მაკა ხარაზიშვილი
18.01.2014

ლარისადმი ძლივს მოპოვებული ნდობა ისევ იკარგება. ექსპერტების ვარაუდით, დოლარიზაციის შემცირებული კოეფიციენტი ისევ გაიზრდება, ვინაიდან თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ყველა ეცდება, დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანოს.

მარი ჩიტაია
18.01.2014

კერძო იპოთეკარებზე სესხის გაცემის პირობებს ამიერიდან კანონმდებლობა განსაზღვრავს. ახალი რეგულაციები დაზარალებულ იპოთეკარებს არ შეეხება და მხოლოდ მომავალში დასადებ სასესხო ხელშეკრულებას მოიცავს.

მარი ჩიტაია
17.01.2014

თბილისის სუპერმარკეტების ნაწილში რძის ნაწარმზე ფასმა თვალსა და ხელს შუა მოიმატა. "სოფლის ნობათი", რომელიც მაღაზიებში 2,80 ლარამდე ღირდა, 3,35 ლარამდე გაძვირდა. გაძვირდა "სანტეს" თითქმის ყველა დასახელების პროდუქტიც.

მაკა ხარაზიშვილი
17.01.2014

ლარის კატასტროფული ვარდნა გრძელდება. გუშინ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა ლარის კურსმა მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. 1 დოლარი უკვე 1,76 ლარია. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 1,77-1,78 ლარად იყიდება. ეკონომისტების გათვლებით, ლარის "გაუფასურების რეზერვი" კიდევ არსებობს და ამ პროცესის ერთ-ერთი მიზანი ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაა.

მაკა ხარაზიშვილი
17.01.2014

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები მოცულობა კატასტროფულად გაზარდა. ბანკს აუქციონზე, ყოველკვირა, 300-400 - მილიონიანი სესხები გააქვს. ეს ფული, როგორც წესი, 3-4 მსხვილ კომერციულ ბანკს მიაქვს. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული სესხი სპეკულაციისთვის გამოიყენება. არც ის არის გამორიცხული, რომ ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემა ჰქონდეთ.

მარი ჩიტაია
16.01.2014

აპრილიდან აზერბაიჯანში 2001 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ განხორციელდება. აზერბაიჯანული მხარე სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტის ევრო-4-ის დაწესებას სწორედ ამ პერიოდიდან ცდილობს, რაც ქართველ ავტოიმპორტიორებს ახალ თავსატეხს გაუჩენს.

ელზა წიკლაური
16.01.2014

პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებული ბიზნესი, საგადასახადო კოდექსი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრას, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ღარიბაშვილმა "გულწრფელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთივე დიალოგის გამართვას ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

მაკა ხარაზიშვილი
16.01.2014

რუსეთის ბაზრის გახსნით, ძირითადად, მეღვინეებმა და მინერალური წყლის კომპანიებმა იხეირეს. ჩრდილოეთში სხვა სახი პროდუქტი იმდენად მიზერული რაოდენობით გავიდა, რომ მათთვის ეს ბაზარი საექსპორტოდ უკვე აღარც კი განიხილება, მაგალითად, 2013 წელს რუსეთში მხოლოდ 49 ტონა ვაშლია გატანილი.

მაკა ხარაზიშვილი
15.01.2014

წელს სასოფლო-სამეურნეო ბარათებს 800 ათასამდე ოჯახი მიიღებს. დაიხარჯება 90 მილიონი ლარი, საიდანაც 50 მილიონი საბიუჯეტო სახსრებია, 40 მილიონი ლარი კი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. სახნავი ბარათების დარიგება თებერვლიდან დაიწყება.

მარი ჩიტაია
15.01.2014

დედაქალაქის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში საახალწლო ვაჭრობის შედეგებს აჯამებენ. მათ უმრავლესობას ეს პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და ციფრებს ვერ აკონკრეტებენ. ვისაც საბოლოო შედეგი უკვე დათვლილი აქვს, რეალიზაციის ზუსტ მაჩვენებელს შეგნებულად არ ასახელებს, თუმცა რეალიზაციით გამოწვეულ უკმაყოფილებას არ მალავს და აცხადებს, რომ საახალწლო სეზონმა იმედი გაუცრუა.

ელზა წიკლაური
14.01.2014

 მინისტრები, მოსამართლეები და პრეზიდენტი - ეს ჩინოვნიკთა ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც გასული წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგო ან გაეზარდათ, ან კიდევ ხელფასების მატების დაპირება მიიღეს. მინისტრებს ხელფასი ხელისუფლების შეცვლიდან ორიოდე თვეში გაეზარდათ და 3 540 ლარის ნაცვლად, 7 875 ლარი გაუხდათ. 7 ათას ლარამდე გაიზარდა მოსამართლეების ხელფასი, პრეზიდენტის თანამდებობრივმა სარგომ კი 4 720 ლარიდან 6 900 ლარამდე მოიმატა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელფასების ზრდა არ ყოფილა კერძო სექტორში. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას არასაბიუჯეტო სექტორში მომუშავეები ამბობენ, მათი ხელფასი დღესაც იმდენია, რაც 2-3 წლის წინათ იყო.

ელზა წიკლაური
14.01.2014

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული ლარი 5,4%-ით გაუფასურდა, დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა თურქული ლირის კურსიც (იგი 23,3%-ით გაუფასურდა). ერთი წლის განმავლობაში 9,2%-ით დაეცა რუსული რუბლიც. რაც შეეხება აზერბაჯანულ მანათს, მისი კურსი ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, დოლართან მიმართებაში 0,1%-ით დაეცა სომხური დრამი. რაც შეეხება უკრაინას, იქაც ეროვნული ვალუტა, მიუხედავად არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა, ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუფასურებულა. დღესაც ისევე, როგორც 2013 წლის იანვარში, ერთი დოლარი 7,9 გრივნა ღირს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×