ია აბულაშვილი
18.11.2020

საქართველოში უძველესი დროიდან მიღებული დამკვიდრებული იყო დიდი ზომის ჯვრების აღმართვა ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში, კანკელის წინ. მას საკურთხევლისწინა ჯვარს უწოდებდნენ, რომელიც კვარცხლბეკზე იდგა. 

ჯვრები ხისგან იყო გაკეთებული და დაფთარული ჭედური ფირფიტებით, რომეზედაც გამოსახული იყო საღვთო წერილიდან სცენები, ქრისტე და წმინდანები. ჯვარს ზემოდან ედგა გვირგვინი "ქუდი", რომელიც შემკული იყო ორნამენტებით.

საკურთხევლისწინა ჯვრები, რომლებმაც ჩვენამდე მოაწია, ძირითადად სვანეთში შემორჩა. სვანეთის 27 ეკლესიაში დაახლოებით 60-დე ასეთი ჯვარი იყო დაცული. ჯვრების სიმაღლე ერთიდან 3 მეტრამდე აღწევდა. 

სვანეთში შემორჩენილი ბეჭდური საკურთხევლისწინა ჯრებიდან გამოირჩევა წვირმის ჯვარი, რომელიც დიდი ოსტატობით არის შესრულებული. მასზე გამოსახულია ქრისტეს ჯვარცმა; ზედა ნაწილში მთავარანგელოზი და მაცხოვარია გამოსახული, რომელსაც ხელში სახარება უჭირავს. ჯვრის მარცხენა მკლავში გამოსახულია იოანე, რომელსაც მარჯვენა ხელი ლოყაზე აქვს მიდებული, რაც მწუხარებას გამოხატავს. ჯვრის მარჯენა მკლავში ასევე გამოსახულია მწუხარე ღვთისმშობელი. 

ჯვარს განსაკუთრებლ ელფერს სძენს ცენტრში გამოსახული მზე და მთვარე, რაც მხოლოდ შუასაუკუნეების ხელოვნების ძეგლებში გვხვდება. ოსტატს ქრისტეს ჯვარცმის კომპოზიცია ჯერ ტილოზე დაუწერია და შემდეგ გადაუჭიმია ხეზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×