ია აბულაშვილი
05.10.2020

"ჩრდილოეთით გორას იქით და სამწევრის ზევით არის მონასტერი ყოვლადწმინდისა წრომისა, გუმბათიანი მშვენიერი" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი წრომის ტაძარს, რომელიც ხაშურში, სოფელ წრომში მდებარეობს. ტაძარი ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, რომელიც 626-634 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ მეორეს დაკვეთი ააშენეს.

გადმოცემის თანხმად, წრომში ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ყოფილა ეკლესია. მის ტერიტორიაზე, 457 წელს წამებით მოუკლავთ ვახტანგ გორგასლის თანამებრძოლი, სრპარსი მხედართმთავარი, რომელმაც ქრისტანობა ვახტანგ გიორგასლის დროს მიიღო. სწორედ ამ ეკლესიის ნაგრევებზე აუგია ახალი ტაძარი სტეფანოზ მეორეს.

ტაძრის ერთ-ერთი წარწერით ირკვევა, რომ ტაძრის შესასვლელთან ჯვარი აღუმართავს მამაო თაბორს, რომელიც სტეფთანოზის დროს ცხოვრობდა, "ეს ჯვარი ძლიერი, მამაოს თაბორის ლოცვითა აღმართეს".

წრომის ეკლესია გამოირჩევა თავისი არქიტექტურითა და მოხატულობით. ფოთლოვანი მოზაიკით, რომლითაც მოხატული ყოფილა ტაძრის საკურთხეველი. ფოთლები მოცისფრო-ფირუზის ფერისა იყო. სამწუხაროდ დღეს ეს მოზაიკა განადგურებულია, გადარჩენილი ფრაგმენტები კი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. ტაძარის დანარჩენი ნაწილი მოხატული იყო სასანისფერი, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერებით.

ტაძრის ცენტრში გამოსახული იყო "ქრისტეს დიდების" კომპოზიცია, ქრისტეს დიდი ფიგურით, რომელიც ამაღლების თემას უკავშირდება. ქრისტეს მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვნით კი აკურთხებს.

გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი წარწერაა. სარკმლის თაღში სამი მედალოიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენ ნაწილში მარტვილთა ბიუსტებია გამოსახული. ტაძრის შესასვლელში არის წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ მეორე ადარნასეს ძე.

ტაძარი რამდენჯერმე ძლიერ დაზიანდა. პირველად მე-11 საუკუნეში, შემდეგ მე-14 საუკუნეში. 1731 წელს კი ლეკთა შემოსევის დროს. ბოლოს 1940 წელს მიწისძვრის შედეგად. ბოლშევიკებმა წრომის ტაძარი საქონლის სადგომად აქციეს, უნიკალური ფრესკი გაანადგურეს, ხატები შებილწე და კედლები კირით გაათეთრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×