სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    13.10.2009

    "გვითხრეს, რომ მომავალი წლიდან ხელფასებს შეგვიმცირებენ, უკვე წინასწარ გვაფრთხილებენ, რომ იმ რაოდენობით თანხას, რაც დღეს გვაქვს, ვეღარ გადაგვიხდიან", - ეს განცხადება "ბიზნეს-რეზონანთან" საუბარში ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელმა სრული კონფიდენციალურობის დაცვით გააკეთა. ჩვენმა რესპონდენტმა ისიც დასძინა, რომ მათ გარდა ხელფასებს კიდევ სხვა უწყებების თანამშრომლებსაც შეუმცირებენ.
    შემცირდება თუ არა საჯარო დაწესებულებებში ხელფასების რაოდენობა, ჯერჯერობით ამაზე ხმამაღალ განცხადებას არავინ აკეთებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.10.2009

    "ნაბუკოში" ირანული გაზიც გაივლის. გაზის რესურსი უხვადაა, აქციონერების შეთანხმებაც შედგა. ასე რომ, პროექტის რეალიზებას, რომელმაც საქართველო უნდა გადაკვეთოს, აღარაფერი აფერხებს. ასევე, უცვლელია მარშრუტი, სომხეთის, თურქეთისა და რუსული მხარის მონდომების მიუხედავად, პროექტში მონაწილე ქვეყნები მარშრუტის შეცვლას კატეგორიულად უარყოფენ.

    რუსიკო მაჩაიძე
    08.10.2009

    "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" სახელით პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ექსპერტების კრიტიკის საგნად უკვე იქცა. როგორც ექსპერტი ლადო პაპავა აცხადებს, "ინიციატივა თავისუფალ აქტთან დაკავშირებით ორ ნაწილად უნდა გაიყოს. ერთი ნაწილი უნდა შეფასდეს, როგორც ღია კარის მტვრევა, ხოლო მეორე ნაწილი - როგორც კლასიკური შეცდომები". ასეთივე შეფასებებს აკეთებენ სხვა ექსპერტებიც. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამ ინიციატივებს, ლამის უკვე მიღწეულ წარმატებად აფასებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.10.2009

    საქართველოს ცხოვრების დონით სომხეთი და აზერბაიჯანი უსწრებს, ხოლო ტაჯიკეთი და ყირგიზეთი ჩამორჩება. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მსოფლიოში ცხოვრების დონის მაჩვენებლის მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა. ამ რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა. რეიტინგის გამოქვეყნება, მაინც და მაინც, იმ დროს დაემთხვა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებზე საუბრობდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.10.2009

    სომხეთი საქართველოს სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფის შემცირებას თხოვს. სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტვირთის ფოთამდე ჩატანა გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე ფოთიდან სომხეთის საზღვრამდე.

    რუსიკო მაჩაიძე
    06.10.2009

    მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტის სახელით რა შეიტანა, კაცმა არ იცის. საქმე ის არის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საპროგნოზო მაჩვენებლების გარეშეა წარმოდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ არ იცის, ბიუჯეტში საიდან რა თანხა უნდა შევიდეს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბიუჯეტის პარამეტრები მაინც განსაზღვრულია.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.10.2009

    პარლამენტში საბიუჯეტო ვნებათაღელვა იწყება. უკვე მეორე წელია, მთავრობის, საამაყო ბიუჯეტი ნელ-ნელა მცირდება. 2010 წელს ქვეყანას 5,280-მილიარდიანი ბიუჯეტი ექნება, ანუ წლევანდელთან შედარებით 247 მილიონი ლარით ნაკლები. დაფინანსება უმცირდება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. ჯერჯერობით, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირებას ვერ ბედავს.

    ელზა წიკლაური
    06.10.2009

    შაქარი უკვე გაძვირდა, ამ პერიოდისთვის ნელ-ნელა, მაგრამ იზრდება ბოსტნეულის ფასიც, მცირედით მატულობს პირველადი მოხმარების საქონელიც და როგორც ექსპრეტები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციურმა მაჩვენებელმა 3,4% შეადგინა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია, მაღალ ინფლაციურ მაჩვენებელს ექსპერტები წელს არ ელოდებიან. ერთადერთი, რამაც შესაძლოა, წლიური ინფლაციური მაჩვენებელი ორციფრა ნიშნულზე ასწიოს, შიდა პოლიტიკური ვითარება და საგარეო პოლიტიკაში ფორსმაჟორული სიტუაცია გახდეს.

    ელზა წიკლაური
    06.10.2009

    "სახელმწიფო პროგრამა - "იაფი კრედიტი", შესაძლოა, შეჩერდეს" - ასეთ დასკვნამდე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია მას შემდეგ მივიდა, რაც აღნიშნული პროექტის მთლიანი მართვის უფლება ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და უკვე შემდგომ გაირკვა, რომ "იაფი კრედიტის" ფარგლებში გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან ნახევარზე მეტი "რთველი 2009"-სკენ გადამისამართდა. შეჩერდება თუ არა "იაფი კრედიტის" პროგრამა, მთავრობაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

    ელზა წიკლაური
    03.10.2009

    უკვე მოქმედი ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჰეიჯანისა და "ნაბუკოს" შემდეგ, შესაძლოა, შუა აზიიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით კიდევ ერთმა ნავთობსადენმა გაიაროს. ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ ყაზახური მხარე ბაქო-სუფსას ნავთობსადენით სარგებლობაზე უარს ამბობს და ბაქოსთან ერთად ახალ მილსადენს - "ბაქო-შავი ზღვა" ააშენებს.

    მარიამ ხიდაშელი
    03.10.2009

    მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამოდის, უმუშევრობა კი იზრდება. აგვისტოში, ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 9,6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 1999 წლის მარტიდან მაქსიმალური მაჩვენებელია. რეგიონის რეცესიიდან გამოსვლის მიუხედავად, კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებას მაინც აგრძელებენ. საქართველოში ეს მაჩვენებელი ერთ ადგილზე გაიყინა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ დამქირავებლებს ხელფასების გადახდა უჭირთ.

    მარიამ ხიდაშელი
    03.10.2009

    უკრაინული გამოცემა "საქმე" ინფორმაციით, ამერიკა მზად არის, შავი ზღვის რეგიონში ენერგოპროქტები პირად კონტროლზე აიყვანოს. ევრაზიაში ენერგეტიკულ საკითხებში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს რიჩარდ მორნინგსთარს მიაჩნია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის უნდა ითანამშრომლონ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved