სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    23.06.2011

      ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა ისევ მეწყერმა წაიღო. გეოლოგების განცხადებით, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე ქანები უკიდურესად დაშლილი და დანაწევრებულია. ფაქტობრივად, ამ გზის მშენებლობისთვის 43 მილიონი ლარი, საიდანაც 30 მილიონი მსოფლიო ბანკის კრედიტია, ისე გადაიყარა, რომ არც მთავრობამ და არც სამინისტრომ საბჭოთა პერიოდის მაგალითები და გეოლოგების დასკვნები არ გაითვალისწინა. მშენებლობის ხარჯების გარდა, გზის მუდმივი რეაბილიტაციისთვის 24 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. დეპარტამენტში იმედი აქვთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გომბორზე პრობლემა მოიხსნება, თუმცა გეოლოგები ამჯერადაც აფრთხილებენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ პრობლემა არასდროს მოიხსნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.06.2011

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, კი 2011 წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო მონაგარი შარშანდელზე, 75 მილიონი დოლარი, ცოტათი მეტი იქნება, თუმცა ეს ინფორმაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.06.2011

      საქართველოში, დაახლოებით, 1000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაიტბორა. ფაქტობრივად ჩავარდა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ სიმინდის ექსპორტიც კი დაგეგმა. სპეციალისტების განცხადებით, სავარგულების განადგურების მიზეზი, უხვ ნალექთან ერთად, მოშლილი წყლისგამტარი სისტემებია, რომლის მოწესრიგების შემთხვევაში, ზარალის მნიშვნელოვანი შემცირება იყო შესაძლებელი.

    მარი ჩიტაია
    18.06.2011

    ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმს ექსპერტთა ერთი ნაწილი გადაჭარბებულად მიიჩნევს. სხვები კი თვლიან, რომ ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არა 5-6 პროცენტამდე.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.06.2011

    სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2011 წელს საქართველოში 712 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა, მთავრობა კი ისევ 1 მილიარდ დოლარს ელის. ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიას ეიმედება, რომ მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში შემოსული ფულით შესრულდება.

    ელზა წიკლაური
    14.06.2011

    2011 წლის პირველ კვარტალში შემოსული უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ ისევ არ გამოუქვეყნებია. ამის არგუმენტად ჭელიძის უწყებაში სამსახურის მისამართის შეცვლას ასახელებენ და ირწმუნებიან, რომ ინფორმაციას ინვესტიციებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაახმაურებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.06.2011

    სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი რაოდენობით თანხა პრემიებსა და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება მაშინ, როდესაც აუცილებელი სოციალური პროგრამები დაუფინანსებელია. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებამ ცხადყო, რომ ბიუჯეტში, დიდი რაოდენობით თანხა, ფაქტობრივად, უკონტროლოა. გაზრდილია ხარჯების ისეთი სახეები, როგორიც არის შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება, მივლინებები, ოფისის ხარჯები და სხვა. გარდა ამისა, ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებებში არასწორად დაგეგმილი ხარჯების გამო, ფული წლის ბოლოს მხოლოდ იმისთვის იხარჯება, რომ ნაშთი არ დარჩეს. შესაბამისად, ეს თანხა არამიზნობრივ, გაუგებარ ხარჯებს ხმარდება. ასე რომ, კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, ქვეყნის მთავარ ბიუჯეტში უამრავი ხარვეზია, სადაც ასევე იკვეთება კორუფციული ელემენტები.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.06.2011

    22 ივნისს ფინანსთა სამინისტრო 5-წლიან სახაზინო ობლიგაციას გაყიდის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სამინისტრო 1827-დღიანი ფასიანი ქაღალდების ემისიას ახორციელებს. წლეულს, გეგმის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს 100 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები უნდა გამოეშვა, თუმცა ამ დროისთვის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების მოცულობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.06.2011

    საქართველოში ინფლაცია ახალ რეკორდებს ამყარებს. მთავრობის ოპტიმიზმმა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით არ გაამართლა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის მაისს, 2010 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 14,3% შეადგინა.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.06.2011

    საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბარი ფარსია. ეს ფაქტი ევროკავშირის ანგარიშშიც კარგად ჩანს. ევროპელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს ქართველი ექსპერტები დიდი ხანია აყენებენ მთავრობის წინაშე. ისინი უკვე წლებია, აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თუნდაც მინიმალური თანხა წყალშია გადაყრილია, ვინაიდან არ არსებობს სამოქმედო გეგმა.

    მარიამ ხიდაშელი
    04.06.2011

    აზერბაიჯანში "კასპიის ნავთობი და გაზი 2011"-ის კონფერენციას "ნაბუკო გაზ ფაიფლაინ ინტერნეიშენალის" დირექტორი რეიჰარდ მიტჩეკიც დაესწრება. "ნაბუკოს" სპონსორები აზერბაიჯანისგან პროექტში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხს ელიან. საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგურიც მიიღებს. კონფერენცია 8-10 ივნისს გაიმართება.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.06.2011

    მაღალი ინფლაციის ხარჯზე საგადასახადო შემოსავლების რეკორდი მოიხსნა. სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-აპრილში, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 481 მილიონი ლარით მეტი შევიდა. 4 თვეში, მარტო, გადასახადებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 1,930 მლნ ლარი მიიღო. ასეთი მაღალი საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში არცერთ წელს არ დაფიქსირებულა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved