სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    13.05.2010

      ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის მოცულობა გაზარდა. აპრილის ბოლოდან მოყოლებული 20 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდების ემისია ხორციელდება. ამასთანავე სტაბილურად მაღალია საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი და იგი 7%-ს სცილდება. ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სახაზინო ვალდებულებების მოცულობის გაზრდა არჩევნებს უკავშირდებოდეს, ვინაიდან ამ პერიოდში სახელმწიფო ბევრ სოციალურ ღონისძიებას აფინანსებს. რატომ გახდა საჭირო სახაზინო ობლიგაციების ემისიის ზრდა, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროში კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.05.2010

      კომპანიების დიდ ნაწილს დებიტორული დავალიანებები დაუგროვდა, სარეკლამო აქტივობა ეცემა, მაღაზიებში ნისიების ნუსხა იზრდება. საჯარო და კერძო სამსახურებში ხელფასები გვიანდება. მიუხედავად ამისა, მთავრობა დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკა იზრდება.

    ელზა წიკლაური
    11.05.2010

      რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სტიქია ისევ შეუტევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთში კი, შესაძლოა, სეტყვაც მოვიდეს. ნალექი და ცვალებადია ამინდია მოსალოდნელი ასევე თბილისშიც. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ სტიქიისგან აქამდე მიყენებული ზარალი, რომლის საერთო რაოდენობა მთავრობას ჯერ დათვლილი არ აქვს, ისევ გაიზრდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.05.2010

      კონტროლის პალატამ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯების გამჭვირვალობის თვალსაზრისით უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ათასგზის გატარებული რეფორმების შემდეგაც კი, ბიუჯეტის კანონი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორს არის. ადმინისტრაციული პრობლემების გარდა, შარშან ბიუჯეტს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა თანხების მობილიზების კუთხითაც. მარტო გრანტების შესრულების საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით, 17%-ით გაირღვა. გარდა ამისა, შარშან მოხდა პრეცედენტი, როდესაც ბიუჯეტის მხარდასაჭერად 452 მილიონი ლარის კრედიტი გამოიყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.05.2010

      ბერძნული კრიზისი საქართველოში სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. საბერძნეთიდან წლიურად ქვეყანაში, საშუალოდ, 100 მილიონი დოლარის გზავნილი შემოდის, რომლის საშუალებითაც უამრავი ოჯახი თავს ინახავს. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, უცხოელი ექსპერტები შიშობენ, რომ შეიძლება ფინანსური კრიზისი ევროპასა და ამერიკაში თავიდან აგორდეს.

    ელზა წიკლაური
    08.05.2010

      კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება. ამჯერად, კომისიას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) იმაში ადანაშაულებს, რომ კომისიამ მათ მიერ შეტანილ სარჩელის განხილვაზე "გაურკვეველი მიზეზების გამო" უარი განაცხადა. თავის მხრივ, "აფბას" ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. როგორც კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, "აფბას" სარჩელს აუცილებლად განიხილავენ და ეს 14 მაისს მოხდება.

    ელზა წიკლაური
    07.05.2010

      ფოთის, ქუთაისის, თბილისის და რუსთავის შემდეგ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ბათუმშიც შეიქმნება. ინიციატივა, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ისევ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ თიზ-ის შექმნის შემთხვევაში აჭარის დედაქალაქში ინვესტიციების ბუმი იქნება. მოხდება თუ არა სააკაშვილის ინიციატივის რეალიზება იმ ფონზე, როდესაც დანარჩენ სხვა შემთხ ვევებში თიზ-ი რეალურად არ ფუნქციობს, რთული სათქმელია. ცხადია ისიც, რომ ასეთი რაოდენობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ქვეყანაში არსებობა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ბიუჯეტისთვის არც ისე სასარგებლო იქნება.

    მარი ჩიტაია
    06.05.2010

      ცივი კლიმატის გავლენა ქართული ჩაის მოსავალზეც აისახა. სეზონმა რამდენიმე კვირით გადაიწია, სავარაუდოდ, 25-30 მაისამდე.
      ჩაის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტული პროგრამა, რის მიხედვითაც რაიონებში სახელმწიფოს დახმარებით თითო საჩვენებელი ჩაის საწარმო უნდა შექმნილიყო, განუხორციელებელი დარჩა. სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა ამ საკითხის გადასაწყვეტად არასაკმარისი აღმოჩნდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.05.2010

      გურჯაანელები დაპირებულ გაზს ითხოვენ. მოსახლებას დღემდე სჯერა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები გაზს სახლამდე მიუყვანენ და ყველა ხარჯს კომპანია თუ არა, სახელმწიფო დააფინანსებს. სინამდვილეში მთავრობის დაპირებაც სწორედ ასე ჟღერს, რომ უახლოეს მომავალში მოსახლეობის 75%-ის გაზიფიცირება მოხდება. სინამდვილეში გაზსადენი რამდენიმე სოფლამდეა მიყვანილი, ხოლო საკუთარ უბნამდე და შემდეგ სახლამდე გაზის შეყვანის შესაძლებლობა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს.

    მარი ჩიტაია
    05.05.2010

      ქართულ ბაზარზე ნატურალური პროდუქციის, მით უფრო ბიოპროდუქტების სერიოზული დეფიციტია, თუმცა ზუსტი სტატისტიკის უქონლობა რეალურ სურათს არ იძლევა. დაუსრულებელ განმარტებებს, რომ იმპორტირებული პროდუქციის დიდი წილი ფალსიფიცირებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის უქონლობა ნაკლებად დამაჯერებელს ხდის. მართალია, ამ ბოლო დროს გარკვეულ პროდუქტებზე კვლევა ჩატარდა და ხარისხის კონტროლიც თითქოს გაამკაცრეს, სიტუაცია მაინც უცვლელი რჩება.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.05.2010

      გუშინ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ ისევ დაეცა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ წინასაარჩევნოდ მიმოქცევაში გამოსული ჭარბი ეროვნული ვალუტის გამოსვლის გამო, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. საბანკო ექსპერტების ერთი ნაწილის განცხადებით კი, არჩევნებთან კურსის ცვლილებას არავითარი კავშირი აქვს. თუმცა უახლოესი პროგნოზით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,8 ლარი იქნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.05.2010

      დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები წლის ბოლომდე კიდევ უფრო შემცირდება. ექსპერტების განცხადებით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლების პარარელურად მცირდება. აღსანიშნავია, რომ ბანკირების განცხადებით სესხებზე პროცენტი ისევ დაიწევს, ხოლო სესხის გაცემის პირობები უკვე გამარტივდა. რეალურად კი ბანკები დაკრედიტების თვალსაზრისით ისევ კონსერვატულ მიდგომას ინარჩუნებენ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved