სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    06.10.2009

    შაქარი უკვე გაძვირდა, ამ პერიოდისთვის ნელ-ნელა, მაგრამ იზრდება ბოსტნეულის ფასიც, მცირედით მატულობს პირველადი მოხმარების საქონელიც და როგორც ექსპრეტები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციურმა მაჩვენებელმა 3,4% შეადგინა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია, მაღალ ინფლაციურ მაჩვენებელს ექსპერტები წელს არ ელოდებიან. ერთადერთი, რამაც შესაძლოა, წლიური ინფლაციური მაჩვენებელი ორციფრა ნიშნულზე ასწიოს, შიდა პოლიტიკური ვითარება და საგარეო პოლიტიკაში ფორსმაჟორული სიტუაცია გახდეს.

    ელზა წიკლაური
    06.10.2009

    "სახელმწიფო პროგრამა - "იაფი კრედიტი", შესაძლოა, შეჩერდეს" - ასეთ დასკვნამდე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია მას შემდეგ მივიდა, რაც აღნიშნული პროექტის მთლიანი მართვის უფლება ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და უკვე შემდგომ გაირკვა, რომ "იაფი კრედიტის" ფარგლებში გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან ნახევარზე მეტი "რთველი 2009"-სკენ გადამისამართდა. შეჩერდება თუ არა "იაფი კრედიტის" პროგრამა, მთავრობაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

    ელზა წიკლაური
    03.10.2009

    უკვე მოქმედი ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჰეიჯანისა და "ნაბუკოს" შემდეგ, შესაძლოა, შუა აზიიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით კიდევ ერთმა ნავთობსადენმა გაიაროს. ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ ყაზახური მხარე ბაქო-სუფსას ნავთობსადენით სარგებლობაზე უარს ამბობს და ბაქოსთან ერთად ახალ მილსადენს - "ბაქო-შავი ზღვა" ააშენებს.

    მარიამ ხიდაშელი
    03.10.2009

    მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამოდის, უმუშევრობა კი იზრდება. აგვისტოში, ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 9,6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 1999 წლის მარტიდან მაქსიმალური მაჩვენებელია. რეგიონის რეცესიიდან გამოსვლის მიუხედავად, კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებას მაინც აგრძელებენ. საქართველოში ეს მაჩვენებელი ერთ ადგილზე გაიყინა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ დამქირავებლებს ხელფასების გადახდა უჭირთ.

    მარიამ ხიდაშელი
    03.10.2009

    უკრაინული გამოცემა "საქმე" ინფორმაციით, ამერიკა მზად არის, შავი ზღვის რეგიონში ენერგოპროქტები პირად კონტროლზე აიყვანოს. ევრაზიაში ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს რიჩარდ მორნინგსთარს მიაჩნია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის უნდა ითანამშრომლონ.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.10.2009

    "ყაზტრანსგაზმა" აბონენტების ჩაჭრა განაახლა, ამჯერად მიზეზი უსაფრთხოების დაცვაა. ყველა აბონენტმა, რომლებსაც ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელი აქვს, სახლზე მაღალი საკვამური მილი უნდა დააყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია გამაცხელებლის დემონტაჟს მოახდენს. თუ აბონენტი "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელს გამაცხელებლამდე არ მიუშვებს, მას გაზის მიწოდებას მთლიანად შეუწყვეტს.

    ელზა წიკლაური
    30.09.2009

    2010 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი უკვე მზადაა და ის საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად პირველ ოქტომბერს შევა. უკვე ცნობილია, რომ წლევანდელისაგან განსხვავებით, საგაისო ბიუჯეტი 2%-ით გაიზრდება, თუმცა ეს ასახვას მხოლოდ - ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებზე ჰპოვებს. დანარჩენ უწყებებს კი, როგორც ქვეყნის პირველი ფინანსისტი აცხადებს, დაფინანსება შეუმცირდება. გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ მთავრობა 2010 წლის ბიუჯეტისთვის დამატებითი კრედიტის აღებასაც აპირებს.

    ქეთი თოდუა
    30.09.2009

    მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოულოდნელად და ნაადრევად აცივდა. მაღალ მთაში უკვე თოვლი მოვიდა, ბარში რამდენიმე დღეა წვიმს. მოულოდნელმა აცივებამ მოსახლეობას საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა.
    სექტემბრის ბოლოსათვის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას არავინ ელოდებოდა, შესაბამისად, ხალხს ზამთრისათვის სამზადისი არც ჰქონდა დამთავებული.

    მაკა ხარაზიშვილი
    30.09.2009

    ბათუმის "საოკეანო სანაოსნო" მეოთხედ იყიდება. ოფშორში დარეგისტრირებულმა კომპანია "ისტვინდიმ" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. სახელმწიფოსგან ჩალის ფასად გასხვისებულ გემებს კი ნაწილ-ნაწილ იტაცებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.09.2009

    ქართველები ისევ ცოტას ვაჭრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35%-ით შემცირდა. ექსპერტები ამ მონაცემების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.

    ელზა წიკლაური
    26.09.2009

    მთავრობამ სახაზინო ვალდებულებების ემისიის რაოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მეორედ შეცვალა. თავდაპირველად, როდესაც გაირკვა, რომ ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას აპირებდა, ცნობილი გახდა, რომ მისი საერთო რაოდენობა 260 მილიონი ლარი იქნებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ციფრი 160 მილიონამდე დავიდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.09.2009

    ბიზნესმენების დასასჯელად ახალი საგამოძიებო სამსახური იქმნება. ახალი უწყების ხელმძღვანელს პირდაპირ პრეზიდენტი დანიშნავს და იგი ისეთივე უფლებებით აღიჭურვება, როგორიც ერთ დროს ფინანსურ პოლიციას ჰქონდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ახალი სამსახურის შექმნის ისტერია ბიუჯეტის დეფიციტის გამო გააჩაღა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter