ია აბულაშვილი
23.12.2020

აბელიას სამების ეკლესია, რომელიც მდებარეობს ალგეთის ხეობაში, სოფელ აბელიაში მნიშვნლოვანი ისტორიული ძეგლია, მასზედ არსებული ვრცელი ასმოთვრული წარწერა კი მოგვთიხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს.

ტაძარი აგებულია 1250-1259 წლებში, ფორმით დარბაზული ტიპისაა და ნაგებია ალგეთის თლილი მონაცრისფრო ქვით. ტაძარი მოხატული ყოფილა დიდი ოსტატობით.

ტაძრის კარიბჭეზე ისტორიული წარწერა პირველად წაიკითხა და გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა. "ადიდენ და დაამყარენ ღმერთმა მეფენი ჩვენი დავითი და დავითი, დედოფალი თამარ ხათუნი და ძე მათი გიორგი. რომელთა წყალობით ღირს ვიქმენ აღმშენებად ეკლესიისა ამისა, სამლოცველოდ მეფობისა მათისა მე გლახაკი არსენ მშვილდაისძე მანგლელი მთავარეპისკოპოსი. მას ჟამსა ხელ ვჰყავ შენებად, ოდეს თათართა დაეპყრა ესე სამეფო და ყოველი ქვეყანაი";

წარწერაში მოხსენიებული არიან დავით ულუ და დავით ნარინი. დავით ულუს მეუღლე თამარ ხათუნი-ჯიგ ხათუნი და ძე გიორგი. მანგლელი მთავარეპისკოპოსი, რომელიც რკონის 1258-1261 წლით დათარიღებულ გუჯარს აწერს ხელს.

სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო აბელიას სამების ეკლესიის მშენებლობა და ამ წარწერით გადმოგვცემს ტაძრის აგების საკმაოდ ტრაგიკულ პერიოდს საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანა მონღოლთა ბატონობის ქვეშაა.

გათხრების შედეგად ტაძრის მახლობლად აღოჩენილი იქნა ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები, ერთზე ფასკუნჯის გამოსახულებით. ასევე მინისა და ქვის მძივები, ერთი გიშრის ირმის გამოსახულებით. საბეჭდავები, ერთზე გამოსახულია "მხედრის ნადირობა ლომზე", მეორეზე "ხარირემისა და ფურების თამაში". მსგავსი საბჭდები აღმოჩნილი იყო მხოლოდ მცხეთაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )