ია აბულაშვილი
13.08.2020

„ოქროს კარად“ წოდებული, ალევის სამების ოქროსკარიანი ეკლესია, რომელიც ახალგარში, ალევის მთაზე მდებარეობს, პლატონ იოსელიანის ცნობით, დავით აღმაშენებლს აუგია ლომისის საყდართან ერთად. სხვა ისტორიული წაყროებით კი, „ოქროსკარიანი“ ეკლესია ბევრად უფრო ძველია და მე-8-9 საუკუნით თარიღდება. მთელს აღმოსავლეთ საქართველოში განთქმული და მდიდარი ეკლესიის „ოქროსკარიანი“ სამების მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ბაზალეთიდან, არაგვისპირიდან და კახეთიდან.

ალევის სამების ეკლესიის ოქროს კარებზე ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი:

„ამ ალევის მთის თხემსა არის ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისა, კარნი აქუას ოქროსი, რომელიც უქმნის სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნის კარნი ოქროსანი და დასვეს ურემსა ხარბმულსა და მიიღო მუნ“.

ალევის სამების „ოქროსკარიან“ ეკლესიაში დაცული იყო ძვირფასი ნივთები, რომელიც აღწერა პოლატონ იოსელიანმა.  ერთ-ერთი ექსპედიციის დროს 1870 წელს, ექვთიმე თაყაიშვილს ეკლესია გაძარცვული, უნიკალური საეკლესიო ნივთები, ხატები და ჯვრები დაკარგული დახვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×