სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    17.08.2010

      ქართული სოფლის მეურნეობა წელს უმოსავლო იქნება. ექსპერტების გათვლით, 35-50 პროცენტით შემცირდება ხორბლის, ყურძნის, ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით. ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტი ფასებში უკვე გამოხატულია.

    ელზა წიკლაური
    17.08.2010

      "ნაბუკოს" პროექტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება აზიაშიც. არაბული აბუ-დაბის სახელმწიფო კორპორაცია "აიპიაისი" მზადაა, რომ პროექტს შეუერთდეს. ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია ირანული გაზის ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით მიწოდების საკითხიც.

    მარი ჩიტაია
    17.08.2010

      მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება ადეკვატურად აისახა საქართველოშიც და პურზე ფასებმა ქვეყნის მასშტაბით მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნებს პროდუქციის ფასი არ გაუზრდიათ, პური თონეებმა უკვე გააძვირეს. შემოდგომაზე ღირებულების მაქსიმუმ 5-პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.08.2010

      საქართველოს ყველაზე სწრაფად ვალები ეზრდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვალების ზრდის დინამიკა უკვე სახიფათო ხდება. საქართველოს საგარეო ვალი ივლისში მაისთან შედარებით 118,660 მილიონით გაიზარდა.

    მარი ჩიტაია
    12.08.2010

      მთავრობამ ეკონომიკური წინსვლის დასადასტურებლად მორიგი მონაცემები დადო. მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა სტაბილურად შეფასდა. უძრავი ქონების სააგენტოების მფლობელები ამ მიმართულებით დიდ წინსვლას ვერ ხედავენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით პროცესი ცოტა გამოცოცხლდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.08.2010

      სომხეთი ხორბლის მარაგს იკეთებს. პორტებში სომხეთისთვის განკუთვნილი რამდენიმე გემი ახლაც დგას. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, აკრძალვის მიუხედავად, სომხეთში რუსული ხორბალი მიედინება. "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის დავით ჯინჯოლიას განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, სომხეთში ხორბლის გადაზიდვების მოცულობის ზრდის ტენდენცია მართლაც აღინიშნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.08.2010

      6 თვეში ეკონომიკის სამინისტრომ 36 მილიონი დოლარის ობიექტები გაყიდა. მომდევნო 6 თვეში სამინისტრომ 134 მილიონი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა 170-მილიონიანი გეგმა შეასრულოს. შეგახსენებთ, რომ შარშან სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტს პრივატიზაციიდან მხოლოდ 75 მილიონი დოლარი შემატა. სამინისტროში მინისტრების სწრაფი ცვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საპრივატიზაციო-საინვესტიციო ჩავარდნებია.

    ელზა წიკლაური
    07.08.2010

      რუსეთის გადაწყვეტილებამ ხორბლის ექსპორტის დროებით შეწყვეტის შესახებ მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ჩიკაგოს ბირჟაზე ერთი ბუშელი ხორბალი 8,15 ამერიკული დოლარი ღირს და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლომდე მისმა ფასმა 10 დოლარსაც კი გადააჭარბოს. იმავე ჩიკაგოს ბირჟაზე ერთი ტონა ხორბალი 281 დოლარი ღირს, ანუ დაახლოებით 517 ლარი, ევროპის ბაზრებზე კი მისმა ფასმა 223 ევრო შეადგინა, დაახლოებით, 540 ლარი. ეს ბოლო 23 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასია.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.08.2010

      მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ძლიერ სიცხეშიც ზიანდება. ბოლო ორი კვირის განმალობაში მაღალი ტემპერატურის გამო "საქრუსენერგოს" კუთვნილი ხაზი "იმერეთი" გამოირთო, ხოლო შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. "კოლხიდა". სპეციალისტების განცხადებით, მაღალი სიცხის გამო ხაზები მაშინ გამოდის მწყობრიდან, როდესაც უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ხეები არ უნდა იყოს, რათა სიცხის გამო ქვევით დაწეული ხაზი არ დაზიანდეს.

    ელზა წიკლაური
    04.08.2010

    ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ისევ არასახარბიელოა და უახლოეს მომავალში რომელიმე სექტორის გააქტიურება ნაკლებად სავარაუდოა - ასეთ პროგნოზს აკეთებენ ეკონომიკის ექსპერტები. სამაგიეროდ, ოპტიმისტურადაა განწყობილი პრემიერი გილაური, რომელიც არა თუ ეკონომიკის მომავალს ხედავს ვარდისფერად, არამედ გასულ 6 თვესაც დადებითად აფასებს და მაჩვენებლითაც კმაყოფილია.

    მარიამ ხიდაშელი
    04.08.2010

    ბიუჯეტში 0,8%-იანი გარღვევაა. 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი 99,2% შესრულდა. ივნისში კი სახელმწიფო ბიუჯეტში 118 მილიონი ლარის დეფიციტი დაფიქსირდა. დეფიციტის დაფინანსება ფინანსური აქტივების კლებითა და ვალების გაზრდით მოხდა.

    ელზა წიკლაური
    03.08.2010

    "უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ვინაიდან არ ესმით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მათდამი მოკირკიტე დამოკიდებულება (უცხოური ინვესტიციების მოცულობაში წლის დასაწყისიდან კლების ტენდენცია შეინიშნება)", - ეს არის საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადებიდან ნაწყვეტი, რომელიც გასულ კვირას საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter