სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    11.06.2010

      ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მიმოქცევაში ჭარბი ფულის მასის გაშვება სახელდება, თუმცა ექსპერტები ამ პროცესს ლარის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირში ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს იმის ბერკეტები, რომ კურსი დაბალანსოს, თუმცა როგორც ჩანს, მან ეს ბერკეტები არ გამოიყენა და კურსი ცოტათი მიუშვა.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.06.2010

      გუშინ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მილიონი ფასიანი ქაღალდის ნაცვლად, 5 მილიონი ლარის ობლიგაციები გაიყადა. ამის მიზეზად ხაზინის ერთიან ანგარიშზე დიდი ლიკვიდობა და სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია დასახელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ობლიგაციების საშუალო საპროცენტო განაკვეთის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და მან 9,85% შეადგინა. ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლება შეეცდება ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ხაზინიდან ჭარბი ლარის მიმოქცევაში გატანა შეზღუდოს. აღსანიშნავია, რომ მაისში ფინანსთა სამინისტრომ ემისიის მოცულობა პირიქით გაზარდა, ეს ექსპერტებმა არჩევნებს დაუკავშირეს და დღეს შედეგი სახეზეა.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.06.2010

    ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთიდან "ენგურჰესის" ერთობლივი მართვის სახელშეკრულებო პირობებს ელოდება. ექსპერტების განცხადებით, ამ უდიდესი ელექტროსადგურის რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ენერგეტიკის საკონტროლო პაკეტს უკვე კრემლი გააკონტროლებს. როდესაც, ენერგეტიკაში რუსეთის დიდი წილის არსებობაზე მიდის საუბარი, ხელისუფლებაში გაოცებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების ნაწილი ამ თემით საზოგადოების პროვოცირებას ახდენენ, სინამდვილეში ქართულ ენერგეტიკაში რუსეთის წილი უმნიშვნელოა.

    ელზა წიკლაური
    08.06.2010

    ლარის კურსი ისევ ეცემა, დღეიდან 1 ამერიკული დოლარი 1.8650 ლარი ეღირება (პარასკევს დადგენილი კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 1.8431 ლარი ღირდა), თუმცა მხოლოდ საღამომდე. ბოლო დღეებში გათვალისწინებული ტენდენციის მიხედვით, შესაძლოა, ლარმა თავქვე კიდევ ერთი ნახტომი გააკეთოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.06.2010

    ხელისუფლება, არა მარტო "ენგურჰესთან" დაკავშირებულ გარიგებებს ასაიდუმლოებს, საზოგადოებისთვის უცნობია ყველა ის სახელშეკრულებო პირობები, რომელიც 2006 წელს ენერგოობიექტების პრივატიზაციისას დაიდო. სპეციალისტების ამ საკითხის საჯაროობა დღემდე ითხოვენ. მათი განცხადებით, ენერგეტიკული ობიექტები იყო სახელმწიფოს, ანუ ხალხის ქონება და, შესაბამისად, მათთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.06.2010

      ლარი ყოველდღე უფასურდება. მოსახლეობა სავალუტო ტაბლოებს შიშით უყურებს. ექსპერტების განცხადებით, ბაზარზე ქაოსი რომ არ დაიწყოს, ეროვნულმა ბანკმა და ასევე სხვა სახელმწიფო ეკონომიკურმა სტრუქტურებმა ეროვნული ვალუტის დაცემა უნდა შეაჩეროს. ექსპერტების განცხადებით, ამისთვის, უპირველესად, ეროვნულმა ბანკმა რეზერვები უნდა გამოიყენოს. გარდა ამისა, გარკვეული საბიუჯეტო პროგრამების შეკვეცით, უნდა შეიზღუდოს ლარის მიმოქცევაში გაშვება.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.06.2010

      რიკოთის გვირაბი 2012 წლის პირველ ნახევრამდე დაიკეტება. ხელისუფლებამ რიკოთის გვირაბის გასხვისება გადაიფიქრა და მის რეაბილიტაციას საკუთარი ძალებით შეუდგა. ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზის საშუალებით, რომელსაც ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

    მარიამ ხიდაშელი
    04.06.2010

      ივნისი დაიწყო და მთავრობის მიერ დაგეგმილი "სწრაფი პრივატიზაცია" ისევ არ ჩანს. ექსპერტები უკვე ვარაუდობენ, საპრივატიზაციო გეგმა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩავარდება. იორდანიაში, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა იორდანელ ბიზნესმენებთან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანა აპრილის ბოლოს საწარმოების სწრაფ პრივატიზაციას იწყებდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.06.2010

      არჩევნების შემდეგ ლარი დაცემას სწრაფად განაგრძობს. 1 დოლარი უკვე 1,8068 ლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების 4-წლიანი რეკორდი მოიხსნა. ეროვნული ვალუტის კურსის დოლართან მიმართებაში 1,8 ნიშნულთან 2006 წლის ივნისში დაფიქსირდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.06.2010

      საგადასახადო კოდექსი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროს კოდექსის პროექტი არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მინისტრის მონათხრობის საფუძველზე "ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ახალი კოდექსი ბევრად პროგრესული და ლიბერალურია.

    მარი ჩიტაია
    03.06.2010

      ევროს კურსი დოლართან მიმართებაში ვარდნას კვლავ განაგრძობს. ტენდენცია კატასტროფულია და არ არის გამორიცხული, ევროპული ვალუტის მიმართ მომხმარებელი უნდობლად განეწყოს. თუმცა, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ქართველი ექსპერტების ნაწილი გამორიცხავს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რის თანახმადაც ევროს კურსის დაღმასვლა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

    მარი ჩიტაია
    27.05.2010

      სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება წელს მოსალოდნელზე გვიან დაიწყო. ქართულ სოფლებს უამინდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა. მდგომარეობას ართულებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არქონა, რის გამოც მიწების დამუშავება ყოველწლიურად მეტ პრობლემას ქმნის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სოფლებში მოუსავლიანობამ იმატა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved