ია აბულაშვილი
29.07.2020

გადმოცემის თანახმად ოქონას მონასტერი, რომელიც გურაიში, სოფელ აცანაში მდებარეობს, თამარ მეფის ბრძანებთი ერთ დღეში აუგიათ. ისტორიული წყაროებით კი ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ყოფილა აგებული ეკლესია, რომელიც დანგრეულა. სწორედ ამ ნაგრევებზე ააგო მე-17 საუკუნეში დასავლეთ საქართველოს პატრიარქმა მელაქია გურიელმა, მაცღხოვრის სახელზე ახალი ეკლესია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა.

მიხეილ თამარაშვილის ცნობით, 1634 წელს აცანაში ჩამოვიდნენ მისიონერები ანტონიო ჯარდინი და ქრისტეფორე კასტელი, რომლებსაც ეკლესიაში კოლეჯი გაუხსნიათ და ყმაწვილებს ღვთისმეტბყველებას, ფილოსოფიას და სხვა საგნებს ასწავლიდნენ. ამ პერიოდში დაუხატავს ქრისტეფორე კასტელის პარტრიარქ მელაქია გურულის პორტრეტი, რომელიც დღეს ვატიკანში ინახება.

1873 წელს ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ ოქონას მონასტერი აღწერა და სტატიაც გამოაქვეყნა გაზეთ "კვალში". ეკლესიაში მრავალი განძეულობა ინახებოდა, ძვირფასი ხატები, ჯვრები, ბარძიმი და სხვა საეკელსიო ნივთები. უნიკალური სახარება და სხვა ხელნაწერები.

1932 წელს ბოლშევიკებმა ჯერ ეკლესია გაძარცვეს, გაანადგურეს ფრესკები და წარწერები, შემდეგ კი ააფეთქეს, თუცმა ტაძრის ნანგრევებმა შემოგვინახა ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკა, რომელიც ნაგრევების გაწმენდის დროს იქნა აღმოჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×