ია აბულაშვილი
01.12.2020

თრიალეთის ზეგანზე, ალგეთის მთის ძირში დაგას წმინა კირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნეში აუგიათ. ისტორიულ წყარობეში ეს ეკლესია მოიხსენიება „დრანეთის“ („დრიანეთის“) სახელით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ნაგებია ყვითელი ტუფით - ე.წ. ალგეთის ტუფით. ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვები.

ეკლესიის აფსიდში ჩასმულია ძველი ქვაჯვრის სვეტი, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება. სვეტს ერთ მხარეს ვაზის ორნამენტი აქვს, მეორე მხარეს კი გოლგოთის ჯვარია გამოსახული. მეცნიერთა დასკვნით, ამ ადგილას ეკლესიის აგებამდე სოფელს სალოცავად ქვაჯვრები ჰქონიათ აღმართული. ეკლესიის ეზოში კი იყო საფლავის ქვები, რომელზედაც შეკაზმული ცხენია გამოსახული.

ეკლესიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს კვარცხლბეკზე მდგარი ვერცხლის ჯვარი. ასევე ვერცხლის კანდელი, რომელიც მთლიანად ორნამენტირებულია, მხრებზე შემოუყვება დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა „წმინდა კვირიკე და ივლიტე დრანეთისაო“. 

„დრანეთის კანდელი“ თარიღდება მე-11 საუკუნით და იგი შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია. უნიკალურობას კი მას სძენს ის, რომ მისი ანალოგი მუზეუმების ფონდში დღემდე არ მოიძებნება. 

ეკლესის სარკმელი კი, რომელიც მართლაც ხელოვნების ნიმუშია, მოჩარჩოებულია გრეხილი ლილვით, რომელსაც ვხვდებით მხოლოდ მე-10 სუკუნის ოთხთა ეკლესიაში და შატბერდის ტაძარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×