ია აბულაშვილი
30.11.2020

უძველესი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც კოჯრის ტყეშია ჩაფლული, ქოროღლის ციხის ძირში, სოფელ ღოუბანში, მე-16 საუკუნით თარიღდება და ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელს ატარებს. ადგილობრივები ამ ეკლესიას დღესაც ღოუბნის "ორმოცნის" უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, ეს ეკლესია ორმოც ძმას ორმოც დღეში აუგია.

საქართველოში ამ წმინდანებს ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ. პირველი ხატი 40 სებასტიელი მოწამის სახელზე, მე-12 საუკუნეში შეიქმნა, რომელიც ხეზეა შესრულებული და ოქროს ფირფიტებითაა მოჭედილი; ხატზე გამოსახულია 40 სებასტიელი მოწამე და მაცხოვარი, რომელიც ორივე ხელით აკურთხებს მოწამეებს.

ხატი მეომრების მფარველად ითვლება. ეკლესია კი ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზე პირველად თბილისში მე-8 საუკუნეში აუგიათ მეტეხის ხიდზე, სადაც 786 წელს არაბებმა გაქრისტიანების გამო თავი მოჰკვეთეს არაბ აბოს, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ქრისტანობის გამო აწამეს 40 სებასტიელი მეომარიც, 320 წელს იმპერატორ ლიცინიუსის დროს. მეომრები კაბადოკიიდან იყვნენ და მსახურობდნენ რომაულ ლეგიონში, რომელიც ქალაქ სებასტიში იდგა.

სარდალმა აგრიკოლამ მათ უბრძანა, რომ წარმართი ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, რაზედაც მეომრებმა უარი განაცხადეს. მაშინ ჯალათებმა მეომრები გააშიშვლეს და გაყინულ ტაბში ჩაყარეს.

შუაღამისას, მოულოდნელად ტბაში წყალი გათბა, მეომრების თავზე კი გვირგვინები ბრწყინავდა. ამის მნახველმა ერთ-ერთმა ჯალათმა, მიხვდა, რა რომ ღმერთმა მეომრები დააჯილდოვა, თვითონაც გაშიშვლდა, ტბაში ჩავიდა და მათ გვერდით დადგა, თან ყვიროდა მეც ქრისტიანი ვარო.

მეორე დღეს, ჯალათებმა მეომრები ცოცხლები ნახეს, ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს. შემდეგ მათი გვამები დაწვეს და ტბაში გადაყარეს. აღსრულებიდან მესამე დღეს მეომრები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, რომ მიწას მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა, რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით, მალულულად შეგროვა მოწამეთა წმინდა ნაწილები და პატივით დაკრძალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×