სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    25.07.2013

    სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სტატუსის შეცვლა მკაცრდება. პარლამენტის ინიციატივით, მთავრობა გამოსცემს სპეციალურ დადგენილებას, სადაც გაიწერება რა შემთხვევაში შეიძლება მიწის სტატუსის შეცვლა. ამ გადაწყვეტილებამდე პარლამენტი, ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა მიიყვანა, როდესაც მორატორიუმის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის სტატუსის შეცვლა და მისი ისე გაყიდვა ხდება.

    მარი ჩიტაია
    24.07.2013

    წელს რთველის სუბსიდია, სავარაუდოდ, არ გაიცემა. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთის ბაზრის გახსნამ ყურძენზე მოთხოვნა გაზარდა, შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა საჭირო აღარ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერჯერობით სუბსიდიაზე არ საუბრობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დეტალები ივლისის ბოლოს გაირკვევა.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.07.2013

    ინდუსტრიული ზონების განვითარებას ვერც ახალი მთავრობა ახერხებს. რამდენიმე თვის წინ, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ინდუსტრიული და ტურისტული ზონების შესახებ დასკვნის მოამზადება დაავალა. დასკვნის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ, არც ის იციან არსებობს თუ არა რაიმე სტრატეგია ზონების განვითარებისთვის. სამინისტროში აქვთ ერთი პასუხი - ინდუსტრიული ზონები არსებობს, თუ ვინმეს განაცხადების შემოტანა უნდა შეზღუდული არ არის.

    ელზა წიკლაური
    23.07.2013

    2013 წლის 6 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მაჩვენებელმა 4,713 მლდრ დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანის - 17,144 მლრდ, სომხეთის კი 2,671 მლრდ დოლარი. აქედან ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 11,9 მლრდ დოლარი აზერბაიჯანს აქვს (თუ გამოვაკლებთ ენერგორესურსებს, ეს ციფრი დაახლოებით 900 მლნ დოლარს შეადგენს), შემდეგ ადგილზეა საქართველო - 1,236 მლრდ დოლარით, 699 მლნ დოლარით კი მესამე ადგილზეა სომხეთი.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.07.2013

    ფასიანი ქაღალდების ემისიის 150-მილიონიანი გეგმა წლის პირველ ნახევარშივე დაირღვა. ფინანსთა სამინისტრომ უკვე 205 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულება და ობლიგაცია გამოუშვა შესაბამისად, შემცირების ნაცვლად იზრდება შიდა ვალიც. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ფინანსთა სამინისტროში აღნიშნულ პროცესს გეგმის დარღვევას აღარ უწოდებენ.

    ელზა წიკლაური
    23.07.2013

    რუსული ბანკები, რუსული ტურისტული კომპანიები, რუსული სადისტრიბუციო ქსელი და სამშენებლო კომპანიები - ეს იმ ბიზნეს აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რასაც რუსული კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებენ. რუსულთან ერთად, აქტიური ბიზნესი აქვთ თურქულ კომპანიებს, ბიზნესის დაწყებას, როგორც ექსპერტები აცხადებენ, არ ერიდებიან არც სხვა ქვეყნებში მოქმედი ფირმებიც. ამ დროს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს დე ფაქტო აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ბიზნესის დაწყებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.07.2013

    2015 წლამდე უცხოელები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ვეღარ იყიდიან. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. მორატორიუმის განმავლობაში მთავრობამ მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს.

    ელზა წიკლაური
    20.07.2013

    მიუხედავად მაღალი ფასებისა, საქართველოს ტურისტულ რეგიონებში სასტუმროებისა თუ რესტორნების მომსახურება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა. მომსახურების დაბალ დონეზე საუბრობდნენ დარგის ექსპერტებიც და მთავრობას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა წლების განმავლობაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, არადა, ტურიზმი წინა მთავრობის მიერ პრიორიტეტულ დარგად იყო გამოცხადებული.

    მარი ჩიტაია
    19.07.2013

    რუსეთში უკვე 1,16 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებლის 5 მილიონ ბოთლამდე გაზრდას პროგნოზირებს. სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პირველი საექსპორტო პარტია წარმატებით იყიდება. თუმცა ფალსიფიკაციის შემთხვევა გახშირდა, რამაც შეიძლება ღვინის ქართულ ნაწარმს რუსულ ბაზარზე სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

    ელზა წიკლაური
    19.07.2013

    საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემის გამო უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლები პრეტენზია უკვე დიდი ხანია, გამოთქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე არსებობს, ხელისუფლებამ, ვერც წინამ და ჯერჯერობით ვერც ახალმა, ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ შეძლო. არადა, ჯერ კიდევ 2012 წელს ჩატარებული ტენდერის შედეგად, ცნობილი იყო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 33 ტუალეტის მშენებლობა იმავე წლის ბოლოს დასრულდებოდა და ეს მთავრობას 2,3 მლნ ლარი დაუჯდებოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.07.2013

    იპოთკით გაცემულ სესხებზე 6-თვიანი მორატორიუმი ცხადდება. 49 დეპუტატი მზად არის მორატორიუმს მხარი დაუჭიროს. მორატორიუმის ფარგლებში უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ საკითხს უმტკივნეულოდ დაარეგულირებს. სპეციალიტების აზრით კი, მორატორიუმით ირღვევა ბანკებისა და კერძო იპოთეკარების უფლებები, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ბანკი გაკოტრებამდეც კი მივიდეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.07.2013

    "ყაზტრანსგაზში" ყაზახი მმართველები დაბრუნდებიან. "რეზონანსის" ინფორმაციით, კომპანიის ვალში ყაზახეთის მიმართ არსებული სახელმწიფო ვალის გაქვითვა არ მოხდება, თუმცა ორივე მხარე ვალის რესტრუქტურიზაციაზე თანხმდება.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×