სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქეთი თოდუა
    30.09.2009

    მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოულოდნელად და ნაადრევად აცივდა. მაღალ მთაში უკვე თოვლი მოვიდა, ბარში რამდენიმე დღეა წვიმს. მოულოდნელმა აცივებამ მოსახლეობას საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა.
    სექტემბრის ბოლოსათვის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას არავინ ელოდებოდა, შესაბამისად, ხალხს ზამთრისათვის სამზადისი არც ჰქონდა დამთავებული.

    მაკა ხარაზიშვილი
    30.09.2009

    ბათუმის "საოკეანო სანაოსნო" მეოთხედ იყიდება. ოფშორში დარეგისტრირებულმა კომპანია "ისტვინდიმ" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. სახელმწიფოსგან ჩალის ფასად გასხვისებულ გემებს კი ნაწილ-ნაწილ იტაცებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.09.2009

    ქართველები ისევ ცოტას ვაჭრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35%-ით შემცირდა. ექსპერტები ამ მონაცემების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.

    ელზა წიკლაური
    26.09.2009

    მთავრობამ სახაზინო ვალდებულებების ემისიის რაოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მეორედ შეცვალა. თავდაპირველად, როდესაც გაირკვა, რომ ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას აპირებდა, ცნობილი გახდა, რომ მისი საერთო რაოდენობა 260 მილიონი ლარი იქნებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ციფრი 160 მილიონამდე დავიდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.09.2009

    ბიზნესმენების დასასჯელად ახალი საგამოძიებო სამსახური იქმნება. ახალი უწყების ხელმძღვანელს პირდაპირ პრეზიდენტი დანიშნავს და იგი ისეთივე უფლებებით აღიჭურვება, როგორიც ერთ დროს ფინანსურ პოლიციას ჰქონდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ახალი სამსახურის შექმნის ისტერია ბიუჯეტის დეფიციტის გამო გააჩაღა.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.09.2009

    ბიზნესმენების დასასჯელად ახალი საგამოძიებო სამსახური იქმნება. ახალი უწყების ხელმძღვანელს პირდაპირ პრეზიდენტი დანიშნავს და იგი ისეთივე უფლებებით აღიჭურვება, როგორიც ერთ დროს ფინანსურ პოლიციას ჰქონდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ახალი სამსახურის შექმნის ისტერია ბიუჯეტის დეფიციტის გამო გააჩაღა.

    ქეთი თოდუა
    23.09.2009

    მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე საკმაოდ ცივი ამინდებია. ოქტომბრიდან ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს. ხალხი ზამთრისთვის იწყებს მზადებას - კონსერვებს ამზადებს, მურაბებს ხარშავს, ზამთრისათვის დანაზოგს აკეთებს, გათბობის საკითხზე ზრუნავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.09.2009

    ტყეების გასხვისება აქციების ფონზე განახლდა. გუშინ, ლეიბორისტული პარტიის წევრები ხე-ტყის გასხვისების მიზნით, გამართული ყველაზე დიდი აუქციონის ჩაშლისა და ტყის გადარჩენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროში "შეიჭრნენ". მოგვიანებით, მათ კონსერვაიტული პარტიის წევრებიც შეუერთდნენ

    მაკა ხარაზიშვილი
    19.09.2009

    საქართველოში ჰიდრორესურსების წილი იზრდება. ელექტროენერგიის გაიაფებაზე კი არავინ საუბრობს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ევროპისგან განხვავებით ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ტარიფია, მის გაიაფებას არავინ უნდა ელოდეს.

    ქეთი თოდუა
    18.09.2009

    საქართველოს ეკონომიკაში ბოლო პერიოდში ცვლილებები შეინიშნება. ბიზნესის რამდენიმე სფეროს გამოცოცხლება ეტყობა, მათ შორის, სამშენებლო და საბანკო სექტორსაც.

    ქეთი თოდუა
    18.09.2009

    საქართველოს პრეზიდენტი ათასობით ადამიანის დასაქმებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დღეისთვის ენერგომომარაგების თვალსაზრისით ყველაზე დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებულია.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.09.2009

    საქართველოში მოქმედი მენავთობეების საქმიანობას უკვე პოლიტიკოსები განიხილავენ. ექსპერტების შემდეგ, ამჯერად პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დიზელსა და ბენზინზე ხელოვნურად გაბერილი ფასებია და იგი საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ფასების ადეკვატური არ არის.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter