სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    05.03.2010

    "სახალხო ბანკის" მომავალი ისევ გაურკვეველია. "რეზონანსის" ინფორმაციით, ბანკში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ იგეგმება. წელს არ გაიხსნება ახალი ფილიალები. სიახლე იქნება ის, რომ ახლო მომავალში ბანკი სახელს გამოიცვლის.
    აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკში თითქმის არ ჩნდება მისი ერთ-ერთი მფლობელი ლადო გურგენიძე.

    მარი ჩიტაია
    27.02.2010

    უმუშევრობის ბოლოდროინდელი მაჩვენებლის ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ერთადერთი, რისი თქმაც დაბეჯითებით შეგვიძლია, ისაა, რომ შარშანელთან შედარებით, უმუშევართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმაც შეუწყო ხელი.
    სპეციალისტთა გათვლებით, 2008 წელს საქართველოში 240-260 ათასი უმუშევარი დაფიქსირდა.

    მარიამ ხიდაშელი
    27.02.2010

    ინდივიდუალური გამრიცხველიანების მოთხოვნით, ახაშენსა და შილდას ველისციხის მოსახლეობაც უერთდება. ამიტომ, ვიდრე მოსახლეობის პროტესტი უფრო მასშტაბურ სახელს მიიღებს, ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა კახეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

    ელზა წიკლაური
    26.02.2010

    2013 წელს საქართველო შესაძლოა, გაკოტრების წინაშე მდგარი ქვეყნების ათეულში მოხვდეს - ასეთ სავალალო პროგნოზს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აკეთებს და მიზეზად საგარეო ვალების ოდენობას ასახელებს. ქვეყანას, რომელსაც საგარეო ვალების სისწრაფეში მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს, სრული გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.02.2010

    საწვავზე ფასები კარტელური შეთანხმებით რომ დგინდება, ამას ბიზნესმენებიც კი აღიარებენ. ავტომფლობელები კი აქციების მოწყობით იმუქრებიან და საწვავის გაიაფებას ითხოვენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სამომავლო პროგნოზით ნავთობი არ გაძვირდება და იგი 70-80 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.02.2010

    პრეზიდენტმა სოფლებისკენ ტრაქტორების მორიგი პარტია გაუშვა. 6 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 900 ტრაქტორი და 31 კომბაინი შემოვიდა. ექსპერტების განცხადებით, ეს ზღვაში წვეთია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ტრაქტორების დიდი ნაწილი გლეხებისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, დამუშავებული მიწის ფართობების რაოდენობა მუდმივად იკლებს და მოსავლიანობა მცირდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.02.2010

    გაზსადენ "ნაბუკოს" პროექტი ისევ ჩიხში შევიდა. ენერგეტიკის საკითხებში ევროპელი ექსპერტის ალექსანდრე რარის განაცხადებით, რუსული პროექტებით ბალკანეთის ქვეყნების გარდა, უკვე უკრაინაც დაინტერესდა. ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, "სამხრეთ ნაკადის" პროექტია.
    ალექსანდრე რარის ინფორმაციით, "ნაბუკო" მთლიანად ჩიხში მოექცა, რადგან რუსეთმა "სამხრეთ ნაკადის" პროექტით ბალკანეთის ქვეყნების დაინტერესება წარმატებით შეძლო.

    მარი ჩიტაია
    20.02.2010

    გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი პარლამენტში არაერთხელ განხილულა, ამ პროცესისთვის თანმდევი ჩავარდნებით, როგორც ხდებოდა ხოლმე. "საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

    მარიამ ხიდაშელი
    20.02.2010

    მობილურ ტელეფონებზე ტარიფების შემცირების მოთხოვნით აქციები გრძელდება, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების შემცირება მხოლოდ კონკურენციის გამძაფრების გზით ეიმედებათ. თუმცა, ჰარმონიულად გადანაწილებულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრება რამდენად მოსალოდნელია, ეს მეორე საკითხია.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.02.2010

    მოსახლეობა მთავრობას კიდევ ერთი დაპირების ასრულებას სთხოვს. ენერგოკომპანიების მიერ კომუნალურ ძარცვას, ამჯერად, გურჯაანელები აპროტესტებენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მთავრობამ 50-დღიანი პროგრამების ბუმი დაიწყო, ერთ-ერთი პროგრამა ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაჩქარებასაც მოიცავდა. სინამდვილეში კი მთავრობამ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებს, ფინანსური სიდუხჭირის გამო, გამრიცხველიანების ვადა კიდევ 10 წლით გადაუწია.

    მარიამ ხიდაშელი
    14.02.2010

    გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობა სტარტს იღებს. სამხრეთ ფინეთის რეგიონალურმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. ამ გაზსადენის მშენებლობით რუსეთი ენერგეტიკულ პოზიციებს უფრო გაიმყარებს.
    ფინეთის მთავრობამ გაზსადენის მშენებლობის დაწყებაზე თანხმობა 2009 წლის ნოემბერში განაცხადა, თუმცა საბოლოო ნებართვის მისაღებად სამხრეთ ფინეთის ადგილობრივი თვითმართველობის დეპარტამენტის თანხმობა იყო აუცილებელი.

    მარი ჩიტაია
    14.02.2010

    საქართველოს მთავრობა უახლოესი პერიოდიდან ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვას გეგმავს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება "დუინგ ბიზნესში" პოზიციების გასაუმჯობესებლად იქნა მიღებული.
    სპეციალისტების განმარტებით, უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ გაცილებით შორსმდგომი ქართული სინამდვილისგან.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter