა. საქართველოში საექსპორტო პროდუქტი, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაძვირდა. 1 კგ კარტოფილის ღირებულებამ 1,3 ლარს მიაღწია, ღვინის ფასი კი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ახალი წლიდან რუსეთში ვაშლის გატანასაც აპირებენ და მალე მომხმარებლისთვის ამ პროდუქტის შეძენაც ფუფუნება გახდება.

მაკა ხარაზიშვილი
10.12.2013

სახელმწიფო "ძვირი" ვალით "იაფი" ვალის გასტუმრებას აპირებს. გაისად რეკორდული რაოდენობის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებით საბიუჯეტო გადასახდელები, მათ შორის, სახელმწიფო ვალის დაიფარება.

მაკა ხარაზიშვილი
10.12.2013

სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. არადა, სოფლის მეურნეობაში მრავალმილიონიანი პროგრამები ხორციელდება, რომლის ეფექტურობა, ამ პრობლემის მოგვარების გარეშე, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მაკა ხარაზიშვილი
10.12.2013

სამ კვარტალში, ქვეყანაში, 697 მილიონი დოლარი პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტორებმა ყველაზე მეტი ფული საფინანსო სექტორში დააბანდეს, შემდეგ მოდის კავშირგაბმულობა და ენერგეტიკა. ანუ პირველ სამეულში სოფლის მეურნეობა ისევ ვერ მოხვდა.

მარი ჩიტაია
07.12.2013

მთის კურორტებზე სასტუმროების უმრავლესობა დაჯავშნულია. მათი მფლობელების ინფორმაციით, შემკვეთები ძირითადად უცხოელები არიან. უიშვიათეს შემთხვევაში - ქართველები.

მაკა ხარაზიშვილი
07.12.2013

დაიტბორება - 1100 ჰექტარი ტყე, 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, გაასახლებენ 2000 კაცს 25 სოფლიდან - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მაკა ხარაზიშვილი
06.12.2013

 დიდი სჯა-ბაასის შემდეგ თბილისის შემოვლითი რკინიგზის ასაშენებლად ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხელშეკრულება 3 წლით გაუგრძელდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო.

მარი ჩიტაია
06.12.2013

ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქტი გაძვირდა. საფასო ცვლილება იმპორტულთან ერთად, ადგილობრივ ნაწარმსაც შეეხო. არ არის გამორიცხული, ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდეს, რაც ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება.

მაკა ხარაზიშვილი
05.12.2013

წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებს, ხელისუფლებაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირების, დეპუტატების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იგებდნენ. შესაბამისად, კანონდარღვევით, სოლიდური საბიუჯეტო სახსრები ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. მაღალი თანამდებობის პირები, ამავდროულად კერძო კომპანიების მეწილეებიც იყვნენ, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია დღესაც შეინიშნება.

მაკა ხარაზიშვილი
04.12.2013

საქართველოს ბაზარი თურქმენული საწვავის მისაღებად მზადაა. "რეზონანსის" ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია თურქმენეთთან მოლაპარაკებას უკვე მართავს. საცალო ქსელში თურქმენული ბენზინის ღირებულება 1,75-1,78 ლარის ფარგლებში იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
03.12.2013

პარლამენტში წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტით ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობების დაფინანსება მცირდება. სახელმწიფო კი გაისად მილიარდამდე ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისიას განახორციელებს. აქედან, შიდა ვალი 600 მილიონი ლარით გაიზრდება. მთლიანობაში, სახელმწიფო ბიუჯეტი 9,08 მილიარდი ლარი იქნება.

ელზა წიკლაური
03.12.2013

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო და საჯარო სექტორში მუშაობს. მათი ანაზღაურება ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ საშუალო ხელფასს რამდენჯერმე აღემატება. მაგალითად, თუ პედაგოგის საშუალო ხელფასი დაახლოებით 400-500 ლარია, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ყოველთვიური სარგო 4-დან 5 ათას ლარამდეა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×