ია აბულაშვილი
21.12.2020

სოფელი პტენი, რომელიც ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის კანიონის თავზეა გაშლილი, დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.

ეკლესიის გარეთ შემორჩენილია მე-10 საუკუნის ტრაპეზის ქვა, ძველი ქვაჯვარი, სტელების კვარცხლბეკები. ეკლესიაზე კი გამოსახულია ყოჩებისა და ცხენების ქანდაკებები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, რომელსაც გარს ერტყა გალავანი.

პტენის წმინდა გიორგის ეკლესია ოდითგანვე ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიასთან ერთად ერთ-ერთი ძლიერი სალოცავი იყო. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი სძენდა ქვაჯვარი, ხელიან-წარწერიანი ოთხწახნაგა ქვა, რომელზედაც ამოკვეთილია გაშლილი ხელი; ხელის ორივე მხარეს და ბოლოში ასომთავრული წარწერა "ადიდე თამარ და ძე მათი ლაშა, შეიწყალე".

ისტორიული წყაროების მიხედვით, წარწერა შესრულებულია თამარ მეფისა და ლაშა გიორგის სიცოცხლეში, სავრაუდოდ 1207-1213 წლებში, რადგან ორივე ცოცოხლად იხსენიება. ეს უნიკალური ხელიან-წარწრიანი ქვა 1956 წელიდან ჯანაშიას სახელობს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )